კარდიოლოგი: ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ გაქვთ ჰიპერტონია

931

კარდიოლოგი გვაფრთხილებს „ყველაზე უარესის“ შესახებ, რაც შეიძლება გააკეთოს მაღალი წნევის მატარებელმა ადამიანმა.

მაღალი არტერიული წნევა, იგივე ჰიპერტონია, ნიშნავს, რომ თქვენი არტერიული წნევა მუდმივად ძალიან მაღალია, რის გამოც თქვენი გული იმაზე ინტენსიურად მუშაობს, ვიდრე საჭიროა.

თითქმის ყოველ მესამე ზრდასრულ ადამიანს აწუხებს მაღალი წნევა.

„ყველაზე ცუდი, რის გაკეთებაც შეუძლია ადამიანს, რომელსაც მაღალი არტერიული წნევა აქვს, ეს არის მის მიმართ არასერიოზული მიდგომა. მტკივნეული არ არის, რატომ უნდა ვინერვიულო? ამიტომაც ჩვენ მას „ჩუმ მკვლელს“ ვუწოდებთ, რადგან თუ არ მას არ ვმკურნალობთ, ის აზიანებს ჩვენს სისხლძარღვებს, გულს, ტვინს და თირკმელებს“.

მიუხედავად იმისა, სახლში იზომავთ არტერიულ წნევას თუ ექიმის კაბინეტში, „მნიშვნელოვანია“ მისი მონიტორინგი, თუ ჰიპერტონია გაწუხებთ.

ეს მოგცემთ შესაძლებლობას, გამოიჩინოთ სწორი მიდგომა და აკონტროლოთ, თუ როგორ მოქმედებს თქვენი ცხოვრების სტილი, როგორიცაა ვარჯიში და დიეტა, თქვენს ჯანმრთელობაზე.

გარდა ამისა, თქვენი არტერიული წნევის რეგულარულ მონიტორინგს შეუძლია დაეხმაროს თქვენს ექიმებს გადაწყვიტონ, როდის და როგორ შეცვალონ თქვენი მედიკამენტები.

მიზეზი, რის გამოც თქვენი არტერიული წნევის მონიტორინგი ამდენად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ეს მდგომარეობა ზრდის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკს, გულის შეტევიდან დაწყებული ინსულტამდე.

დროთა განმავლობაში, დატვირთვამ, რომელსაც არტერიული წნევა სისხლძარღვებსა და გულს აყენებს, შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის შესუსტება და ნაკლებად ეფექტური მუშაობა. სამწუხაროდ, ეს პროცესი არ იწვევს არავითარ განგაშს და თქვენ სრულიად არ იცით, რომ ეს ხდება.

მაღალი წნევა – არ ნიშნავს ცუდ ამბავს მხოლოდ თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.

„ჰიპერტონიას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პრობლემები მთელს ორგანიზმში, მაგალითად, როგორიცაა თირკმელების უკმარისობა, მხედველობის დაკარგვა, კოგნიტური დარღვევები, დემენცია და სექსუალური დისფუნქცია“.

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია არტერიული წნევის დონის შენარჩუნება ჯანსაღი დიაპაზონის ფარგლებში.

ცხოვრების წესის შეცვლა მაღალი წნევის შესამცირებლად

არტერიული წნევის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ ცხოვრების სტილის შეცვლა, მაგალითად, ჯანსაღი კვება და რეგულარული ვარჯიში.

რეკომენდებულია დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობით და უჯრედისის მაღალი შემცველობით, რომლითაც მდიდარია ახალი ხილი და ბოსტნეული.

„ასევე უნდა შეზღუდოთ მარილის მიღება დღეში არაუმეტეს ექვსი გრამამდე, რადგან პოპულარული სანელებელი ითვლება არტერიული წნევის „ყველაზე მთავარ მიზეზად“.

ჯანდაცვის სამსახურის მონაცემების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშის მომენტში არტერიულმა წნევამ შეიძლება მოიმატოს, რეგულარული ფიზიკური მოძრაობა არტერიული წნევის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ.

„ასევე, შესაძლოა დაგეხმაროთ მოწევაზე უარის თქმა და ალკოჰოლისა და კოფეინის ზომიერი მოხმარება”.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით მიმართეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს