დიეტოლოგმა გაგვიმხილა 2 მარტივი ხრიკი, რომელიც დაგვეხმარება წონის დაკლებაში

455

სინამდვილეში, საკმაოდ ჯანსაღად იკვებებით, მაგრამ აგრძელებთ ჭამას მაშინაც კი, როცა უკვე დანაყრებული ხართ? მარტივი ხრიკის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ მოატყუოთ თქვენი ტვინი, რათ ავტომატურად შეჭამოთ უფრო ნაკლები ისე, რომ ვერც კი შენიშნოთ. ვივიენის დღევანდელ სტატიაში ექიმი-დიეტოლოგი გვიამბობს, როგორ მუშაობს ეს მეთოდი.

წონის დაკლების მსურველები ხშირად ფიქრობენ მკაცრ დიეტაზე და ჭამისგან თავის შეკავებაზე, რაც მათ გუნება-განწყობას სწრაფად აქვეითებს. არსებობს მარტივი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც სასურველ წონას სწრაფად მიაღწევთ, საყვარელ საკვებზე უარის თქმის გარეშე.

ჭამა არადომინანტი ხელით – აი, რა დგას ამის უკან

უბრალოდ, საკვები მიირთვით თქვენი არადომინანტი ხელით. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეფექტურია. დიეტოლოგი განმარტავს, თუ რატომ დაგეხმარებათ მარცხენა ხელით ჭამა (ცაციებისთვის, რა თქმა უნდა, მარჯვენა ხელით ჭამა) წონის დაკლებაში და როგორ შეგიძლიათ ამ მეთოდის დანერგვა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რატომ უნდა მივირთვათ არადომინანტი ხელით, როდესაც წონის დაკლება გვინდა

როდესაც საქმე წონის დაკლებას ეხება, თქვენ უნდა დაწვათ მეტი კალორია, ვიდრე მოიხმართ. მარტივად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ბევრს უჭირს ძველი ჩვევების შეცვლა. მარტივი ხრიკის საშუალებით შესაძლებელი სასურველი წონის მიღწევა, სიამოვნებაზე უარის თქმის გარეშე.

“ერთადერთი, რის გაკეთებაც მოგიწევთ, ეს არის ჭამა თქვენი არადომინანტი ხელით. საკვები უნდა ჭამოთ მარცხენა ხელით, ხოლო ცაციებმა მარჯვენათი”, – ამბობს დიეტოლოგი ვასილისა პონომარევა.

მარცხენა ხელით ჭამა – რამდენად სასარგებლოა წონის დაკლებისთვის?

როდესაც არადომინანტი ხელით მიირთმევთ, თქვენ ავტომატურად ჭამთ უფრო ნელა და გააზრებულად. შედეგად, თქვენ მიირთმევთ უფრო ნაკლებს, რადგან დაახლოებით 20 წუთში, გრძნობთ, რომ დანაყრებული ხართ.

ჩვეულებრივ, ამ დროისთვის უკვე მეორე პორციაზე იქნებოდით გადასული და გვიან მივხვდებოდით, რომ უკვე ძალიან ბევრი მიირთვით. გააზრებული კვება ასევე ხელს უწყობს ყურადღების გამახვილებას პორციებზე და გეხმარებათ, რომ უფრო ნაკლები მიირთვათ.

„ეს ნიშნავს, რომ ჭამას უფრო მეტი დრო სჭირდება და თქვენ უფრო ყურადღებით ხართ, რადგან თქვენი მოძრაობების უკეთ კოორდინირება გჭირდებათ. საბოლოო ჯამში – თქვენ ჭამთ უფრო ნაკლებს“.

წონის დაკლების კიდევ ერთი მეთოდი ეგრეთ წოდებული სარკის მეთოდია

“კვლევების შედეგად ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს სარკეში უყურებენ ჭამის დროს, ჭამენ ნაკლებ ცხიმიან საკვებს, ვიდრე ისინი, ვინც სარკეს არ იყენებს. საკუთარი ანარეკლის დანახვა ზრდის თავდაჯერებულობას და უბიძგებს მათ უფრო ჯანსაღი საკვების არჩევისკენ”, – ამბობს პონომარევა.

ყურადღება: წონის დაკლებაში დიდ როლს თამაშობს ჯანსაღი კვება

თუ ფიქრობთ, რომ წონაში ავტომატურად დაიკლებთ მხოლოდ იმიტომ, რომ არადომინანტი ხელით შეჭამთ ან სარკის მეთოდს გამოიყენებთ, სამწუხაროდ, ცდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ხრიკები მიღებული საკვების რაოდენობის შემცირებაში დაგვეხმარება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას შევჭამთ.

“მხოლოდ ბოსტნეულით, პარკოსნებითა და მარცვლეულით მდიდარი ჯანსაღი დიეტით შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, თქვენ სწორ გზაზე ხართ“.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს