ბევრისთვის სიტყვა „დრეს-კოდი“ ასოცირდება მკაცრ ქალბატონებთან ქუდით, ხელთათმანებითა და ღილებით „კისრამდე“ შეკრული ბლუზებით. მაგრამ ეს საერთოდ არ არის ასე! ყველასთვის კარგად ცნობილი წესები გვჭირდება იმისთვის, რათა გარკვეულ ვითარებაში ტანსაცმელი სწორად და რაც შეიძლება სათანადოდ შევუთავსოთ ერთმანეთს. ამავდროულად, ეტიკეტის კრიტერიუმებისთვის უცხო არ არის ახალი მოდის ტენდენციები ან ცვლილებები საზოგადოების ცნობიერებაში.
ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რა აკრძალვებია ჯერ კიდევ აქტუალური ჩვენს ძალიან თავისუფალ დროში. სტილისტმა, რომელსაც ეტიკეტისა და კომუნიკაციის სკოლა აქვს დამთავრებული, ისაუბრა, თუ რომელი ერთი შეხედვით მოძველებული მოთხოვნები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. ასევე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თქვენი გარდერობის ნივთების უნივერსალურად შერჩევისთვის.
როგორ შევათავსოთ ტანსაცმელი: 9 ძირითადი რჩევა
წაიკითხეთ შემდეგი ინსტრუქციები და დაიმახსოვრეთ ეს წესები, რათა გარდერობის არჩევასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ წარმოიშვას.
1.პიჯაკის შუა ღილაკი ყოველთვის უნდა იყოს შეკრული, ზედა ღილაკი კი სურვილისებრ. ქვედა ღილის არსებობა საერთოდ დაივიწყეთ.
2.იდეალურ შემთხვევაში, ჰალსტუხის ბოლო უნდა აღწევდეს შარვლის წელის ზოლს ან ოდნავ ფარავდეს ამ ხაზს.
3. აირჩიეთ: დეკოლტე ან მინი. ორივე ერთად ერთ იმიჯში სასაცილოდ და გამომწვევად გამოიყურება.
4. ეცადეთ, რომ დაბალწელიან ჯინსსა და მოკლე ზედას შორის არ ჩანდეს შიშველი კანი. საჭიროების შემთხვევაში, ჩაიცვით სადა ზედა.
5. ნუ გადააჭარბებთ ფერებს და პრინტებს. დასაშვებია სხვადასხვა ზომის და ერთი დიზაინის პრინტების შერწყმა ან იმავე ფერის ორი სხვადასხვა პრინტის.
6. შეიძინეთ საკმარისად გრძელი წინდები. სკამზე ჯდომისას, შიშველი ფეხები არ უნდა ჩანდეს შარვლის ქვეშ.
7. საოფისე ბლუზა მხრებს უნდა ფარავდეს. თხელი თასმები ოფიციალურ პირობებში არ არის მისაღები. იგივე ეხება ბიუსტჰალტერის თასმებსაც.
8. შეუთავსეთ საყურეები სამაჯურს, გულსაკიდი ან ყელსაბამი – ბეჭედს. სამი ან მეტი აქსესუარი ერთ იმიჯში – აშკარად ზედმეტია.
9. დეკოლტეს ჭრილი საოფისე ბლუზში არ უნდა იყოს 10 სმ-ზე მეტი.
როგორც განუმეორებელმა კოკო შანელმა თქვა: „როცა კარგად ხართ ჩაცმული, სხვები ამჩნევენ თქვენს პიროვნებას, როცა ცუდად – თქვენს ჩაცმულობას“. ძნელია არ დაეთანხმო, რადგან ჩვენი გარეგნობა საზოგადოებაში ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელია. უმნიშვნელო შეცდომასაც კი შეუძლია სასტიკი ხუმრობა გაითამაშოს, განსაკუთრებით საქმიან გარემოში.