ყველას არ შეუძლია პირველივე საუბრიდან ამოიცნოს ტოქსიკური ურთიერთობა. ის ხშირად იმალება მზრუნველობისა და მარტივი რჩევების მიღმა. მართალია, ტოქსიკურ ადამიანთან კომუნიკაციის თავიდან აცილება შესაძლებელია მისგან თავის შორს დაჭერით, მაგრამ არავინ არის დაცული ბრაზის სპონტანური გამოვლინებისგან. თუ ღიად ცდილობენ თქვენს დამცირებას, ეს ყოველთვის უსიამოვნოა, თუმცა ამ ფენომენთან ბრძოლა შესაძლებელია.
ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა: ”თუ ადამიანს უხეშად არ ექცევიან, მას არ აქვს პრობლემები და ყველას უყვარს იგი, სავარაუდოდ, ის ცოცხალი აღარ არის”. ლეგენდარული ფსიქიატრი დარწმუნებული იყო, რომ უარყოფითი განცხადებების მოსმენა და პრობლემები არის ყველა ცოცხალი ადამიანის ხვედრი. მაგრამ შესაძლებელია თუ არა ამ საყოველთაო ხვედრის თავიდან აცილება? მოდით გავარკვიოთ!
ემოციური ინტელექტის ძალა
დავიწყოთ იმით, ღირს თუ არა თქვენკენ უყურადღებოდ გადმოგდებული ფრაზა თუ ყოველდღიური უხეშობა თქვენი ემოციური დამწვრობის ფასად. როგორც ფროიდი ამბობდა, ადამიანის ემოციური ინტელექტის სიძლიერე განისაზღვრება იმ პრობლემის სიდიდით, რამაც შეიძლება ის მდგომარეობიდან გამოიყვანოს. რა თქმა უნდა, ადამიანი ემოციური არსებაა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ნერვული სისტემა ფეხის თითებიდან თავამდე. ის გრძნობებით ცხოვრობს, მაგრამ შეუძლია მათი გაკონტროლება. სწორედ ამას ჰქვია ემოციური ინტელექტი.
ემოციური ინტელექტი – არის პოზიტიური ემოციების და თვისებების აქტიური გამოხატვის უნარი, ამავდროულად, ნეგატიური ემოციების მართვით.
პრიმიტიულად რომ ავხსნათ, ემოციური ინტელექტი არის ფილტრი, რომელიც შიგნით ატარებს კარგს და ხელს უშლის ცუდის გავლას. ეს ფილტრი განსხვავებულად მუშაობს თითოეული ადამიანისთვის. ამიტომ, ზოგიერთ ადამიანს ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, ზოგი კი უფრო “გულცივია”.
ფროიდის აზრით, ემოციური ინტელექტი შეიძლება განვითარდეს. მაგრამ შერყეული ნერვული სისტემის მდგომარეობიდან გამოყვანა ბევრ რამეს შეუძლია. იმისათვის, რომ არ გაამწვავოთ სიტუაცია, უნდა ისწავლოთ ნეგატივის გაფილტვრა და არ შეუშვათ იგი საკუთარ თავში. „ძლიერი პიროვნება არასოდეს აიღებს საკუთარ თავზე სხვა ადამიანების განცხადებების ტვირთს“.
თუ თქვენს დამცირებას ცდილობენ, იმოქმედეთ ფროიდის მიხედვით
ფროიდი არის მრავალი გონივრული აზრის ავტორი, საიდანაც წარმოიშვა მთელი რიგი ფსიქოლოგიური მიმდინარეობები. ჟურნალისტის კითხვაზე, თვლიდა თუ არა თავს ამორალურად, ფროიდმა უპასუხა: „დიახ. თქვენ პიროვნებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სახიფათო კითხვას, უპასუხეთ დადებითად.”
მოწინააღმდეგის თავდასხმის გაუფასურებით, მას არ მიეცემა საშუალება, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ.
რატომ ბედავს უცხო ადამიანი, რომ თქვენზე უარყოფითად ილაპარაკოს? მწარე სიმართლის გადმოსაცემად? სულაც არა. ის თქვენთვის ტკივილის მიყენებას ცდილობს! ამ პროცესში, მოწინააღმდეგე იყენებს ყველაზე საზიზღარს, რაც თქვენზე იცის (თუნდაც ეს მოგონილი იყოს).
მოწინააღმდეგისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, სულაც არ არის აუცილებელი, რომ უხეშად უპასუხოთ. უბრალოდ დაეთანხმეთ მის უარყოფით განცხადებას! უპასუხეთ „დიახ“ ნებისმიერ სპეკულაციაზე მშვიდი სახით. ასეთი „დიახ“-ის ძალას ნებისმიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის გაბათილება შეუძლია. თქვენ ამით ადამიანს წაართმევთ შესაძლებლობას, რომ რაიმეთი გაწყენინოთ.
საპირისპიროს მტკიცების და თავის გამართლების გარეშე, თქვენ გააუფასურებთ მის ნებისმიერ გამოხტომას და დააკარგვინებთ მიზანს თქვენს მოწინააღმდეგეს. დოქტორ ფროიდის კიდევ ერთი ბრძნული ფრაზა: „ფსიქოლოგიურ ძალას ფლობს ის, ვინც არავის წინაშე არ იმართლებს თავს“.