ონკოლოგი მაქსიმ ასტრახანცევი: სხეულზე მრავალრიცხოვანი ხალები შეიძლება მიუთითებდეს კანის კიბოს გაზრდილ რისკზე.
ონკოლოგი ასტრახანცევი ამბობს, რომ დიდი რაოდენობით ხალების მქონე ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარი კანის დაცვაზე. ექიმის თქმით, ხალების გარკვეული რაოდენობა ნიშნავს მელანომისადმი მიდრეკილებას. თუ ისინი 50-ზე მეტია, მაშინ ადამიანი რისკის ქვეშ იმყოფება.
„კვლევამ აჩვენა, რომ 50-ზე მეტი ხალის მქონე ადამიანებს აქვთ მელანომის, კანის კიბოს აგრესიული ტიპის განვითარების რისკი. მათ უფრო ფრთხილად უნდა დაიცვან კანი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან“, – ამბობს ასტრახანცევი.
სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ზაფხულის არდადეგებზე ან ცხელ ქვეყნებში მოგზაურობისას აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენება: მათზე უნდა იყოს მითითებული SPF-50. თუ სანაპიროზე ისვენებთ, მაშინ უმჯობესია სანაპიროზე გასვლა იმ საათებში, როდესაც მზე ძლიერი არ არის – ეს არის დილით ადრე – 10 საათამდე ან საღამოს – 17 საათის შემდეგ.
ასტრახანცევმა დასძინა, რომ მზის სხივები კანზე ზამთარშიც მოქმედებს. გარდა ამისა, ულტრაიისფერ გამოსხივებას აქვს თოვლიდან არეკვლის თვისება. მზიან დღეს, ზამთრის თოვლიან გარემოში, კანი შეიძლება იყოს მზის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ.
ექიმმა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მზის შუქი გარკვეული რაოდენობით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავებაში, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ძვლების მდგომარეობისა და იმუნიტეტისთვის. თუ მზისგან დაცვას გადააჭარბებთ, მაშინ შეიძლება მისი დეფიციტით დაზარალდეთ.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.