ლეგენდარული ჩანთა, რომელიც სსრკ–ს გადაურჩა და კვლავ მოდური გახდა

753

ბადე ჩანთის კომბინაციის დანახვისთანავე შორიდან ჩხარუნი მესმის. არა ჟღარუნას, არამედ კეფირის ბოთლების რაკუნის ხმა. მახსენდება მეზობლის, ბახვას ბადე ჩანთა, რომელიც შესახვევში, ბოლოში ცხოვრობდა. ეს ბადე ჩანთა გახდა არაპირდაპირი მხსნელი და ადამიანი დაშავებისგან, შეიძლება ითქვას, სიკვდილისგან გადაარჩინა.

ბადე ჩანთა

ჩვენი სახლი, როგორც ყველა მეზობლის სახლი, ქუჩიდან ღობით იყო შემოსაზღვრული. ბოძების სიგანე 4-5 სმ იყო, მათ შორის დაახლოებით იგივე ინტერვალებით. ეზოში ღობის გასწვრივ სურნელოვან ზამბახს ვზრდიდით. ჩვენი სპანიელი, ტომი, ეზოში ფრთხილად დარბოდა და დასეირნობდა, როგორც საფეიქრო მაქო, ყვავილებს ფეხს არ აბიჯებდა. საკმაოდ მშვიდი იყო, სანამ ბახვას არ ხედავდა. მეზობელი რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჩანდა, უცნობია, სად იმყოფებოდა. ალბათ, მკურნალობდა.

მალე მეზობელი ისევ ალკოჰოლს მიეძალა. დაუბრუნდა დილის მარშრუტს უახლოესი მაღაზიიდან სახლამდე. დილიდანვე ფეხზე ძლივს იდგა. თავის შესაკავებლად ღობეებს ეჭიდებოდა. ორივე ხელით. ერთ ხელში ეჭირა ბადე ჩანთა რამდენიმე ბოთლი კეფირით. უყვარდა ეს სასმელი. როგორც ჩანს, სიმთვრალე სახლში ეძახდა.

ღობე და ძაღლი

ბარბაცით, ზიგზაგისებურად მიდიოდა, ხან დეიდა ნონას ყვავილნარის ღობეს ეჯახებოდა, გზის გადაღმა დიაგონალზე მოდებაძის ღობეზე წერტილს ნიშნავდა და მისკენ მიიწევდა, შემდეგ 45 გრადუსიანი კუთხით გოგიჩაიშვილის ეზოსკენ მიბარბაცებდა, იქედან, ჩვენამდე და ა.შ. გზად ხან ილანძღებოდა, ხან მღეროდა, თან ბადე ჩანთას აფრიალებდა, ალბათ, წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ღობეზე ყოველი ჩახუტებისას ბადე ჩანთა ღობეს გადააფრინდებოდა, მაგრამ ბახვა დაწნულ ჩანთას ხელს არ უშვებდა, არასდროს უვარდებოდა.

ბოთლები ღობეზე შეხებისას რაკუნობდა. მაღალი, გამხდარი, მთვრალი კაცი საშინელ ხმებს გამოსცემდა და ტომი სიმშვიდეს კარგავდა. ალკოჰოლის სუნი არ უყვარდა და თავის გრძნობას თავისებურად გამოხატავდა: ბეწვი ყალყზე უდგებოდა, ყეფდა, გააფრთებული ღრღნიდა ღობის ბოძებს და ზამბახს თელავდა, სანამ ბახვა ჩვენსა და გოგიჩაიშვილის ღობეებზე ორჯერ შეჯეხებას მაინც ასწრებდა.

ტომი ბახვას გარდა სხვას არავის უყეფდა. ზამბახი გადავრგეთ. ბახვა ისევ დადიოდა მაღაზიიდან სახლამდე ბადე ჩანთით და მასში მორაკუნე კეფირის მინის ბოთლებით. თანდათან ღობის ბოძები რამდენიმე ადგილას შეთხელდა იქ, სადაც გააფთრებული ტომი ღრღნიდა. იმდენად, რომ მოგაგონებდათ ქვიშის საათს წაგრძელებული ზედა ნაწილით.

გადარჩენის ამბავი

ღობის ეს ნაკლი რომ არა, უბედურება შეიძლება მომხდარიყო. ძლიერი თოვლიანი ზამთრის შემდეგ, დადგა გაზაფხული მზიანი დღეებით და ჩვეული ყინვებით საღამოს და ღამით. დილა–საღამოს გზას ყინული ედებოდა. ერთხელ, ჩვენს შესახვევში გაიარა სატვირთო მანქანამ მისაბმელით, რომელიც გრძელი, სქელი ფიცრებით იყო დატვირთული. მოხვევისას მისაბმელი მოცურდა და რამდენიმე ფიცარი ჩამოსრიალდა. ფიცრები ჩვენს ღობეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად შეთხელებული ბოძები დავარდა. ხმაურზე მამა სახლიდან გამოვარდა. მეზობლის სახლთან 6 წლის თინა თოვლით თამაშობდა და რაღაცას აშენებდა. მამა ყვირილით მიყვარდა მძღოლთან. მანაც იგრძნო, რომ რაღაც რიგზე არ იყო, და მოასწრო დამუხრუჭება თინასგან სამ მეტრში, რომლის თავიც სწორედ ჩამოკიდული ღობის დონეზე იყო.

ტომი მამას უკან გაჰყვა, შენგრეულ ადგილას გავარდა და ქვევით ჩაირბინა. როცა მამამ დაუძახა, მორჩილად დაბრუნდა და დახურულ ჭიშკართან დადგა. პატრონს ელოდა, როგორც აღზრდილი ძაღლი. ასე ბადე ჩანთამ, კეფირმა და დაზიანებულმა ღობემ უბედურებისგან გვიხსნა. ირიბად, რა თქმა უნდა, მაგრამ შემთხვევითი ხომ არაფერია?

ბადე ჩანთა: ისტორია

ბადე ჩანთა მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. მართალია, უბრალოდ დიასახლისის ჩანთა ერქვა. გამოიგონა ვარჟინ კრჩილმა ჩეხეთის ქალაქ ჟძიარ-ნად-საზავოუდან. მას სურდა თმისთვის ბადის მოქსოვა, მაგრამ პროექტი ვერ შედგა. სულ რომ არ გაკოტრებულიყო და მასალის ხარჯი მაინც ამოეღო, ბადეებს სახელურები მიამაგრა და ჩანთის სახით გაყიდა. ბადე ჩანთა იმ დროს პოპულარული არ გახდა. სავარაუდოდ, იმ დროის მოდას ვერ მოერგო.

ბადე ჩანთის მასიური წარმოება გასული საუკუნის 30–იან წლებში დაიწყეს. ტანსაცმლის სტილი საშუალებას იძლეოდა. განსაკუთრებით პოპულარული სსრკ–ში იყო. ყველა სახლში იყო ბადე ჩანთა და არა ერთი. მსუბუქი ჩანთა, რომელიც დიდ ადგილს არ იკავებდა. ჯიბეშიც ეტეოდა. შეუმჩნეველი და გამძლე იყო. სტანდარტული დაწნული ჩანთა – 14 რიგი 24 უჯრით. ბადე 70 კგ–ს უძლებდა. თან იაფი იყო.

მართალია, ბადის სახელურები ხელისგულებზე კანს ჭრიდა. გამოსავალი მოიფიქრეს, სახელურებს რბილი მილები ჩამოაცვეს. ბადე ჩანთის ერთადერთი მინუსი სრული გამჭვირვალობა იყო. რაც არ უნდა ჩაგედო, ყველაფერი ჩანდა. ერთხელ დავინახე მოხუცი ქალი ბადე ჩანთით, რომელიც ქათმის თათებით იყო სავსე. წარმოიდგინეთ, უკან მისდევდა კატები, როგორც ჩანს, მოხუცი აჭმევდა, და მიმავალი „ნადირის“ დაჭერას ცდილობდა.

ისევ მოდაში

ახლა ეკო ბადე ისევ ტრენდულია. ის ხომ გარემოს პლასტმასის ნარჩენებისგან იცავს. Prada, Kenzo, Stella McCartney აწარმოებენ ბადე ჩანთებს და გვირჩევენ მათ ტარებას ცივ სეზონზე სვიტერთან, ქურთუკთან და ჯინსთან ერთად, ხოლო სიცხეში ტოპთან, მაისურთან და მსუბუქ ჯინსთან ერთად. ასეთი ბადე ჩანთა 300 დოლარი ღირს.

თუ შემოგრჩათ ის, რომელიც გადაურჩა სსრკ–ს და პლასტმასის ბუმს, რომელმაც ბადე ჩანთა სცენიდან ჩამოაგდო, მაშინ ასეთი ჩანთა, რომელიც ბევრ ადამიანს დაეხმარა, შურისძიებას გამარჯვებული დაელოდა. მასთან ერთად ტრენდში იქნებით!