შვრიის ფაფა დღის ოპტიმალურ დასაწყისად ითვლება. ის ანაყრებს, მდიდარია საკვები ნივთიერებებითა და უჯრედისით და ებრძვის საკვებისადმი ლტოლვას. მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ყოველთვის შვრიის ფაფა მოამზადოთ. არსებობს ხუთი ალტერნატივა, რომელიც უფრო სასარგებლოც კი არის.
ფაფა იდეალური საუზმეა, განსაკუთრებით ცივ და ნოტიო დღეებში. ის ორგანიზმს ათბობს, დიდხანს უნარჩუნებს დანაყრების შეგრძნებას და უზრუნველყოფს მას მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით.
თუ შვრიის ფაფა ზედმეტად ერთფეროვანი გეჩვენებათ, დროა სცადოთ გემრიელი, ჯანსაღი ალტერნატივები, რომელთაგან ზოგიერთი არ შეიცავს გლუტენს.
შვრიის ფაფის ოთხი ალტერნატივა
„დილის ფაფის საუზმედ გამოყენება, ალბათ ყველაზე ცნობილი მეთოდია, მაგრამ არა ერთადერთი. სხვა მარცვლეული და ბურღულეულიც ასევე იდეალურია – დადებითი გვერდითი ეფექტებით”, – ამბობს დიეტოლოგი ვასილისა პონომარევა.
1.გლუტენის გარეშე: ბრინჯის ფანტელი
წვრილ ფანტელს გადამწყვეტი უპირატესობა აქვს სხვა მარცვლეულთან შედარებით ალერგიის მქონე ადამიანებისთვის: ის არ შეიცავს გლუტენს. რთული ნახშირწყლების წყალობით კი, დიდი ხნით ანაყრებს ორგანიზმს და ებრძვის შიმშილის გრძნობას.
„ბრინჯის ფანტელი შესანიშნავია ახალ ხილთან ან სხვა გემრიელ შიგთავსთან ერთად“.
100 გრამი ბრინჯის ფანტელი შეიცავს: 345 კკალ-ს, 7,2 გ ცილას, 74,1 გ ნახშირწყლებს, 2,2 გ ცხიმს.
2. სუპერ პროუქტი: ქინოა
შვრიის შემცვლელი სამხრეთ ამერიკიდანაა და ინკების რაციონის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა, განსაკუთრებით, როგორც ბრინჯის ალტერნატივა.
ქინოა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ვარიანტში: შავი, წითელი, ნაცრისფერი, ვარდისფერი, იისფერი, ყვითელი და მწვანე. ძირითადად ცნობილია: თეთრი, შავი და წითელი ქინოა.
თეთრ ქინოას მარცვლებს ნაზი გემო აქვს, ამიტომ ისინი შესაფერისია როგორც ტკბილი, ასევე მლაშე კერძებისთვის – მათ შორის იდეალურია ფაფებისთვის. თუ სწრაფად მომზადება გსურთ: გამოიყენეთ ჰაეროვანი ქინოა.
„რკინის მაღალი შემცველობის გამო ქინოა საკვები ნივთიერებების იდეალურ წყაროს წარმოადგენს ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის“.
100 გრამი ქინოა შეიცავს: 369 კკალ-ს, 12,2 გ ცილას, 62,4 გ ნახშირწყლებს, 5,9 გ ცხიმს.
3. სასარგებლო შემცვლელი: ფეტვის ფანტელები
ფეტვი მიეკუთვნება ტკბილი ბალახების გვარს – ერთ-ერთი უძველესი მარცვლეულია მსოფლიოში.
ფტორით, გოგირდით, ფოსფორით, მაგნიუმით და კალიუმით მდიდარი ფეტვი არის უნივერსალური პროდუქტი და შვრიის ფანტელის შესანიშნავი შემცვლელი.
”სხვა მარცვლეულთან შედარებით, ფეტვი შეიცავს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სილიციუმს, რომელსაც აქვს სამშენებლო და დამხმარე ფუნქცია და ამით შეუძლია გააძლიეროს შემაერთებელი ქსოვილი“.
გარდა ამისა, ფეტვის ფანტელი მდიდარია რკინით, ცილებით, C, E ვიტამინებით და B ჯგუფის სხვადასხვა ვიტამინებით. პლუს: ის არ შეიცავს გლუტენს.
100 გრამი ფეტვის ფანტელი შეიცავს: 353 კკალ-ს, 9,8 გ ცილას, 68,8 გ ნახშირწყლებს, 3,9 გ ცხიმს.
4. მდიდარია ცილებით
„იქნება ეს ცომეული, ჩაი, ლუდი ან თუნდაც საკონდიტრო ნაწარმი, კანაფი ახლა ბევრ საკვებ პროდუქტში გვხვდება. ამიტომ დროა განიხილოთ ის, როგორც შვრიის ფაფის შემცვლელი თქვენი დილის ფაფისთვის“.
მისი თესლი შეიცავს ძვირფას ცილებს. მათ აქვთ ცილის ძალიან მაღალი შემცველობა – 25 პროცენტამდე. კანაფის თესლი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს. ისინი მნიშვნელოვანია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის.
გარდა ამისა, კანაფის თესლი სავსეა მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას.
100 გრამი შეიცავს: 456 კკალ-ს, 21 გრ ცილას, 7,4 გ ნახშირწყლებს, 31,6 გ ცხიმს.
„მაშ ასე, ბრინჯის ფანტელი განსაკუთრებით მდიდარია რთული ნახშირწყლებით, კანაფის თესლი შეიცავს უამრავ ჯანსაღ ცხიმს, ფეტვი მდიდარია ვიტამინებით, ქინოა კი, უზრუნველყოფს თქვენი ყოველდღიური რკინის მოთხოვნილების 50 პროცენტს“, – აჯამებს პონომარევა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.