შეინარჩუნეთ ძლიერი და ჯანმრთელი ძვლები მოწიფულ ასაკში ამ 4 რჩევით

854

ძლიერი ძვლები არის ის, რაც საშუალებას გაძლევთ იდგეთ ფეხზე და იდგეთ სწორად. კუნთებთან ერთად, ძვლებიც უწყობს ხელს მოძრაობის თავისუფლებას. ჯანსაღი ძვლები იცავს სასიცოცხლო ორგანოებს და წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი მინერალების საწყობს, როგორიცაა კალციუმი და მაგნიუმი.

თქვენი ასაკის მიუხედავად, მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ძლიერი, ჯანსაღი ძვლები მობილობის შესანარჩუნებლად და მოტეხილობების რისკის შესამცირებლად. ასაკთან ერთად, თქვენი ძვლები ბუნებრივად სუსტდება ტესტოსტერონის დაკარგვის შედეგად, თუ მამაკაცი ხართ, ან ესტროგენის დაკარგვის შედეგად, თუ ქალი ხართ. ამ ჰორმონების დონის შემცირება იწვევს ძვლის სიმკვრივის დაკარგვას, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს.

“გარდა ასაკით გამოწვეული ჰორმონალური ცვლილებებისა, ძვლის სიმკვრივის დაკარგვა გამოწვეულია სხვა ფაქტორებითაც, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, არასწორი კვება და საკვები ნივთიერებების დეფიციტი”, – ამბობს ზოგადი პრაქტიკის ექიმი იური ზავიალოვი.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძვლოვანი მასის დაკარგვა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, შესაძლოა თავიდან იქნას აცილებული ჯანსაღი ცხოვრების წესით.

დაიცავით მკვებავი, კარგად დაბალანსებული დიეტა

“შეგიძლიათ მარტივად შეინარჩუნოთ ჯანსაღი ძვლები დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის და სრულფასოვანი უცხიმო ცილების მირთმევით“.

ივარჯიშეთ რეგულარულად

ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნება – რეგულარული ვარჯიშის ერთ-ერთი უპირატესობაა. ვარჯიში ისეთივე გავლენას ახდენს ძვლებზე, როგორსაც კუნთებზე, ანუ აძლიერებს მათ.

„იმის გამო, რომ ძვალი ასევე ცოცხალი ქსოვილია, მას აქვს უნარი რეაგირება მოახდინოს გარე ძალებზე და მოერგოს გარე ზეწოლას. ასე რომ, როდესაც რეგულარულად ვარჯიშობთ, თქვენი ძვლები პასუხობენ უფრო მეტი ძვლის შექმნით, რათა უკეთ შეძლონ თქვენი სხეულის მხარდაჭერა ფიზიკური აქტივობის დროს. შედეგად ისინი უფრო მკვრივი და ძლიერი ხდება“.

ვარჯიშის კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ ის აუმჯობესებს წონასწორობას და კოორდინაციას და აძლიერებს კუნთებს, რაც ხანდაზმულებს სჭირდებათ.

საკმარისი ძილი

ორგანიზმში ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი ძილის დროს ხდება. მაგალითად, ძილის დროს ხდება ძვლის რემოდელირება, პროცესი, რომლის დროსაც ძველი ძვლოვანი ქსოვილი ახლად წარმოქმნილით იცვლება. ამიტომ საკმარისი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. ძილის ნაკლებობამ ან ძილის დარღვევამ შეიძლება ხელი შეუშალოს ამ მნიშვნელოვან პროცესს, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ძვლების დასუსტება და მოტეხილობების გაზრდილი რისკი.

“მოზარდებისთვის ძილის რეკომენდირებული ნორმაა – შვიდიდან რვა საათამდე ყოველ ღამე. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა ძილი შეიძლება საზიანო იყოს ძვლების ჯანმრთელობისთვის“.

შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა

ჭარბი წონა ან სიმსუქნე იწვევს დამატებით დატვირთვას თქვენს ძვლებსა და სახსრებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და ანთება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სიმსუქნემ შეიძლება გაზარდოს ოსტეოართრიტის რისკი მუხლებსა და ხელებში. მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოართრიტი სახსრების დაავადებაა, მძიმე შემთხვევებში აღმოჩნდა, რომ ის აჩქარებს ძვლოვანი მასის დაკარგვას და იწვევს ოსტეოპოროზს.

“ძლიერი, ჯანსაღი ძვლებისა და სახსრების შესანარჩუნებლად, შეეცადეთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა“.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს