მყავს მეგობარი ქალი, რომელიც ასევე ჩემი ძმის ცოლის დაა. პირობითად დავარქვათ ეკა. მე და ეკა ასი წელია ვმეგობრობთ, სკოლიდან ბავშვებთან ერთად სხვადასხვა მიტოვებულ შენობებში დავრბოდით. ქორწილის შემდეგ ჩემი მეუღლე ისტერიკებს მართავდა ჩვენი მიმოწერის გამო და ღალატშიც კი დამადანაშაულა. არაფერი განსაკუთრებული: “მოდი შევხვდეთ და იქნებ დავლიოთ ცოტა?” „კარგი, მოდი“. „კარგი, მოგვიანებით მოგწერ“. სულ ეს არის. ცოლმა ამაში ღალატის ნიშნები დაიჭირა და ტვინს მიბურღავს.
სულ არ აინტერესებს, რომ ეკას შეყვარებული ჰყავს – მოიგონა, რომ ჩვენ რომანი გვაქვს და წერტილი. ყოველდღე მეჩხუბებოდა, რათა შემეწყვიტა მასთან ყოველგვარი ურთიერთობა. ამ ყველაფრის შესახებ გულახდილად მივწერე ჩემს მეგობარს. ეკამ მითხრა, რომ ჩემი ცოლის ესმოდა და შემომთავაზა, რომ პირადად ერთმანეთს აღარ შევხვედროდით. მან მასთან დალაპარაკებაც შემომთავაზა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ არ იყო საჭირო (ამაოდ, ამას გვიან მივხვდი).
მოგვიანებით რამდენჯერმე შევხვდით მხოლოდ მეგობრების წრეში, ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ, საერთო მეგობრები გვყავს, ჩემი მეუღლეც იყო ხოლმე დაპატიჟებული, მაგრამ ის არასოდეს დადიოდა მსგავს შეხვედრებზე. რამდენიმე თვის შემდეგ მეგობრებმა სახლი ვიქირავეთ ქალაქგარეთ და იქ შევიკრიბეთ მწვადებზე. ეს იყო მარტში, მეგობრები თავიანთ მეუღლეებთან ერთად იყვნენ. ეკა თავის შეყვარებულთან ერთად მოვიდა, მე ჩემს მეუღლესთან ერთად.
ჩემი ცოლი ცუდ ხასიათზე იყო, წასვლა უნდოდა, თქვა, რომ მისთვის უსიამოვნო იყო იქ ყოფნა, სადაც ჩემი საყვარელი იყო. ჩემი ძმის ცოლი მოგვიახლოვდა, ეკას და, და იკითხა “რაშია საქმე”? ჩემმა ცოლმა უთხრა, რომ ყველაფერი მისი დის ბრალი იყო, რომელსაც ჩემთან ჰქონდა ურთიერობა. გაოგნებული ვიყავი, გულწრფელად. ისევე, როგორც ყველა, ვინც იმ ოთახში იყო. თავად ეკა და რამდენიმე მეგობარი სახლში არ იყვნენ. დავიწყე იმის თქმა, რომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სისულელე იყო, მაგრამ მან ისტერიკები ატეხა და წავიდა, მეც გავყევი.
ორიოდე დღის შემდეგ ეკა თავის საქმროსთან ერთად მოვიდა და თქვა, რომ უნდა დავსხდეთ და მშვიდად განვიხილოთ ყველაფერი, რომ ჩვენ შორის ნამდვილად არაფერი ყოფილა. ჩემს მეუღლეს ისევ ისტერიკა დაეწყო და ეს ყველაფერი ჩვენი შვილის თვალწინ მოხდა. ის ითხოვდა, რომ ეკა ჩვენს კომპანიაში აღარ ყოფილიყო. ისინი წავიდნენ. ეკამ მხოლოდ ის თქვა, რომ ჩემი ცოლი ვერ არის კარგად. სირცხვილით, კინაღამ მიწაში ჩავედი. მეგობრებს აღარ ვხვდებოდი, ოღონდ ჩემი ცოლი დამშვიდებულიყო.
ორი კვირის წინ ეკამ ქორწილის მოსაწვევები გამოგვიგზავნა, ჩემს ცოლს სიტყვა არ უთქვამს. ერთი კვირის შემდეგ ეკამ დამირეკა და მკითხა, რა ხდებოდა – მან მიმოწერის ფოტოები გამომიგზავნა, ჩემი ცოლი მას საშინელ რაღაცებს წერდა. მე ბოდიში მოვიხადე. მან გვთხოვა, რომ მის ქორწილში არ მივსულიყავით და შავ სიაში შეგვიყვანა. მე და ჩემს მეუღლეს ამის გამო ძალიან დიდი ჩხუბი გვქონდა, მოგვიანებით კი გავიგე, რომ ჩემი ცოლი ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა ქორწილში მისვლას. მე ვუთხარი, რომ თუ მივიდოდა განქორწინებას მოვითხოვდი. საპასუხოდ მან მითხრა, რომ ჩემს შვილს ვერასდროს ვნახავდი და ის მე და ეკას მთელი ოჯახის წინაშე შეგვარცვენდა! არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ამ ქალთან მოქცევა. ის თითქოს გაგიჟდა ამ ეჭვებით.
სასაცილო ის არის, რომ არც ეკასთან და არც სხვასთან მისთვის არ მიღალატია. ეკა რომ მდომებოდა, ცოლად მას არ მოვიყვანდი. ახლა კი ჩემს ცოლს ვუყურებ და ვფიქრობ… მასზე არ უნდა დავქორწილებულიყავი. ჩემი ცოლი მეგერად გადაიქცა, სულ ჩხუბი და ჩხუბი. სახლიდან გავრბივარ, რომ დავისვენო. არავითარი ინტიმი არ არსებობს, უბრალოდ აღარ მიზიდავს. იმ შემთხვევის შემდეგ ყოველდღე განქორწინებაზე ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს განცხადებას შევიტან, არ მაინტერესებს რას იფიქრებწნ ჩემზე, ჩემს შვილს რომ ვერ ვნახავ. უბრალოდ, არ მინდა, რომ ეკას ქორწილი გავუფუჭო, ძალიან მრცხვენია მისი და მისი ოჯახის წინაზე.
მე ლამაზ, ჭკვიან ქალზე დავქორწინდი და არა იმაზე, ვინც ახლა ჩემს გვერდით არის! არ ვიცი, საიდან გაუჩნდა ეს ეჭვები. მე და ჩემი მეუღლე და ეკა არაერთხელ ვყოფილვართ ერთ კომპანიაში, ერთმანეთს ყველა ვიცნობდით. ჩემი ცოლი ხანდახან ხუმრობით ეჭვიანობდა, მე ვამბობდი, რომ უბრალოდ მეგობრები ვიყავით და სულ ეს იყო. ახლა კი ეს ფსიქოზი, არ ვიცი, რით შეიძლება ამის ახსნა.