ყველა ადამიანს სახლში პატარა აფთიაქი აქვს. ზოგს სპეციალური კარადა ან ყუთი, ხოლო სხვებს მედიკამენტებით სავსე პოლიეთილენის პაკეტი.
სახლის აფთიაქის შემადგენლობა მხოლოდ საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს: აქ ძალიან ბევრი მედიკამენტი ინახება, რომლებიც გადატანილი დაავადების შემდეგ დარჩა, ასევე ვადაგასული და შეფუთვის გარეშე მედიკამენტებიც გვხვდება.
თუ დავფიქრდებით, სწორად დაკომპლექტებული სახლის აფთიაქი – ეს დამხმარე რგოლია, რომელზეც ჩვენი ჯანმრთელობა, ზოგჯერ კი საყვარელი ადამიანების და ახლობლების სიცოცხლეს არის დამოკიდებული.
სახლის აფთიაქის მედიკამენტები
შევეცადეთ ასე თუ ისე სრულყოფილი მედიკამენტების სია გაგვეკეთებინა, რომელთაგან თითოეულს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით თავისი სიის გაკეთება შეუძლია. ცხოვრების ყველა შესაძლო შემთხვევისთვის მედიკამენტების მომარაგება შეუძლებელია, მაგრამ უმჯობესია თუ ნებისმიერ სიტუაციას შეიარაღებული შეხვდებით.
თუ ოჯახის რომელიმე წევრი ქრონიკული დაავადებით იტანჯება, სახლის აფთიაქში შესაბამისი მედიკამენტის ქონა აუცილებელია. ბავშვებისთვის უმჯობესია თუ ცალკე საბავშვო აფთიაქი გექნებათ.
თვალებისთვის
ზოვირაქსი – ვირუსული კონიუნქტივიტის საწინააღმდეგო მალამო;
კვინაქსი – პროფილაქტიკური საშუალება კატარაქტის დროს;
კორნერეგელი – საცრემლე აპკის აღსადგენად;
უნიკლოფენი – ეფექტური საშუალება გლაუკომას დროს;
ფლოქსალის მალამო – ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს
ციკლოქსანი – ანტიბიოტიკი წვეთებში, რომელიც მწვავე კონიუნქტივიტის დროს დაგეხმარებათ.
გულისთვის
კორვაროლი, ვალიკორდინი – სპაზმის მომხსნელი, დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე საშუალება;
კორდიამინი – მასტიმულირებელი საშუალება ჰიპოტენზიის დროს;
ნიტროგლიცერინი – გულის სისხლძარღვების გამაფართოებელი;
კაპტოპრილი – თუ წნევის და სისხლძარღვების პრობლემები არ გაქვთ, კაპტოპრილი სახლში მაინც უნდა გქონდეთ. ეს მედიკამენტი პაციენტს ჰიპერტრონული კრიზისის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მიღებამდე სჭირდება (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი).
კუჭისთვის
აციდინი-პეპსინი – კუჭის მჟავიანობას ზრდის;
მოტილიუმი – კუჭის მოძრაობა ნორმაში მოჰყავს;
პარიეტი – კუჭის მჟავიანობის შესამცირებელი საშუალება;
პილობაქტი – ჰელიობაქტერიის დროს მისაღები საშუალება;
რიაბალი – კუჭის სპაზმს ხსნის;
ფოსფალოგელი – გულძმარვას ხსნის, დაბალი ტოქსიკურობა გააჩნია.
ყელისთვის
კოლუსტანი – ანთების დროს შეშუპებას ხსნის;
ლუგოლი – ლარინგიტის დროს;
პროპოსოლი-ნ – ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება;
ტონზილგონი – ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება;
ტონზილოტრენი – ლორწოვანი გარსის აქტიურობას ზრდის;
ფალიმინტი – საშუალება გამაგრილებელი ეფექტით პირის ღრუს და ფარინის დაავადების დროს;
ფარინგოსეპტი – ანტისეპქტიკური საშუალება, რომელიც ნაწლავის მიკროფლორას არ აზიანებს;
ფლემოქსინ სოლიუტაბი – სწრაფად ხსნადი ანტიბიოიკი ჩირქოვანი ანგინის დროს;
ნერვებისთვის
ბუსპერონი – შფოთვის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც დაბრკოლებას არ იწვევს.
ვენლაქსორი – ანტიდეპრესანტული საშუალება გვერდითი ეფექტების გარეშე, რომელიც მძიმე დეპრესიიდან გამოგიყვანთ;
გიდაზეპამი – მსუბუქი საძილე საშუალება;
ზიპრექსი – არ აქვს გვერდითი მოვლენები, მყისიერად მოქმედებს;
იმოვანი – თანამედროვე საძილე საშუალება;
პაქსილი – ანტიდეპრესანტი, პანიკას, შიშს და ნერვულ მდგომარეობას აქრობს;
პრამესტარი – მეხსიერებას აუმჯობესებს;
სულპირიდი – ნერვებს და კუჭს ერთდროულად კურნავს;
ფინლეპსინი – კრუნჩხვების და ნევრიტის დროს, განწყობას ასტაბილურებს;
ყურებისთვის
ამოქსიცილინი – ანტიბიოტიკი ენტეროპული დაავადების დროს;
ნიმესულიდი – ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალება;
ოტიპაქსი – კომბინირებული მედიკამენტი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება;
ოტოფი – ანტიბიოტიკი შუა ყურის ანთებითი დაავადების დროს;
ციპროფლოქსაცინი – ადგილობრივი საშუალება ოტიტის დროს, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, შეშუპებას ამცირებს.
