ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ძალიან გამხდარი და სუსტი იყო, მაგრამ ორსულობის შემდეგ ძალიან მოიმატა. ის ამ სიტუაციას არ შეურიგდა და სპორტით დაკავდა და სწორი კვება დაიწყო. 1 თვის შემდეგ შედეგი უკვე შესამჩნევი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მას სურდა.
ყველაფერი „ჩამოწეული“ ლოტების გამო, რომლესაც მუცელთან და კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობის გამო გაჩენილ ორმაგ ნიკაპთან ერთად დასუსტება არაფრის დიდებით არ სურდათ. თუ სხეულის ნაკლოვანების დაფარვა ტანსაცმლით შეგიძლიათ, სრულ სახეს, მსუქან ლოყებს და ორმაგ ნიკაპს ვერაფერს მოუხერხებთ.
სახის იოგა
სახის ოვალთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება, თუ გეცოდინებათ როგორ უნდა იმოქმედოთ. როცა ძვირადღირებული კოსმეტიკური ქირურგიის ფული არ გაქვთ, შეგიძლიათ მდგომარეობა სპეციალური მანიპულაციების საშუალებით გამოასწოროთ. ჩემი დაქალისთვის ასეთი მანიპულაციების რეცეპტი ცნობილი გახდა იოგის წყალობით, სადაც ის ჩაეწერა.
აღმოჩნდა, რომ არსებობს ე.წ. სახის იოგა. გარკვეული ვარჯიშების შესრულებით, შეგიძლიათ სახის კორექტირება, სახის ნაკვთების გარდაქმნა, კუნთების გაძლიერება და კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.
ჩემ მეგობარს ეს ვარჯიშები ძალიან დაეხმარა. ერთთვიანი ვარჯიშის შემდეგ მისი სახე თხელი და ელასტიური გახდა. ყველა ქალს შეუძლია გახდეს კირა ნაითლის ან ანჟელინა ჯოლის მსგავსი, თუ ძალისხმევას არ დაიშურებენ. უბრალოდ სახის ცხიმოვანი ფენის ქვეშ ამას ვერ ვხედავთ.
თქვენთვის 7 ეფექტური ვარჯიში შევაგროვეთ, რომელიც სახეს უფრო თხელს გახდის. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!
1.ყბის მოდუნება
ამ ვარჯიშის შესასრულებლად საჭიროა მკაფიოდ გამოთქვათ ასო „ი“ და „ო“. თითოეული 15-ჯერ დღეში 3-ჯერ, თითოეული 3 წრე. ვარჯიში თქვენს ყბას სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების საშუალებას მისცემს, რაც ლოყებში ცხიმის წვას და მოდუნებას, შემდეგ კი ყბის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ვარჯიში შეგიძლიათ სამსახურში ყოფნის დროსაც შეასრულოთ. ასე რომ არ იზარმაცოთ და ვარჯიში დღესვე დაიწყეთ.
2.თევზი
ეს ჩემი საყვარელი ვარჯიშია. თუ მას ოჯახის წევრებთან ერთად გააკეთებთ, შეგიძლიათ ბევრი გაიცინოთ და თავი კარგად იგრძნოთ. ვარჯიშის შესასრულებლად:ლოყები რაც შეიძლება შესწიეთ და ტუჩები დაბერეთ, შემდეგ ეცადეთ ასეთ მდგომარეობაში გაიღიმოთ 5 წამის განმავლობაში.
ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ, „თევზებს“ სახის კუნთები ტონუსში მოჰყავს და ცხიმს ამცირებს.
3.ლომი
ცხვირიდან შეისუნთქეთ, შემდეგ მუშტები შეკარით და სახის კუნთები დაძაბეთ. პირიდან ამოისუნთქეთ, ამასთან ენა რაც შეიძლება დიდზე გამოყავით და თვალები რაც შეიძლება ფართოდ გაახილეთ, ამასთან მუშტები გახსენით.
ამ მდგომარეობაში 10 წამი გაჩერდით, შემდეგ მოდუნდით. საუკეთესო შედეგის მისაღწევად შეგიძლიათ შეასრულოთ 3-ჯერ. „ლომი“ სახის კუნთებს ჭიმავს და დაძაბულობას ხსნის.
4.გაოცება
ეს ვარჯიში შუბლის კუნთებზე დადებითად მოქმედებს, რაც შუბლს უფრო გლუვს ხდის.
თვალები ფართოდ გაახილეთ და შეეცადეთ ამასთან შუბლი არ შეჭმუხნოთ. ასეთ მდგომარეობაში დაყოვნდით და შორს წერტილს უყურეთ. ამ მდგომარეობაში 10 წამით გაჩერდით, შემდეგ მოდუნდით. ვარჯიში 4-ჯერ გაიმეორეთ.
5.მერლინივით
ამ ვარჯიშს ერთი დიდი სიამოვნება აქვს! უბრალოდ ჰაეროვანი კოცნები გააგზავნეთ, რაც მეტი მით უკეთესი. მინიმუმ 4-ჯერ. შემდეგ საჩვენებელი და შუა თითებით ტუჩებს დააჭირეთ, ასევე მინიმუმ 4-ჯერ. წრის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ! ამ ვარჯიშს ტუჩის კუნთები ტონუსში მოჰყავს.
6.მარიონეტი
ცხვირისა და ტუჩის შორის ხაზი ნაზად გაწელეთ. ამასთან გაღიმება არ დაგავიწყდეთ! შემდეგ ყვრიმალის ძვალსა და ცხვირსა და ტუჩის შორის ხაზს მტკიცედ დააჭირეთ. ამასთან კუნთებით თითების ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიეთ. ვარჯიში 20-30-ჯერ გაიმეორეთ. ვარჯიში ლოყებსა და ცხვირ-ტუჩს შორის ცხიმის შემცირებას ხელს შეუწყობს.
7.ღიმილი
იცით თუ არა, რომ ღიმილი თავისებურ ვარჯიშს წარმოადგენს? ეცადეთ რაც შეიძლება ხშირად გაიღიმოთ და ღიმილი დიდხანს შეინარჩუნოთ. ეს არა მხოლოდ მრგვალი ლოყების პრობლემას მოგაშორებთ, არამედ დღის განწყობას აგიმაღლებთ.
ყველა ვარჯიშის დასრულების შემდეგ, თითებით ლოყებზე წრიული მოძრაობა გააკეთეთ. ეს ტკივილს და დაძაბულობას მოგიხსნით.