ინდოელმა კარდიოლოგმა რაჯასეკჰარმა დაასახელა შვრიის ფაფა კენკრით, როგორც პროდუქტების კარგი კომბინაციის მაგალითი ქოლესტერინის შესამცირებლად.
კარდიოლოგმა რაჯასეკჰარმა თქვა, რომ სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ასოცირდება ადამიანების მიდრეკილებასთან ინსულტისა და გულის შეტევის მიმართ. ამ პრობლემის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზაა დაბალანსებული რაციონი, რომელსაც ყოველდღიურად იცავენ.
„სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს სისხლის მაჩვენებლების ნორმაში დაბრუნებას, საკვების გარკვეული კომბინაციები კი განსაკუთრებით ეფექტურია ქოლესტერინის გასაკონტროლებლად“, – თქვა ექიმმა.
კარდიოლოგმა რაჯასეკჰარმა დაასახელა პროდუქტების კომბინაციები ქოლესტერინის შესამცირებლად და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისგან თავის უკეთ დასაცავად. კერძოდ, ექიმი გვირჩევს, რომ ყოველდღიურ რაციონში უფრო ხშირად გამოვიყენოთ ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის კომბინაციები. მაგალითად, მივირთვათ შვრიის ფაფა ან სხვა მთლიანი მარცვლეულის ფაფები ხილის, ბოსტნეულის და კენკრის დამატებით.
ექსპერტმა განმარტა, რომ მცენარეული პროდუქტები შეიცავს სტეროლებს და სტანოლებს – ბუნებრივ ნაერთებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. კონკრეტულად, მათი წყაროა მთელი მარცვლეული, პარკოსნები, ხილი და ბოსტნეული. პროდუქტების კომბინაციებზე საუბრისას, კარდიოლოგმა რეკომენდაცია გაუწია ფორთოხლის წვენის დალევას – მთლიანი მარცვლეულის მაკარონთან ან პურთან, ფაფებთან ან პარკოსნებთან ერთად.
გარდა ამისა, კარდიოლოგმა თევზი, ბოსტნეული და მწვანილი დაასახელა ქოლესტერინის შესამცირებლად შესაფერისი პროდუქტების კომბინაციად. ორგანიზმისთვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის განსაკუთრებული სარგებელი მოაქვს უჯერი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მოხმარებას, რომლებითაც მდიდარია ზღვის თევზი.
ქოლესტერინის შესამცირებლად ექიმის მიერ რეკომენდებული საკვების კიდევ ერთი კომბინაციაა – თხილეული და ნატურალური იოგურტი. კარდიოლოგის თქმით, ასეთი ხემსი ორგანიზმს მონოუჯერი ცხიმებით, იგივე ომეგა-3-ით და ფიტოსტეროლებით უზრუნველყოფს – ეს ნივთიერებები დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების ფუნქციონირებაზე და სისხლძარღვთა ქსოვილების მდგომარეობაზე.
„გარდა ამისა, კარგია მწვანე ჩაისა და თხილეულის კომბინაცია“, – დასძინა სპეციალისტმა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.