ერითრომიცინი – პაციენტებს პენიცილინის პრეპარატებს ალერგიის დროს უნიშნავენ.
ღვიძლისთვის
გალსტენა – მედიკამენტი პატარა ბავშვებისთვის
ლიოლივი – ბილურუბინის შემცირების დროს ღვიძლის მდგომარეობას აუმჯობესებს.
კალიუმის ოროტატი – ღვიძლის მუშაობას, ცილების სინთეზს, ნივთიერებათა გაცვლის პროცესს აუმჯობესებს;
ქოლენზიმი – ნაღვლმდენი საშუალება;
თირკმლებისთვის
აქსეფი – ანტიბიოტიკი;
ბლემარენი – საუკეთესო საშუალება თირკმლებში ქვების დროს;
მოვალისი – არა ჰორმონალური ანთების საწინააღმდეგო საშუალება;
უროსეპტი – სანთლები, რომლებიც მხოლოდ შარდმდენ სისტემაზე მოქმედებს;
ფლემოკლავი სოლიუტაბი – ანტიმიკრობული საშუალება;
ცეფტრიაქსონი – ანტიბიოტიკი მინიმალური გვერდითი ეფექტით;
გაციების დროს
იბუპროფენი – ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება;
კოლდრექსი – სწრაფი მოქმედების სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალება;
ნაზოლი – გაციების დროს, ლორწოვან გარს გამოშრობის საშუალებას არ აძლევს;
პარაცეტამოლი – კლასიკური სიცხის დამწევი საშუალება;
რიბომუნილი – იმუნიტეტს აღადგენს;
სანორინი – სწრაფადმოქმედი საშუალება სისველის დროს, აქვს ალერგის საწინააღმდეგო კომპონენტები;
ფლუკოლ-ბ – ეფექტური მედიკამენტი, რომელიც 8% ალკოჰოლს შეიცავს.
ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები
სუპრასტინი – სწრაფად მოქმედი საშუალება, შეიძლება ბევრი სახის მედიკამენტთან ერთად მიღება. გვერდითი მოვლენების გამო, მისი მიღება შეიძლება როგორც საძილე მედიკამენტი.
ზიტრეკი – თითქმის ნებისმიერ მედიკამენტთან თავსებადი არის (ალკოჰოლთანაც კი). არ იწვევს ძილის ეფექტს, არ მოქმედებს სწრაფად. შეიძლება მისცეთ მოზრდილებს ტაბლეტის სახით, ბავშვებს წვეთების სახით.
სახსრებისთვის
ალფლუტოპი – სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთების მეტაბოლიზმს აუმჯობესებს.
ასპირინი – პოდაგრის დროს;
დიკლობერლი – არაჰორმონალური ანთების საწინააღმდეგო საშუალება;
დონა – ხრტილის ქსოვილის აძლიერებს
ოსტეოგენონი – ეფექტური ჰონდოპროტექტორი საშუალება, სახსრებს იცავს.
რეტაბოლილი – ჰერიფერიულ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს
დამატებითი საშუალებები
თერმომეტრი – ვერცხლისწყალი, ელექტრონული ან ინფრაწითელი. თუ ელექტრონული ან ინფრაწითელი თერმომეტრის შეძენა გადაწყვიტეთ, ყურადღება ინსტრუქციას მიაქციეთ. გაზომვის სიზუსტე და ჩვენება მოდელზე და მის სწორ გამოყენებაზე იქნება დამოკიდებული.
მაკრატელი – მოსახერხებელია, როცა აფთიაქის ყუთს თავისი მაკრატელი აქვს. მაკრატელი სახვევის, შეფუთვის გადასაჭრელად არის საჭირო.
სტერილური შპრიცები – და სათადარიგო ნემსები.
ბამბა (სტერილური და არასტერილური)
ნიშადურის სპირტი – საშუალება გონების დაკარგვის დროს.
იოდი – ჭრილობის და მცირე ნაკაწრების კიდეების დასამუშავებლად. შეგიძლიათ იოდის ფანქრით ჩაანაცვლოთ.
წყალბადის ზეჟანგი – გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად, ხსნარის სახით კანის ზედაპირის გასაწმენდად.
პანტენოლი – სხვადასხვა ჭრილობის და დამწვრობის შესახორცებლად. შეგიძლიათ შეავსოთ აცერბინომინით სპრეის ან სულფარიგნის სახით.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენების წინ როგორც მინიმუმ ინსტრუქცია უნდა წაიკითხო, უმჯობესია თუ ექიმთან კონსულტანციას გაივლით.
რედაქციის რჩევა
არ დაგავიწდეთ, დრო და დრო თქვენს სახლის აფთიაქს გადახედეთ და მედიკამენტების გამოყენების ვადა შეამოწმეთ.
ყოველი შემთხვევისთვის, თქვენ რა გაქვთ სახლის აფთიაქში?