ალცჰაიმერის ადრეული ნიშნები მეხსიერების პრობლემებამდე ადრე ცხვირში ჩნდება 

21065

კვლევამ გამოავლინა გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც სხვა სიმპტომამდე 10 წლით ადრე შეიძლება გამოვლინდეს.

მეხსიერების პრობლემები, განსაკუთრებით ბოლო მოვლენის გახსენების მცდელობა, ჩვეულებრივ, დემენციის ყველაზე ადრეულ ნიშნად ითვლება. კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი ცხვირი შეიძლება შეიცავდეს მინიშნებას მანამდე, სანამ მეხსიერების პრობლემები დაიწყება.

„ალცჰაიმერის დაავადების ერთ–ერთი ადრეული ნიშანი, რომელიც მთელ მსოფლიოში დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, არის ანოსმია (ყნოსვის დაკარგვა) ან ჰიპოსმია (ყნოსვის დაქვეითება). ეს ორი წითელი დროშა სხვა ნიშნებამდე ადრე შეიძლება გამოვლინდეს, რაც პოტენციურად დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში გვეხმარება“ – ამბობს ნევროლოგი ალექსანდრა ალეხინა.

კვლევამ აჩვენა, რომ ყნოსვის დაქვეითება დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული პათოლოგიის სწრაფ პროგრესირებასთან, რომელიც ტვინის სკანირებით დაფიქსირდა.

მკვლევართა ჯგუფმა 70 წლის ადამიანებზე დაკვირვებისას შენიშნა, რომ მათ, რომლებმაც ვერ შეძლეს ამოეცნოთ ისეთი ნივთების სუნი, როგორიცაა ვარდი, ლიმონი და ხახვი, დიდი ალბათობით, განუვითარდებათ ეს მდგომარეობა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

„ყნოსვის ბოლქვი, რომელსაც ყნოსვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაავადების გამო საკმაოდ ადრე ზიანდება. ითვლება, რომ სუნი დემენციის პრეკლინიკური მაჩვენებელი შეიძლება იყოს, ხოლო სმენას და მხედველობას დემენციის განვითარებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია.

დემენციის სხვა ადრეული ნიშნები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მეხსიერების დაკარგვამდე:

  • ბარბაცით სიარული
  • მოუქნელობა
  • ორიენტაციის გართულება
  • კანკალი ან კიდურების შებოჭილობა

ხშირად ფიზიკური სიმპტომები უკავშირდება დემენციის გარკვეულ ტიპს, როგორიცაა დემენცია პარკისონის დაავადების დროს. ყველა ადამიანს შეუძლია განიცადოს დემენცია განსხვავებულად, რაც სიმპტომების პროგრესირებაში განსხვავებას იწვევს.

ყნოსვის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, მაგრამ ნევროლოგი აღნიშნავს, რომ ალცჰაიმერის დამახასიათებელი ნიშნების ცოდნა ღირს.

ასევე ექიმი აღნიშნავს, რომ ადრეულ ეტაპზე თავის ტვინის დაავადების ძირითადი სიმპტომია მეხსიერების ჩავარდნები.

რეკომენდებულია ყურადღება მიაქციოთ შემდეგ ნიშნებს:

  • ბოლო საუბრის ან მოვლენის დავიწყება
  • ნივთების არასწორი განლაგება
  • ადგილის ან საგნის სახელების დავიწყება
  • სწორი სიტყვის შერჩევის პრობლემები
  • კითხვების მუდმივად დასმა
  • წინდაუხედაობის გამოვლენა ან გადაწყვეტილების მიღების სირთულე
  • გახდით ნაკლებად მოქნილი ან გაუბედავი, რომ რაღაც ახალი სცადოთ

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს დემენციის სიმპტომები აქვს, ზოგადი პრაქტიკის ექიმთან მიმართვა „კარგი იდეაა“. ექიმი ჩაგიტარებთ მარტივ ტესტებს, რომ ამ სიმპტომების მიზეზები დაადგინოს და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან მიმართვას მოგცემთ.

ადრეული დიაგნოზი შემდგომი მოვლისა და მკურნალობისთვის კარს ხსნის. ადრეული ჩარევა სიმპტომების გამკლავებაში შეიძლება დაგეხმაროთ და საჭირო მხარდაჭერა უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო  ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს