მჯეროდა, რომ ქორწინებისთვის სწორი მამაკაცი ავირჩიე, მაგრამ ჩემი ქმარი ორმოცდაათი წლისაა და შვილს ითხოვს

2993

ექვსი თვის წინ გავთხოვდი. მე 34 წლის ვარ, ჩემი ქმარი 50-ის. ჰყავს ორი ზრდასრული შვილი, მე მყავს 14 წლის ქალიშვილი. ახლა ის დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩვენი საერთო შვილი გავაჩინო. უბრალოდ შემაწუხა ამ საკითხით. იძულებული ვარ დავმალო, რომ კონტრაცეპტივებს ვიყენებ. ის ნამდვილი მამაკაცია: კარგი შემოსავალი აქვს, სრულად უზრუნველყოფს ოჯახს. მეც ვუმუშაობ, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა მთლიანად მასზე ვიყო დამოკიდებული.

ჩემი ერთი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და მშვენივრად მესმის, რომ ეს შეიძლება განმეორდეს და მე უნდა შევძლო საკუთარი თავის დამოუკიდებლად რჩენა. ახლა სამსახურში წინსვლის დიდი გეგმები მაქვს, გაჩნდა დაწინაურების კარგი პერსპექტივები, ვაპირებ მაგისტრატურაზე ჩაბარებას, მინდა სერიოზულად მივუდგე ჩემს კარიერას.

ადრე განვიხილეთ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხი. ჰიპოთეტურად, იმ მომენტში წინააღმდეგი არ ვიყავი, მაგრამ ჩვენ ჯერ ძალიან ცოტა ხანია, რაც ერთად ვცხოვრობთ. მეეჭვება, სწორი იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება და ასევე არ მგონია, რომ მას აქვს უფლება ამ საკითხში ჩემზე ზეწოლა მოახდინოს.

ჩემს ქმარს ყოველთვის ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა, მან ბევრი ფული მოახმარა შვილებს: სწავლის ფულს იხდიდა, მათი ყველა სახის ძვირადღირებული ჰობის, მოდური სამოსის საფასურს. ფინანსურად ახლაც ეხმარება, თუმცა ისინი უკვე ზრდასრული ადამიანები არიან. მათ ძირითადად მისი ცოლი ზრდიდა დედის დახმარებით. მისი გაგებით მატერიალურად მხოლოდ მამაკაცმა უნდა უზრუნველყოს. მის მუღლეს ნამდვილად არ უფიქრია კარიერზე, ის მთელი ცხოვრება შვილების ინტერესებით ცხოვრობდა, ქმარი კი – მხოლოდ ფულს აძლევდა. მეშინია, რომ მისი ბედი არ გავიმეორო.

მთელი ცხოვრება სიყვარულს ველოდებოდი და უკვე სასოწარკვეთილი ვიყავი, ამიტომ გავყევი ცოლად მამაკაცს, რომელიც სწორედ ამ სიყვარულზე მესაუბრებოდა. გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ. ვერაფერს ვიზამ: 20 წლის ასაკშიც ასე ვიყავი და ახლაც ასე ვარ. რატომღაც ჩემი თანატოლები ვერ ამბობენ – მე შენ მიყვარხარ, მე კი ამის გარეშე საწოლშიც კი ვერ ჩავწვები, რომ აღარაფერი ვთქვათ გათხოვებაზე.

გათხოვებამდე ჩემი ასაკის მამაკაცს ვხვდებოდი. სამი წელი სამსახურში მეფლირტავებოდა, სერიოზული არაფერი შემოუთავაზებია, მე კი ღამეებს ტირილში ვატარებდი, რადგან ძალიან მომწონდა, შეყვარებული ვიყავი. შემდეგ კი „დავივიწყე“ და ცოლად ახლანდელ ქმარს გავყევი. უნდა აირჩიო ადამიანი, რომელიც ნამდვილად მზად არის საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

ვერ ვიტყვი, რომ ანგარებით გავთხოვდი, რადგან პირველ ადგილზე მაინც გრძნობები იყო. მე ის შემიყვარდა. ის ერთადერთი იყო, ვინც სამსახურში დამიცვა, როცა ჩემი გათავისუფლება უნდოდათ, ნამდვილი მამაკაცივით მოიქცა და ჩემი გულისთვის ყველას წინააღმდეგ წავიდა. მთელი ამბავი იყო. ბუნებრივია, გაოცებული ვიყავი. თუმცა, ერთად ცხოვრების პროცესში მან ახალი მხარეები გამოაჩინა და, სამწუხაროდ, ზოგჯერ არა პოზიტიური. ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ბედნიერი ვარ ამ ქორწინებაში, მაგრამ დადებითიც ბევრია.

შვილების გაჩენის საკითხში ჩემი ქმარი კატეგორიული აღმოჩნდა. გუშინ ჩხუბი ატეხა: „თანამედროვე ქალები სრულიად „ხელიდან წასულები არიან“ და არ სურთ შვილის გაჩენა, ერთადერთი, რაც მათ ევალებათ. ვის სჭირდება ჩემი სამსახური და განათლება, თუ არ შევასრულებ ჩემს მთავარ ფუნქციას – შთამომავლობის გაგრძელებას. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ერთის მხრივ, შვილი მინდა, მაგრამ მესმის, რომ მაშინ ჩემი ცხოვრება საბოლოოდ დასრულდება. ჩემი ქალიშვილი გავზარდე, მსურდა ტაიმ-აუტი ამეღო ბავშვის საკითხისგან, მით უმეტეს, რომ ჩემს ქმარს უკვე ჰყავს ორი შვილი, მაგრამ არ გამოდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს