„ჩემთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია. შენ შეგიძლია წახვიდე”. როდესაც ნათელ მომავალზე ოცნებებს აწმყო ანადგურებს

456

-დედა და ნანა როგორ არიან? – შეძლებისდაგვარად მშვიდად ჰკითხა ეკამ სახლში ახლად შემოსულ გიორგის.

-ყველაფერი კარგადაა. ყველა ჯანმრთელად არის. უნდა წამოსულიყავი – მოცვის ნამცხვარი შესანიშნავი იყო.

ეკამ არაფერი უპასუხა.

ის ცოტა ხნის წინ მიხვდა, რომ საქმროს ოჯახზე ეჭვიანობდა.

გიორგი ყოველთვის ძალიან ბევრს საუბრობდა დედასა და დაზე. თავიდან ეკატერინეს ეს ახარებდა.

მერე ის ამით იღლებოდა. მოგვიანებით კი ეს ყველაფერი ძალიან აღიზიანებდა და ამიტომ, რას აღარ იმიზეზებდა, რომ გიორგის ნათესავების სახლში არ გამოჩენილიყო.

ასე, თითქოს უფრო მშვიდად გრძნობდა თავს. მით უმეტეს, რომ ქორწილის დრო მოახლოვებული იყო და აზრი არ ჰქონდა უმიზეზოდ ჩხუბის და სკანდალის პროვოცირებას.

-კარგი, ფილმის ყურებას აპირებ? თუ ბინები ვნახოთ? რამდენიმე ვარიანტი ამოვარჩიე.

-რაღაცნაირად დავიღალე, ეკა. მოდი, ფილმს ვუყუროთ.

გოგონა ისევ გაჩუმდა.

სამი თვის შემდეგ

-საღამოს შენს მეგობრებთან ვერ წამოვალ.

ეკამ გაკვირვებულმა აზიდა წარბები.

-რატომ? ჯერ ერთი, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ შევთანხმდით. მეორე, ისინი შენი მეგობრებიც არიან. და მესამე, გვინდოდა მათგან გაგვეგო მათი ქორწილის ორგანიზატორების შესახებ.

-ეკა, არ შემიძლია. მე… მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.

-რა შეხვედრა? – დაეჭვდა მომავალი პატარძალი.

-მოკლედ, ჩვენ ბინას ვყიდულობთ.

ეკას უცებ სახე გაუნათდა:

-მართლა? მე რატომ არ მითხარი, გიორგი? როგორი ბინაა? მე რატომ არ მინახავს?

გიორგიმ გაოცებულმა შეხედა გოგონას:

-შენ ვერ გაიგე. მე, დედაჩემი და ნანა ვყიდულობთ ბინას. ჩვენს “ხრუშჩოვკას” ვყიდით და ვყიდულობთ დიდ ოროთახიან ბინას.

-რა? ეს როგორ?

გიორგიმ მშვიდად განაგრძო:

-შენ ხომ იცი, როგორ მინდოდა მათთვის ბინის ყიდვა. მათ, როგორც იქნა, საკუთრი ოცნების ბინა იპოვეს. ჩვენს ბინას კი მყიდველი დიდი ხანია გამოუჩნდა, ჩვენი მეზობელი. მოკლედ, ყველაფერი მშვენივრად აეწყო. ჩემი ფულიც კარგად გამოგვადგა. ეკას დიდი ხანია აღარ ესმოდა გიორგის სიტყვები. ის სადღაც შორს იყო. სხვა სამყაროში, სადაც ის და გიორგი უკვე ცოლ-ქმარი იყვნენ და ბინა ჰქონდათ ნაყიდი იპოთეკით. სწორედ ამ ბინის პირველადი შენატანი უნდა ყოფილიყო ის თანხა, რომელიც ჰქონდა გიორგის.

-ეკა, აქ ხარ? არ გიხარია?

გოგონა გამოფხიზლდა და უცებ წამოიძახა:

-მოიცადე, გიორგი! მე ვერ გავიგე? და ჩვენი ბინა?

-ჩვენი? ჩვენ ხომ ამაზე მხოლოდ ვსაუბრობდით და ეგ იყო. შეიძლება ვიყიდოთ, მაგრამ ახლა არა.

-მაგრამ, ის ჩვენი ოჯახური ცხოვრების დასაწყისი უნდა ყოფილიყო! ახლა Რა უნდა ვქნათ?

გიორგიმ გაოგნებულმა შეხედა საცოლეს:

-ეკა, ჩვენი ბინისთვის ფული ჩვენ თვითონ უნდა შევაგროვოთ. ჩვენ თვითონ. ამ ფულს კი მე იმისთვის ვაგროვებდი, რომ დედაჩემისთვის და ჩემი დისთვის მეყიდა ბინა. მათ ჩვენთან არაფერი აქვთ საერთო.

-მაგრამ ეს შენი ფულია! და უკვე ორი წელია ჩვენ ერთად ვართ. შენ მთელი ორი წლის მანძილზე ამ თანხას აგროვებდი, თუმცა ჩვენ შეგვეძლო მისი დახარჯვა ჩვენი საჭიროებებისთვის! ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეს ჩვენი ფულია?!

მამაკაცი უცებ როგორღაც შეკრთა. სახე უფრო მკაცრი გაუხდა.

-ეკა, რაღაც სისულელეს ლაპარაკობ. ეს ჩემი ფულია. მე ამ ფულს ჯერ კიდევ შენთან შეხვედრამდე ვაგროვებდი. შენ არ გაქვს არც მორალური და არც რაიმე სხვა უფლება, რომ პრეტენზია გამოხატო. შენ ყოველთვის იცოდი: დედა და და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან.

ეკა უკვე ტიროდა:

-ძალიან მწყინს! ორი წელია ერთად ვართ და მინდოდა მთელი ცხოვრება შენთან გამეტარებინა. ახლა კი… გიორგი, სიტყვები არ მყოფნის!

გიორგიმ მშვიდად შესთავაზა:

-რადგან განაწყენებული ხარ და მზად არ ხარ დაელოდო სანამ ბინისთვის ფულს შევაგროვებთ, მაშინ შეგიძლია წახვიდე.

ეკას გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა;

-ჩემზე ძვირფასები არიან?

-მე ყველაფერი გითხარი, ეკა. – გიორგიმ პირდაპირ თვალებში შეხედა საცოლეს.

ეკა სწრაფად გავარდა დერეფანში და ერთი წუთის შემდეგ შესასვლელი კარი გაიჯახუნა.

გიორგის და ეკას დაშორებამ ყველაზე მეტად გაანაწყენა… მამაკაცის დედა.

დედის ყველა კითხვაზე შვილი მხოლოდ დუმდა.

გიორგის ცოტა რცხვენოდა, რომ თავის არჩევანში ასე შეცდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს