ერთ-ერთ კვლევაში, ამ ხრიკის წყალობით მონაწილეებმა უფრო სწრაფად დაიძინეს და უფრო ხანგრძლივად ეძინათ.
ექიმმა გაარკვია, თუ როგორ აუმჯობესებს წინდებით დაძინება თქვენს ძილს. ეს მომდინარეობს უამრავი კვლევიდან, რომელიც მიუთითებს საწოლში წინდების ჩაცმის უპირატესობებზე, რაც ხელს უწყობს ძილს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მარტივი ხრიკი აუმჯობესებს დაძინების უნარს და ძილის ხარისხს. რა დგას ამ ეფექტის უკან? ერთი შეხედვით, ეს თეორია გარკვეულწილად ალოგიკურად გამოიყურება.
ექიმის თქმით, საიდუმლო ფეხების დათბობაშია, რის შედეგადაც მცირდება შინაგანი ტემპერატურა.
„ფეხების დათბობა დადებითად მოქმედებს ბევრი ადამიანის ძილზე, უპირველეს ყოვლისა, სხეულის ტემპერატურის შემცირებისა და მოდუნების გამო“, – ამბობს ზოგადი პრაქტიკის ექიმი იური ზავიალოვი.
როგორც ექიმი განმარტავს, სხეულის შინაგანი ტემპერატურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულირებაში.
”როდესაც გვძინავს, ჩვენი შინაგანი ტემპერატურა ბუნებრივად ეცემა, ჩვენი ცირკადული რიტმის ჩარჩოებში”, – თქვა მან. „ეს კლება იწყება ძილის დასაწყისში და ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს დილით ადრე. სხეულის შინაგანი ტემპერატურის შემცირება ეხმარება სხეულს დაძინებაში და ამ მდგომარების შენარჩუნებაში“.
ექიმის სიტყვებს რამდენიმე კვლევა ადასტურებს. ერთ-ერთ კვლევაში ექვსი ახალგაზრდა მამაკაცი გადაანაწილეს ჯგუფებად: ერთ ჯგუფს შეადგენდნენ ისინი, ვინც წინდებით იძინებდა, მეორეს – ვინც არა.
მკვლევარებმა დააფიქსირეს რამდენიმე მაჩვენებელი, როგორიცაა ძილის ეფექტურობა, ძილის მთლიანი დრო, გაღვიძებების რაოდენობა, ჩაძინების შემდეგ გაღვიძება და გაღვიძების საშუალო ხანგრძლივობა. კითხვარს, ძილის ხარისხის შესახებ ავსებდნენ დილით, გაღვიძების შემდეგ.
შედეგებმა აჩვენა, რომ ჯგუფში, რომელშიც წინდები ეცვათ, დაძინების დრო საშუალოდ 7,5 წუთით ნაკლები იყო, ჯამური ძილის დრო 32 წუთით მეტი, გაღვიძებების რაოდენობა 7,5-ჯერ ნაკლები და ძილის ეფექტურობა – 7,6 პროცენტით მაღალი.
„გრილ გარემოში ძილის დროს ფეხების წინდებით დათბობამ დადებითად იმოქმედა ძილის ხარისხზე ჩაძინების დროის შემცირებით, ძილის დროის გაზრდით და ძილის დროს გაღვიძებების შემცირებით, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა სხეულის შინაგან ტემპერატურაზე“, – ამბობს ექიმი ზავიალოვი.
სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ფეხების დათბობა ძილის წინ 20 წუთით ადრე ამცირებს უძილობის სიმპტომებს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ უძილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს არ შეენიშნება რაიმე ცვლილება ფეხის დათბობის მეთოდების გაზრდით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ასაკმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩაძინებისას ფეხის დათბობის ეფექტურობაზე.
უძილობასთან ბრძოლის სხვა მეთოდები
ყურსასმენები დაგეხმარებათ შეამციროთ ხმაური და სხვა ყურადღების გამფანტველი ფაქტორები. გარდა ამისა, რეკომენდირებულია ვახშამი 19:00 საათამდე, რათა უკეთ დარეგულირდეს მელატონინის დონე ორგანიზმში და შენარჩუნდეს ცირკადული რიტმი.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ მიმართეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.