„ეს გმირული საქციელია?“ როდესაც წყვილის ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა, თითოეულმა მათგანმა რაღაც ახალი შეიტყო მეორის შესახებ

533

ორი წლის წინ

-კარგი რაა, რა გატირებს ლელა. მერე რა მოხდა, რომ გაგათავისუფლეს. ამით ცხოვრება არ მთავრდება, – ჩაეხუტა დიმიტრი თავის შეყვარებულს.

-კი, მაგრამ ნორმალური სამსახურის გარეშე ვარ და მალე ფულის გარეშე დავრჩები. ქირა ხომ გადასახდელია, საჭმელიც ხომ უნდა ვიყიდო?

-მე ხომ აქ ვარ. ჩემი ხელფასი საკმარისია ქირის გადასახდელადაც და საკვების საყიდლადაც. შიმშილით არ მოვკვდებით.

-ძალიან მზრუნველი ხარ.

ახლანდელი დრო

-დიმა, რატომ ჯიუტობ? მტვერსასრუტი გვჭირდება. რა პრობლემაა ნორმალურის ყიდვა?

-ლიკა, რა საჭიროა ამხელა თანხის გადახდა მტვერსასრუტში? მითუმეტეს, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ.

-იმიტომ, რომ კარგი მოწყობილობაა. ფული გენანება?

-დიახ, – თავი დაუქნია დიმიტრიმ. – მენანება და არც მაქვს ბევრი ფული.

ლელა უცებ დასერიოზულდა:

-მაშინ სად მიგაქვს? ჩემზე სამჯერ მეტს ღებულობ. ტანსაცმელს არ ყიდულობ, მანქანა არ გვყავს. საყვარელი გაიჩინე? თუ თამაში დაიწყე?

დიმიტრიმ გაიცინა:

– ჰო, ზუსტად, ამ ყველაფრისთვის უამრავი დრო და ჯანმრთელობა მაქვს!

-მაშინ, სად არის ფული?

დიმიტრიმ პაუზის შემდეგ უპასუხა:

-ბინისთვის ვაგროვებ. დედაჩემი და მამაჩემი დახმარებას დაპირდნენ, მაგრამ არა უადრეს ერთი წლისა. მათ საკუთარი პრობლემებიც აქვთ.

ლელას სახე გაუბრწყინდა:

-რატომ არ მეუბნებოდი! ჩვენ ბინა გვექნება! ვაშა!

იგი დიმიტრის ჩაეხუტა, რომელიც რაღაცნაირად დარცხვენილად გამოიყურებოდა. დიმიტრიმ უპასუხა:

-დიახ, გვექნება, მაგრამ ის ჩემს სახელზე დარეგისტრირდება.

ლელა დიმიტრის მოშორდა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.

-როგორ თუ შენზე? ჩვენ ერთად ვართ. დიახ, ჯერ ოფიციალურად ცოლ-ქმარი არ ვართ, მაგრამ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ! დედაშენმა დაგაძალა?

-რატომ მაშინვე დედამ? – წარბები შეჭმუხნა დიმიტრიმ. – მე თვითონ გადავწყვიტე. შენ ხომ არ დებ ფულს ამ ბინაში.

ქალმა კიდევ უფრო უკან დაიხია. უკვე წყენისა და სიბრაზისგან გაბზარული ხმით ჩაიჩურჩულა:

-ამას იმიტომ აკეთებ, რომ ორი წელი თითქმის ნულზე ვიყავი? და ის, რომ მე თითქმის ხუთი წელია შენთან ვარ, არ ითვლება? გირეცხავ, გაჭმევ. ეს არ ითვლება?

-კარგი რაა, ლელა, – უცებ გაბრაზდა დიმიტრი. -ისეთი ლაპარაკობ, თითქოს მთელი ეს წლები სამზარეულოში და სახლის დასუფთავებაში გაგეტარებინოს.

-კი, თუ არ შეგიმჩნევია. და შენ რა გაგიკეთებია ჩვენი კავშირისთვის?

-მე ბინის ქირას ვიხდიდი და პროდუქტებს ვყიდულობდი, სანამ შენ სამსახურისა და ფულის გარეშე იყავი.

ლელამ გაიცინა:

-ბინა და საკვები – და ეს გმირული საქციელია?

-ოჰო, როგორ ალაპარაკდი! ანუ მე ვალდებული ვიყავი?!

-აბა, რა გინდოდა! შენ ხომ მამაკაცი ხარ. შენ უნდა არჩინო ქალი, თუ ის გიყვარს. შენ კი პირიქით, ბინის ყიდვა გადაწყვიტე უჩემოდ.

დიმიტრიმ მწარედ გაიღიმა:

-ასე იმიტომ განაწყენდი, რომ ბინას ჩემს სახელზე ვაფორმებ?

-დიახ, მეწყინა. თითქოს ამ წლებმა ფუჭად ჩაიარა!

დიმიტრი თითქმის ყვიროდა:

-შენ ხომ ფული არ გქონდა! თუ ახლა გაქვს, მომეცი ნახევარი და ვიყიდოთ ბინა. არაა პრობლემა!

-მე შენ ჩემს ქმრად გთვლიდი, შენ კი – „ნახევარი მომეცი“.

კაცს ლოყები ეწვოდა:

-ხედავ! როგორც კი ბინის ფულზე ვლაპარაკობთ, ეგრევე გწყინს. და თუ ქირის გადახდაზეა საუბარი, მე უნდა გარჩინო.

-ასეა. მე ქალი ვარ, შენ კი მამაკაცი. ამით ყველაფერი ნათქვამია!

დიმიტრი უცებ ყველაფერს მიხვდა:

-კარგი. აზრი არ აქვს კამათს. ამ ბინის ხელშეკრულება ჩემს სახელზეა. ასე რომ შენ მოგიწევს გადასვლა.

-მაგდებ? მორჩა? ვშორდებით?

-და შენ გინდა ცხოვრება ადამიანთან, ვინც მამაკაცად არ მიგაჩნია?

ლელა გაჩუმდა. ცოტა ხნის შემდეგ უპასუხა გაბრაზებულმა:

-არსად არ წავალ. აქ ყველაფერი ჩემი ნაყიდია. ფარდებით დაწყებული ტოსტერით დამთავრებული.

-ერთად ვყიდულობდით.

-დიმა, ტოსტერის გამო უნდა მეომო? – თვალები გადაატრიალა ლელამ.

-არა, რა თქმა უნდა. კარგი, მეპატრონეს ვეტყვი, რომ ახლა შენ მარტო იქირავებ ბინას. ახლა კონტრაქტი შენ გაგიფორმოს. დღეს აუცილებელ ნივთებს წავიღებ, დანარჩენისთვის კი ზეგ მოვალ, სამსახურის შემდეგ.

დიმიტრის დედა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ლანძღავდა ლელას, მაგრამ ვაჟი მხარს არ უბამდა.

მან მშობლებთან ექვსი თვე იცხოვრა, შემდეგ კი ბინა იქირავა და ბინისთვის ფულის შეგროვება გააგრძელა.

მართალია, ფასების ზრდამ აიძულა დიმიტრი, რომ მშენებარეში ეყიდა ბინა იპოთეკით, მაგრამ ის მაინც ახერხებს ბინის ქირის და იპოთეკის ერთდროულად გადახდას.

ლელა ისევ იმ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ის იმედოვნებს, რომ იპოვის პრინცს, რომელსაც ენდომება მისი რჩენა. და, რა თქმა უნდა, ქორწინებაში ბინის ყიდვა მისივე ფულით.

კანდიდატები ჯერ არ ჩანან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს