მოვიშოროთ ჩრჩილი ტანსაცმლის კარადაში

807

შემოდგომა შესანიშნავი დროა, რომ თბილ სვიტერში გამოწყობილმა მიირთვა ცხელი ყავა. ამ რიტუალს ვერაფერი შეუშლის ხელს, გარდა ყველასთვის ცნობილი ტანსაცმლის მავნებლისა. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ჩრჩილი თითქოს არსაიდან ჩნდება. თუ ის მთელი ზაფხულის მანძილზე არ ჩანს, შემოდგომაზე აუცილებლად გამოჩნდება. ვივიენის დღევანდელ სტატიაში ექსპერტები გვიზიარებენ, როგორ უნდა მოვიშოროთ ჩრჩილი ერთხელ და სამუდამოდ.

სახლის მოვლის ექსპერტები გვირჩევენ შემოდგომაზე კარადების საფუძვლიან დალაგებას. საზაფხულო ტანსაცმელის ზამთრის ტანსაცმლით ჩანაცვლებისას, დააკვირდით არის თუ არა გაჩენილი ჩრჩილი. დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ, თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ჩრჩილის გაჩენა და როგორ უნდა მოიშოროთ იგი.

ტანსაცმლის კარადაში ჩრჩილის გაჩენის მიზეზები

დავიწყოთ იმით, რომ ტანსაცმლის კარადებში ყველაზე გავრცელებული სახეობებია ბეწვის და ტანსაცმლის ჩრჩილები. მავნებელი შეიძლება გაჩნდეს თქვენს სახლში მაშინაც კი, თუ ის აქამდე არასდროს ყოფილა.

შესაძლებელია, ის მოიტანოთ მაღაზიიდან ტანსაცმელთან, ქსოვილებთან და საქსოვ ძაფებთან ერთად. ჩრჩილის კვერცხებს შეუძლიათ „მიგრირება“ ჩვენს ტანსაცმელზე ჩვენი სტუმრების ტანსაცმლიდან. ისინი ტანსაცმელზე შეიძლება მოხვდნენ ტრანსპორტში. ჩრჩილი ასევე შეიძლება სახლში შეფრინდეს ფანჯრიდან, ვენტილაციის საშუალებით ან თუნდაც შესასვლელი კარიდან.

როგორც ჩანს, მისი გამოჩენა გარდაუვალია. მეთანხმებით? თუმცა, ეს არც ისე მარტივია.

ჩრჩილი ტენიანობის და ცუდი ვენტილაციის შედეგია. ყველაზე ხშირად ის თავის „მსხვერპლს“ პოულობს თბილ და ბნელ კუთხეებში, სადაც ჰაერი არ მოძრაობს. ნატურალური ქსოვილები, როგორიცაა მატყლი, ბამბა და სელი, ჩრჩილისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ნესტიანი პირობები ქმნის შესანიშნავ გარემოს ამ მწერებისთვის.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჩრჩილის გაჩენა

  • დაიცავით სისუფთავე და წესრიგი. რეგულარულად გაწმინდეთ კარადები მტვრის, ნესტიანი ლაქებისა და ჭუჭყის მოსაშორებლად. ეს ხელს შეუშლია ჩრჩილებისათვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას.
  • იზრუნეთ კარგ ვენტილაციაზე. დარწმუნდით, რომ თქვენი კარადები კარგად ნიავდება. დროდადრო დატოვეთ კარები ღია და გამოიყენეთ სავენტილაციო ხვრელი ჰაერის სამოძრაოდ.
  • აკონტროლეთ ტენიანობა. ჩრჩილს უყვართ ტენიანობა, ამიტომ შეეცადეთ შეინარჩუნოთ ტენიანობის ნორმალური დონე თქვენს სახლში. გამოიყენეთ ჰაერის საშრობი, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ტანსაცმელი ინახება.
  • არ შეინახოთ გასარეცხი ტანსაცმელი სუფთა ნივთებთან ერთად. ჩრჩილს უყვარს ორგანული ნივთიერებები და ჩვენი ოფლი და კანის ნაწილაკები, რომლებსაც ტანსაცმელზე ვტოვებთ – ამ მავნებლის საყვარელი დელიკატესია.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჩრჩილის გაჩენა

შესაძლებელია თუ არა ჩრჩილის თავიდან აცილება და როგორ მოვიშოროთ ჩრჩილი მისი გაჩენის შემთხვევაში?

ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებები ორ ჯგუფად იყოფა: რეპელენტები და ინსექტიციდები. რეპელენტები სუნით იგერიებენ ჩრჩილს, მაგრამ არ ანადგურებენ მათ. ამ ჯგუფს მიეკუთვნება საშეები და ციტრუსის გამხმარი ქერქი, არომატული ბალახების თაიგულები, არომატული ზეთებით დასველებული ბამბის ბალიშები, სურნელოვანი საპნის ნაჭრები, რომლებსაც მოხუცები პირსახოცების თაროებზე დებენ და არომატული საკიდები, რომლებიც ქიმიის განყოფილებაში იყიდება. ეს ყველაფერი მუშაობს, თუ ჩრჩილისთვის საძულველ სუნს გამოჰყოფს.

  • ლავანდა;
  • ნაძვი;
  • კედარი;
  • გერანიუმი;
  • სურნელოვანი თამბაქო;
  • წიწაკა;
  • ჟასმინი;
  • კავკასიური გვირილა;
  • ევკალიპტი;
  • ნებისმიერი ციტრუსი.

მაგრამ თუ კარადაში იპოვით ნივთებს, რომლებიც უკვე დააზიანა ჩრჩილმა, მაშინ რეპელენტები აღარ დაგეხმარებათ.

რა არის „ინსექტიციდი“

ინსექტიციდები არის საშუალებები, რომლებიც მწერებს კლავს. თანამედროვე სამყაროში მათ სხვადასხვა ფორმით აწარმოებენ: სპრეი, ჩრჩილების მოსასპობი ნივთიერებებით გაჟღენთილი პაკეტები, გელები, ფუმიგატორები და ა.შ. თითოეულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რის შესახებაც შეგიძლიათ ჰკითხოთ კონსულტანტს სპეციალიზებულ მაღაზიაში.

მაგალითად, სპრეი სწრაფად მოქმედებს, მაგრამ შეიძლება ტანსაცმელზე ცუდი სუნი დატოვოს. პაკეტები არ ტოვებს სუნს ტანსაცმელზე და უფრო დიდხანს მოქმედებს. გელები, პაკეტების მსგავსად, ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებს. თანამედროვე აკვაფუმიგატორებს კი თავიანთი სამუშაოს შესრულება მხოლოდ რამდენიმე საათში შეუძლიათ.

ჩრჩილს ასევე ეშინია მაღალი და დაბალი ტემპერატურის. ამიტომ, სუფთა ნივთებიც კი, რომლებიც დიდი ხანია აწყვია თაროზე, უნდა გაირეცხოს. თუ ტანსაცმელზე ჩრჩილის კვალს შენიშნავთ, გარეცხეთ მინიმუმ 50 გრადუს ტემპერატურაზე.

ამ ტემპერატურაზე პიჯაკის გარეცხვა არ შეიძლება, ან საერთოდ არ შეიძლება მისი გარეცხვა? ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ყინვა. შეფუთეთ ნივთი ცელოფანში და მოათავსეთ საყინულეში ერთი დღით. შემდეგ იზრუნეთ ქურთუკზე, როგორც მის ბირკაზეა მითითებული.

აი, ასე გვირჩევენ ექსპერტები ჩრჩილის თავიდან აცილებას და, საჭიროების შემთხვევაში, ამ ფრთოსანი მავნებლის განადგურებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს