4 კითხვა, რომელიც განსაზღვრავს თქვენს ფსიქოლოგიურ ასაკს

787

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ რამდენიმე დღეში შესამჩნევად შეიძლება დაბერდეთ ან გაახალგაზრდავდეთ ფსიქოლოგიურად.

ადრე თუ გვიან, ინტერნეტ სივრცეში ვაწყდებით ტესტებს, რომლებიც „გვეხმარება“ განვსაზღვროთ „ფსიქოლოგიური ასაკი“. ზოგს უხარია, როცა ტესტის შედეგი მისი პასპორტის ასაკზე დაბალია. გაახალგაზრდავების ერთგვარი მეთოდია, თუნდაც მენტალურად. სხვები ღელავენ ფსიქოლოგიური მოუმწიფებლობის გამო.

ფსიქოლოგი ეკატერინა ტალაკოვა გიამბობთ, აქვს თუ არა აზრი ასეთ ტესტებს და რა გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ასაკი თქვენს ცხოვრებაზე.

„ფსიქოლოგიური ასაკი ჩვენი ფსიქიკის სიმწიფის მდგომარეობაა, ჩვენი ემოციური სფეროს მდგომარეობა, საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრაციის უნარი“ – განმარტავს ტალაკოვა.

ამავდროულად, შეუძლებელია ასაკის ზუსტად გაზომვა, როგორც ამას სხვადასხვა ტესტი გვთავაზობს. შედეგი რამდენიმე დღეში შეიძლება შეიცვალოს, ბიოლოგიური ან პასპორტის ასაკისგან განსხვავებით. ყველაფერი დამოკიდებულია ვითარებაზე, განწყობაზე, გარემოზე იმ მომენტში, როცა ტესტს გადიხართ.

„ბევრი ადამიანი გატაცებულია ტესტების შესრულებით, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ კითხვარი ამ მომენტისთვის შედეგს იძლევა. თუ ამ ტესტს ერთი კვირის შემდეგ გაივლით, შედეგი შეიძლება განსხვავებული იყოს“ – გვაფრთხილებს ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგიური ასაკის შეფასების პროფესიონალური მეთოდები არსებობს, მაგრამ არ გეუბნებათ 34 თუ 57 წლის ხართ, არამედ ფსიქოლოგიური ასაკის სიმწიფის დონეზე პასუხს იძლევა.

„ასაკი პასუხისმგებელია სამყაროსთან ურთიერთქმედების ჩვენს უნარზე, ხალხთან ურთიერთობაზე, აფასებს, რამდენად კარგად მიმდინარეობს ფსიქოლოგიური განვითარება“ – აზუსტებს ეკატერინა ტალაკოვა.

ფსიქოლოგიური სიმწიფის და მოუმწიფებლობის შეფასება შეგიძლიათ რამდენიმე კითხვის დასმით:

  1. რა ასაკში გრძნობთ თავს: პასპორტის მონაცემზე უფრო ახალგაზრდად თუ მოხუცად?
  2. რა სტილის ტანსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას, რით ხართ გარემოცული?
  3. რა გატაცება გაქვთ?
  4. რას ფიქრობთ მომავალზე, რისთვის ემზადებით, შეგნებულად გაიარეთ თუ არა ეტაპები: „სამუშაოზე მოწყობა“, „სესხის დაფარვა“, „დაქორწინება“, ბავშვის გაჩენა“ – ეს სიმწიფის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.

„თუ ადამიანი ამ შესამჩნევ სოციალურ მოვლენებს გაურბის, ამ ყველაფერზე ფიქრი მისთვის უსიამოვნოა, გამოდის, სიმწიფე მხოლოდ გზაშია“ – აზუსტებს ფსიქოლოგი.

როცა ფსიქოლოგიური ასაკი თქვენი პასპორტის ასაკს ვერ აღწევს, შინაგან მდგომარეობაში უნდა გაერკვიოთ, თუ დისკომფორტს განიცდით.

ექსპერტის თქმით, ბავშვობაში ჩარჩენა შემთხვევით არ ხდება. ამას აქვს გარკვეული წინაპირობა: ურთიერთობა, მშობლების ოჯახი, მდგომარეობა, რომელიც შინაგან ზრდას აფერხებს. არსებობს გამოსავლის რამდენიმე ვარიანტი: სპეციალისტთან მიმართვა ან მკაცრი შინაგანი კონტროლის დაწესება.

სხვა საქმეა, როცა ფსიქოლოგიური ასაკი თქვენი პასპორტის ასაკზე მეტია. ეს ერთ–ერთი შემთხვევაა, როცა უფროსი საუკეთესოს ნიშნავს.

„ფსიქოლოგიური სიმწიფე მიღწევაა. რაც უფრო ასაკოვანი ხართ ფსიქოლოგიურად, მით უფრო სტაბილურია თქვენი ცხოვრება“ – ამბობს ექსპერტი.

ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი არსებობს. მაგალითად, როცა ბავშვი ფსიქოლოგიურად ადრე მწიფდება, რადგან აკლია უფროსების ზრუნვა, მათი მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში ზრდასრულობა ფსიქოლოგიური დაცვის გამოვლენაა, არახელსაყრელ პირობებზე მორგება და შინაგანი მხარდაჭერის მიღება.

მეორე მხარეც არის, როცა ადამიანი ცხოვრებით დაღლას გრძნობს. ამ შემთხვევაში კარგი იქნება დროებით ფსიქოლოგიური ასაკი დაიკლოთ და საკუთარ თავს ბავშვად ყოფნის საშუალება მისცეთ.

„ამ შემთხვევაში ცხოვრებას უნდა შემატოთ მეტი შემოქმედება, რუტინის ნაწილზე უარი თქვათ, სიახლე შეიტანოთ. ამაში დაგეხმარებათ სპორტი, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ცეკვა, მუსიკა. კარგია უცხო ენის შესწავლა“ – გვირჩევს ფსიქოლოგი ტალაკოვა.

შემოქმედებითი ნოტები ფსიქოლოგიური ასაკის კორექტირებაში გვეხმარება, შინაგან მდგომარეობას აახლებს.

„ადამიანის გადასაწყვეტია, სჭირდება თუ არა ფსიქოლოგიური ასაკის მომატება ან დაკლება. თავად უნდა შეაფასოს, როგორ აღიქვამს საკუთარ თავს, რამდენად აწყობს მისი შინაგანი მდგომარეობა. ზოგჯერ გარემოება ამ მომენტზე ყურადღების გამახვილებას გვაიძულებს. არიან ადამიანები, რომლებიც ფსიქოლოგიური ასაკისადმი მგრძნობიარეები არ არიან“ – განმარტავს ეკატერინა ტალაკოვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს