ავიცილოთ თმის ცვენა და გავხადოთ ის უფრო სქელი – 5 საიდუმლო

290

თმა ქალის სილამაზის მთავარ სიმბოლოდ ითვლება და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და გაგიზიარებთ რჩევებს საოცნებო კულულებისთვის.

სქელი თუ თხელი, ღია თუ მუქი, ხვეული თუ სწორი – როგორი თმაც არ უნდა ჰქონდეს ქალს, ნებისმიერ შემთხვევაში მას სათანადო მოვლა სჭირდება. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ქალების 50%-ზე მეტს თმის ცვენის პრობლემა აწუხებს. და მაშინ, როცა ზოგი საშინელ ბედს ეგუება, ზოგი ცდილობს იპოვნოს სიტუაციიდან გამოსავალი, რადგან თმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სილამაზისთვის.

თმის ცვენის მიზეზები

ახალგაზრდა, ჯანმრთელ გოგონას თმა მთელი ცხოვრების მანძილზე ეზრდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პროცესი საგრძნობლად ნელდება. თმის საფარი საგრძნობლად თხელდება, რაც უამრავ უსიამოვნო ემოციას იწვევს. გარდა ამისა, თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზების გამო:

  • მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
  • ჰორმონალური დისბალანსი (მათ შორის ჰორმონალური ფონის ცვლილებები მშობიარობის შემდეგ);
  • ტრავმები და სკალპის ნებისმიერი სხვა დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა);
  • მედიკამენტების მიღება, რომლებიც ანელებენ სისხლის შედედებას, ჩასახვის საწინააღმდეგო და კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;
  • ენდოკრინული სისტემის დარღვევები;
  • ორგანიზმში რკინისა და თუთიის ნაკლებობა;
  • არასწორი კვება.

ეს პროცესი თანდათან ვითარდება და ალოპეცია ეწოდება. თავიდან თმა აქტიურად იწყებს ცვენას თავის პარიეტალურ და შუბლის მიდამოებში, საფეთქლებთან და თანდათან გადადის სხვა უბნებზე. შემდეგ თმის საფარი რჩება მხოლოდ თავის კიდეებზე. თმის გარეშე დარჩენილი კანი ხდება მბზინვარე და გლუვი იმის გამო, რომ თმის ფოლიკულების ღიობები ამ ადგილებში ქრება. ასეთი ისტორია ელოდება ყველას, თუ დაავადების დიაგნოსტირება არ მოხდება ადრეულ ეტაპზე.

პრევენცია

თუ შეამჩნევთ, რომ ყოველი დავარცხნის ან თმის დაბანის შემდეგ სულ უფრო მეტი თმა გცვივათ, მაშინ ტრიქოლოგები დაჟინებით მოითხოვენ თქვენი ცხოვრების ჩვევების რაც შეიძლება მალე შეცვლას. გთავაზობთ, რამდენიმე ეფექტურ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ შეაჩეროთ თმის ცვენა და გამოაჯანსაღოთ თქვენი კულულები.

შეცვალეთ თქვენი ჩვეული მოვლის საშუალებები. ნუ დაზოგავთ ფულს ხარისხიან შამპუნებზე, კონდიციონერებსა და ნიღბებზე. ხშირად, ბიუჯეტური საშუალებების გამოყენების შემდეგ თმა დასაბანს გავს გაშრობისთანავე. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თმის პროფესიონალური კოსმეტიკური საშუალებების შეძენით, თქვენი ცხოვრება დაიყოფა „მანამდე“ და „შემდეგ“ ეტაპებად: თმის ყოველდღიური დაბანის საჭიროება გაქრება და მისი ხარისხი ბევრად უკეთესი გახდება. არ დაივიწყოთ პილინგი ან სკალპის სკრაბი. ის აქერცლავს მკვდარ უჯრედებს და მნიშვნელოვნად დააჩქარებს თმის ცვენის აღმოფხვრის პროცესს. მაგრამ გამათბობელი ნიღბების გამოყენებისას, რომლებიც მყისიერ ეფექტს „გპირდებათ“, ფრთხილად უნდა იყოთ. არასწორად გამოყენების შემთხვევაში ასეთმა ნიღაბმა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა და გააუარესოს სიტუაცია.

არ გამოიყენოთ სავარცხელი აბაზანიდან გამოსვლისთანავე. თმის დაბანის შემდეგ მისი ფორები კვლავ ღია რჩება და თმის ვარცხნის დაწყებისას, სავარცხლის კბილები წყვეტს ღეროებს. თმა სწრაფად განიცდის დეფორმაციას: ჩნდება გაყოფილი ბოლოები და ბუნებრივი მბზინვარება ქრება.

რეგულარულად გამოიყენეთ დაცვა. სანამ თმის დავარცხნას დაიწყებთ წაისვით თერმოდამცავი საშუალება. ის ეკვრის თმას, ამცირებს მათზე ცხელი ჰაერის ზემოქმედებას, არბილებს კუტიკულას და ხელს უშლის ტენიანობის აორთქლებას. მრავალი სპრეი შეიცავს დამატებით მოვლის კომპონენტებს (პანთენოლს, პროტეინებს, ვიტამინურ კომპლექსებს), რაც ხელს უწყობს თმის კვებას და აღდგენას.

ჯანსაღი ცხოვრების წესი. არ დაგავიწყდეთ, რომ სრულფასოვანი ძილი, რეგულარული ვარჯიში და დაბალანსებული კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის მდგომარეობაზე. მაგალითად, ჯანსაღი თმის ზრდის მთავარი წინაპირობა არის საკმარისი ცილის მიღება და წყლის ბალანსის დაცვა. ვინაიდან თმა 10%-ით სითხისგან შედგება, მას სჭირდება მუდმივი დატენიანება.

ვიტამინური კომპლექსები. ვიტამინები დიდ როლს ასრულებს თმის ცვენის წინააღმდეგ ბრძოლაში. ადამიანების უმეტესობას აწუხებს D ვიტამინის ნაკლებობა, რომელიც ინარჩუნებს თმას ჯანსაღ მდგომარეობაში და ეხმარება დარჩეს აქტიური ზრდის ფაზაში. ბევრ ადამიანს აღენიშნება B12 ვიტამინის დეფიციტი. ის მხოლოდ ცხოველურ ცილებში გვხვდება და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის უბრალოდ აუცილებელია თქვენი თმისთვის, თუ ის ალოპეციის ზღვარზეა. თუმცა, „თერაპიის“ დაწყება აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ საჭირო დოზა.

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი არ დაგეხმარათ თმის ცვენის შეჩერებაში, გირჩევთ დაუყოვნებლივ მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს. თმის სპექტრული ანალიზის შემდეგ ის განსაზღვრავს ორგანიზმში გარკვეული მიკროელემენტების დეფიციტს ან სიჭარბეს და დაარეგულირებს მათ ბალანსს სპეციალური მედიკამენტებისა და პროცედურების დახმარებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს