„ჩემი ბრალი არ არის! ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ასე!” ქორწილის წინ პატარძლის მშობლების საჩუქარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა

1763

-გესმის, ეს რას ნიშნავს? გესმის?

სერგი ფაქტიურად დარბოდა ბინაში და ამ სიტყვებს ყვიროდა.

ასეთი რეაქციით გაოცებული ია კი კარებში იდგა და დუმდა.

-გესმის, ეს რს ნიშნავს? გამოდის, რომ შენი მშობლები მე არ მენდობიან?

-ეს საიდან მოიტანე?

-იმიტომ, რომ ბინა შენს სახელზე დაარეგისტრირეს. მხოლოდ შენს სახელზე!

-კი მაგრამ… ეს საჩუქარია!

-საჩუქარი ჩვენი ქორწილისთვის! და, სხვათა შორის, ამ ქორწილში საქმრო მე ვარ!

-მე რა შუაში ვარ? ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ჩემს სახელზე დარეგისტრირება. თავად იყიდეს და თავად გადაწყვიტეს. ჩემზე რატომ იყრი ჯავრს?

სერგი არ ცხრებოდა:

-შენ გესმის, როგორ ვიგრძნობ თავს ამ ბინაში? როგორც სტუმარი. და არა როგორც ქმარი. როგორ გავაკეთო იქ რემონტი ან ვიყიდო ავეჯი, როდესაც ვიცი, რომ ბინაში წილი არ მაქვს?

-რა რემონტი, სერგი? ბინა გარემონტებულია. ავეჯს და სხვა ნივთებს ჩვენთვის ვყიდულობთ და არა ბინისთვის.

-ამას მნიშვნელობა არ აქვს! მნიშვნელოვანია ის, რომ მე ვერ შევძლებ შენს ბინაში ცხოვრებას!

-რას ამბობ? რა მნიშვნელობა აქვს ბინა ვისია? ჩვენ შევძლებთ ქირის ფულის დაზოგვას და უფრო სწრაფად შევძლებთ ფულის მოგროვებას საკუთარი სახლისთვის. ეს ხომ კარგია!

-კარგი, მორჩა. არაფრის მოსმენა აღარ მინდა. მე უკვე გადავწყვიტე: ქორწილი არ იქნება! მორჩა!

ია ატირდა:

-კი მაგრამ ქორწილი ერთ თვეშია. ყველაფერი შეკვეთილია და გადახდილი! ჩემი კაბა 10 დღეში იქნება მზად!

-სანამ ამ ოჯახში არ მენდობიან, მე არ ვარ მზად, რომ მისი ნაწილი გავხდე! წერტილი!

ია მშობლებთან წავიდა. მშობლებმა გადაწყვიტეს არ ჩარეულიყვნენ სიტუაციაში:

-ისედაც საკმარისად ჩავერიეთ, საკუთარი სურვილის გარეშე… შენ თვითონ გადაწყვიტე, შვილო.

თავად იას კარგად ესმოდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო გადაეწყვიტა, რა გაეკეთებინა. ერთი კვირის განმავლობაში მას სერგისთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია.

თუმცა, მანაც მხოლოდ მე-5 დღეს დარეკა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ია ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, რა გაეკეთებინა… და საერთოდ, რა სურდა მას მთელ ამ სიტუაციაში?

როდესაც ის თავისი ნივთებით დაბრუნდა ნაქირავებ ბინაში, სერგი ძლიერად ჩაეხუტა და დაჰპირდა, რომ არასოდეს გაუშვებდა.

საცოლემ კი გამოაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ქორწილი არ იქნებოდა, ორივე უნდა დაფიქრდეს.

სერგი დათანხმდა და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ სერგიმ მოულოდნელად შესთავაზა:

-მისმინე, რას ვაკეთებთ ამ ბინაში? შენ ბინა გაქვს და უფრო გონივრული იქნებოდა, თუ იმ ბინაში ვიცხოვრებდით. ქირის ფულსაც დავზოგავდით და ბინასაც მოვაწყობდით ქორწილამდე. მაგრამ ია წინააღმდეგი იყო:

-არა, ხომ გითხარი, შენ მართალი იყავი. იმაშიც, რომ ჯერ ადრეა ჩვენთვის დაქორწინება და ასევე იმაშიც, რომ ბინაში, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის, შენ თავს არაკომფორტულად იგრძნობ. ასე რომ, ჯერ-ჯერობით აქ ვიცხოვრებთ.

-გასაგებია, მაგრამ მე ასე აღარ ვფიქრობ. ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ შენს სახლში. მე არავითარი დისკომფორტი არ მექნება.

-არ შემიძლია, სერგი. მე ხომ იმ ბინას ვაქირავებ, ფულს კი ჩემს მშობლებს ვაძლევ. მიუხედავად იმისა, რომ ბინა მაჩუქეს, შენ ხომ იცი, რომ ისინი მდიდრები არ არიან. ამიტომ ბინის ღირებულებას ნელ-ნელა ვუბრუნებ.

სერგი გაკვირვებული და ცოტათი აღშფოთებულიც კი იყო:

-მშობლებს ფულს აძლევ, რათა მათ საჩუქრის ფული დაუბრუნო? ეს ალოგიკურია.

-ასეა, – თავი დაუქნია იამ. ასეთ საჩუქარს, ასე უბრალოდ ვერ მივიღებ. ასე რომ, ბინის ფულს ნელ-ნელა მივცემ. 10 წელიწადში დავუბრუნებ.

-ანუ, ჩვენ კიდევ 10 წელი ვერ ვიცხოვრებთ შენს ბინაში? – მამაკაცი თითქოს საკუთარ სიტყვებს ვერ უჯერებდა.

-კი, მაგრამ… ეს ხომ უმნიშვნელოა? Ჩვენ ხომ გვიყვარს ერთმანეთი. აი, დავქორწინდებით და დავიწყებთ ფულის შეგროვებას საკუთარი სახლისთვის. რა თქმა უნდა, რთული იქნება ნაქირავებ სახლში ცხოვრება და პირველადი შენატანის თანხის მოგროვება, მაგრამ, რას ვიზამთ, უნდა გავიჭირვოთ. მართალი არ ვარ?

ამ საუბრიდან ერთი კვირის შემდეგ სერგი იას დაშორდა.

ორი დღის შემდეგ ია თავის ბინაში გადავიდა, რომელიც არასოდეს ყოფილა გაქირავებული.

ახლა მან იცოდა, რომ სერგისთან ქორწინება დიდი შეცდომა იქნებოდა, მაგრამ მომავალში ის უფრო ყურადღებიანი იქნება.

მითუმეტეს, რომ ბინაც აქვს და საკმარისზე მეტი გამჭრიახობაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს