„ჩვენი ბინის არც ერთ კვადრატულ მეტრს არავის არ დავუთმობ!“ ოჯახური ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლო. ზოგჯერ, მომავალ ქმართანაც კი

716

ირინა ქალთა კონსულტაციიდან გამოვიდა და მაშინვე დაურეკა ვალერის.

-მე გავთავისუფლდი. დიახ, ყველაფერი კარგადაა. არა, სამსახურში და მერე სახლში. ფული მხოლოდ შენ არ გჭირდება. დიახ, საღამოს შევხვდებით. მიყვარხარ! გკოცნი!

სახლში, ირინა თავისი მეორე საყვარელი საქმიანობით იყო დაკავებული – საკუთარ თავზე და მუცელში მყოფ ბავშვზე ზრუნვის შემდეგ – ბინას ეძებდა.

ეს უნდა გამხდარიყო არა მხოლოდ მათი პირველი ნამდვილი სახლი (ირინას ნათესავის ამჟამინდელი ბინა არ ითვლებოდა), არამედ მათი შვილის სახლიც.

ვალერი იგვიანებდა და მესიჯებს არ პასუხობდა. როდესაც ირინამ ნერვიულობა დაიწყო, შესასვლელი კარი გაიღო და ის გამოჩნდა ზღურბლზე, ვინც უნდა გამოჩენილიყო.

-რატომ დაგაგვიანდა?

-ბავშვების სანახავად ვიყავი. ავად არიან.

ირინამ იმედგაცრუებულმა ტუჩი მოიკვნიტა.

-ყველაფერი რიგზეა?

– ჰო.

წინა ქორწინება და შვილები შეუძლებელია გაუქმდეს, თუმცა შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაზე მათი გავლენის მინიმუმამდე დაყვანა. ირინამ ეს ზუსტად იცოდა.

-ვახშამი გაათბე. მე წამოვწვები. მერე მოდი და ბინის ვარიანტები განვიხილოთ.

ორიოდე საათის შემდეგ მომავალი მშობლები სანახავ ბინას არჩევდნენ.

-ეს სახლი ცუდი არ არის. იქ მეგობრებთან ერთად ვყოფილვარ, მაგრამ დიდი ხნის წინ. ეზოში ლამაზი საბავშვო მოედანია. ბაღი სამას მეტრშია. მაღაზიები ცოტა იყო, მაგრამ თითქოს მოემატა.

-ჩემი სამსახურიდან შორია?

-რა თქმა უნდა, იმაზე დიდი დრო დაგჭირდება, ვიდრე ახლა, სამაგიეროდ ჰაერი სუფთაა. საბავშვო ბაღებსა და სათამაშო მოედნებზე ბევრი ბავშვი არ არის.

-შენთვის კარგია, დეკრეტულ შვებულებაში იქნები”, – ჩაილაპარაკა ვალერიმ.

-კარგი, ნუ იბუტები.

-არა, ყველაფერი კარგადაა.

მაგრამ ირინას თვალი გაწვრთნილი ჰქონდა. უკვე მესამე წელი იყო, რაც ერთად ცხოვრობდნენ.

-მაშინ, რა ხდება? საკუთარ თავს არ გავხარ.

-ნათია, ხომ იცი…

ირინა ისევ შეჭმუხნა. რა უნდა პირველ ცოლს 5 წლის წინ განქორწინების შემდეგ?

-მოკლედ, უნდა, რომ შვილებისთვის წილები გამოვყო იმ ბინაში, რომელსაც ვიყიდით.

ირინა ელოდა. მან იცოდა, რომ გაგრძელება იქნებოდა და არც შემცდარა.

-ეს სამართლიანი იქნება. ისინი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. ჩემი ½ წილი უფროსს დავუთმე. ახლა პატარაზე უნდა ვიზრუნოთ.

ირინა გაჭირვებით ჩამოჯდა დივანზე.

-ბავშვებზე ისედაც ზრუნავ. ალიმენტს იხდი. ყოველ მეორე უქმეებზე სტუმრობ. იქნებ დროა, რომ დედამ იზრუნოს ქალიშვილის საცხოვრებელზე?

ვალერიმ ამოისუნთქა:

-ის ზრუნავს, მაგრამ მე მასზე ბევრად მეტს გამოვიმუშავებ.

-და იხდი ალიმენტს.

-რაც არანაირად არ გამორიცხავს ბავშვების საბინაო საკითხზე ზრუნვას.

ირინა ფეხზე წამოდგა და ოთახში დაიწყო სიარული. ნაწილობრივ იმიტომ, რომ წოლით დაიღალა. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მან დაიწყო ნერვიულობა.

-ვალერი, ჩვენ ბინას ვყიდულობთ, როგორც ორი მოქალაქე, რომელიც ქორწინებით არ არის დაკავშირებული. გახსოვს, რამხელა ძალისხმევა დამჭირდა, რომ მეპოვა ბანკი და მენეჯერი, ამ ყველაფრის შესათანხმებლად?

მამაკაცმა თავი დაუქნია.

-ჩვენ ჩვენი ფული გვაქვს. ჩვენ ვირჩევთ ბინას, ვაბანდებთ მთელ ფულს – ყოველ შემთხვევაში, მე. და ბინას ვყიდულობთ იპოთეკით. ვიმედოვნებთ, რომ იპოთეკას ქორწინებაში გადავიხდით. ახლა მითხარი, რა შუაშია აქ შენი ქალიშვილი, რომელიც პირველი ქორწინებიდან გყავს?

ვალერი ირინას მიუახლოვდა და ქალს თვალებში ჩახედა.

-მაგრამ, ისიც ჩემი ცხოვრების ნაწილია და მე უნდა ვიზრუნო მასზე!

არც ირინა აშორებდა თვალს. მისი ხმა ეკლიანი გახდა:

-არ მაქვს მიზეზი, რომ ფული შენი ყოფილი ოჯახისთვის დავხარჯო.

-შენ გინდა, რომ დავივიწყო ჩემი შვილები, რომლებიც წინა ქორწინებიდან მყავს?

-მე მინდა, რომ გაიგო: შენ გყავარ მე და შენი შვილი. ეს არის შენი ოჯახი. როგორც დედა, არ მოგცემ უფლებას, რომ ჩვენი შვილის ინტერესები სხვა შვილების ინტერესებზე დაბლა დააყენო.

-რას მთავაზობ?

-იპოთეკის გადახდის შემდეგ შენს წილს ჩვენს შვილს დაუთმობ! ცოლად არ გამოგყვები სანამ ეს არ მოხდება. ან ვშორდებით და ბინას მარტო ვყიდულობ. თუნდაც სტუდიო იყოს.

-რა?

-რაც გაიგე. წილს ჩვენს შვილს, რომ დაუთმობ, ამის შემდეგ დავქორწინდებით. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ თუ მოკვდები, ჩვენს ბინას თავს არ დაესხმებიან!

-ოჰო, რა შორს იყურები!

ირინამ ვერ შეამჩნია სარკაზმი მამაკაცის ხმაში:

-ვალერი, მე სერიოზულად ვამბობ. ჩვენი ბინის ერთ კვადრატულ მეტრსაც არ დავუთმობ არავის. არც ახლა, სანამ ცოცხალი ხარ და არც მაშინ, როცა მოკვდები. თუ არ გაწყობს, მაშინ არც დავიწყოთ.

ვალერიმ თავისი წილი ქალიშვილს იპოთეკის დაფარვისთანავე გადასცა.

მხოლოდ ამის შემდეგ დაქორწინდნენ მისი მშობლები და უკვე ხუთი წელია ერთად ცხოვრობენ.

ირინა მიხვდა, რომ რისკავდა, მაგრამ მას არჩევანი არ ჰქონდა. მან გაიმარჯვა, გამარჯვებულებს კი არ განსჯიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს