დისშვილზე მეურვეობის აღების შემდეგ ქმარს ვუთხარი, რომ საკუთარი შვილების გაჩენა აღარ მინდოდა. მან მიმატოვა…

1085

როცა გავთხოვდი, მე და ჩემს ქმარსაც საკუთარი იპოთეკური სესხი გვქონდა გადასახდელი. დავილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ვიმუშავებდით და ვალს გადავიხდიდით, ჩვენს ერთ-ერთ ბინას კი გავაქირავებდით. მხოლოდ ამის შემდეგ შემოვუშვებდით ჩვენს ცხოვრებაში კომფორტს, ბავშვებს და მოგზაურობას. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემი და, მარტოხელა დედა, გასართობად სხვა ქალაქში გაიქცა და თავისი ქალიშვილი თავის მეგობართან მიატოვა.

მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ ბავშვზე გვეზრუნა. გავაკეთეთ მეურვეობა, მას დავუთმეთ პატარა ოთახი, დასაკეცი სკამი და მაგიდა ლეპტოპით. ყველაფერი ძალიან უბრალო იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უკეთესი იყო, ვიდრე ბავშვთა სახლი. ყოველ ზაფხულს მას დასასვენებლად ბანაკში ვგზავნიდით. შევთავაზეთ, აერჩია ჰობი, რომელიც მოსწონდა. მან ცეკვაზე დაიწყო სიარული. ჩვენ თათა და ირაკლის გვეძახდა.

ყველაფერი თანდათან დალაგდა, მაგრამ გოგონა მოზარდობის ასაკში შევიდა და სწორედ მაშინ დაიწყო პრობლემები. ყველაფრის აღწერა შეუძლებელია, ძალიან რთული იყო. მაგრამ როდესაც ის ერთ დღეს სახლში საეჭვო კომპანიასთან ერთად და ახალი არაორაზროვანი ტატუთი დაბრუნდა, ნერვებმა ვეღარ გამიძლო. შემეშინდა კომპანიისა, რომელთანაც ის ურთიერთობდა: ტატუები, უცნაური საუბრები. ჩემმა დისშვილმა დაიწყო სკოლის გაცდენა, არ ვიცი ამ დროს რით იყო დაკავებული.

მალევე მივედი მეურვეობაში, განცხადება დავწერე და იქიდან გამოვიქეცი. დიახ, ფაქტიურად გამოვიქეცი ისე, რომ არავითარი ეჭვი და შესაძლებლობა არ გაჩენილიყო, რომ მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარი მეთქვა. ჩემს ქმარს კი ვუთხარი, რომ არავითარი შვილები აღარ მინდოდა. ეს ყველაფერი საჩემო არ იყო. მან განქორწინება მოითხოვა. მისი თქმით, მიზეზი ის იყო, რომ მას სჭირდება ბავშვი და არა ერთი.

მაგრამ რა ვუყო მთელ ამ ემოციებს? იმ ბავშვთა სახლიდან დამირეკეს, სადაც ახლა ჩემი დისშვილი ცხოვრობს, ჩემს დას ეძებენ ალიმენტის გამო და მეუბნებიან, რომ საბუთების გაკეთების შემთხვევაში შემიძლია მოვინახულო. მაგრამ მე არაფერი არ ვიცი და არც არაფერი მინდა. გამოდის, რომ უცხო ადამიანებზე დავკარგე დრო. ქმარი გამექცა, თითქოს შესაფერის შემთხვევას ელოდა განქორწინებაზე სასაუბროდ. ეს ჩემი ტრაგედიაა.

გამოდის, რომ მას მხოლოდ შვილების დაბადება და ქალი-ინკუბატორი აინტერესებდა?! ის არც კი დაელოდა სიტუაციის დალაგებას. ალბათ ერთ წელიწადში მოვეგები გონს. ეს რომ არც მოხდეს, რატომ არის უშვილო ოჯახი არანორმალური?! და სიტუაციას თუ შევაბრუნებთ: მაგალითად, ის თუ აღმოჩნდებოდა უნაყოფო, მე უნდა მეთხოვა მეორე დღესვე განქორწინება?

ასე რომ, ცხოვრებისგან ორმაგი დარტყმა მივიღე. ჩვენ საკმაოდ ეკონომიურად ვცხოვრობდით, ყველაფერი გაწერილი გვქონდა, დისშვილისთვის მეურვეობის ანაზღაურებას ვიღებდით. ჩემი ქმარი მოგებული დარჩა: მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი ბინა გაქირავებული იყო და ფულს ჩემი ქმრის ბინაში ვდებდით. ჩვენ იქ ვცხოვრობდით: თანამედროვე რემონტი, ძვირადღირებული ტექნიკა. ის სუფთა საცხოვრებელში დარჩა. მე კი მომიწევს ჩემი ბინის გარემონტება, რომელიც დამქირავებელმა გაანადგურა.

ჩემს დისშვილთან დაკავშირებული სიტუაციის შემდეგ მივხვდი, რომ ბავშვები შეიძლება განსხვავდებოდნენ. ახლ ნამდვილად არ მინდა, რომ ეს ყველაფერი განმეორდეს. ვფიქრობ, ვერ გავუმკლავდები, თუ ეს ჩემი შვილის შემთხვევაშიც განმეორდება. და საერთოდ, შვილების გაჩენის საკითხს სხვა კუთხით შევხედე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს