ეფექტური ხრიკი წაბლით, რომელიც ობობებს სახლიდან მოგაშორებთ

1271

დაზღვეული არავინაა, რომ მის სახლში ობობები არ გამოჩნდება. ამ მწერების საცხოვრებელში გამოჩენაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი: მაღალი ტენიანობა, ოთახში ბუზის ან ქინქლის არსებობა. ალბათობა, რომ თქვენს სახლში ობობები დასახლდეს, გაცილებით იზრდება, როცა სიცივე დგება. ამ დროს მწერი თბილ ადგილს ეძებს. ვივიენი გიამბობთ, როგორ დააფრთხოთ ობობები და მოიშოროთ სახლიდან ქიმიკატების გამოყენების გარეშე.

აღმოჩნდა, რომ ფეხსახსრიანებთან ბრძოლაში დახმარება ჩვეულებრივ წაბლს შეუძლია. იმის გათვალისწინებით, რომ წაბლი სექტემბერში მწიფდება, გირჩევთ ეს ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიძინოთ, რომ სახლი „დაუპატიჟებელი სტუმრებისგან“ დაიცვათ.

როგორ მოვიშოროთ ობობები სახლიდან: შესანიშნავი მეთოდები

წაბლის გამოყენებით

ობობებს არ უყვართ ძლიერი არომატები, ამიტომ გაურბიან ადგილს, სადაც ასეთი სუნია. სწორედ ამიტომ, ფეხსახსრიანებისგან დასაცავად წაბლის გამოყენებას გირჩევთ. ამ ნაყოფს აქვს გამოხატული სუნი, რომელსაც მწერი გაურბის.

რამდენიმე წაბლი ფანჯრის რაფაზე დადეთ, რომ ობობებს სახლში შეღწევის სურვილი არ გაუჩნდეს. მაშინვე მოიშორებთ. მთავარია, წაბლი ყოველ 2 კვირაში ახალი ნაყოფით ჩაანაცვლოთ. დროთა განმავლობაში წაბლის არომატი ძალას კარგავს.

გამოცდილი მეთოდები

თუ უკვე წაბლის სეზონი არაა, ხოლო სახლში ქსელის ქსოვის მოყვარულის დანახვა არ გსურთ, ქვემოთ მოცემული ერთ–ერთი მეთოდი გამოიყენეთ:

  • ეთერზეთი. პატარა სპრეი ბოთლში სუფთა ცივი წყალი ჩაასხით. პიტნის ან ციტრუსის ეთერზეთი დაუმატეთ. ბოთლს თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ. მიღებული ნარევი ხვრელებთან გააფრქვიეთ. კუთხეები ამ ნარევით დაამუშავეთ.
  • ძმრიანი ხსნარი. ძალიან მარტივად მზადდება. წყალი და სუფრის ძმარი თანაბარი პროპორციით აურიეთ. ხსნარი შეასხურეთ იმ ადგილებს, სადაც ობობის ქსელი დაინახეთ.
  • ციტრუსი. მთელი ფორთოხალი ან ლიმონი აიღეთ. შუაზე გაჭერით. შემდეგ ციტრუსი სახლის კუთხეებში მოათავსეთ. რამდენიმე დღეში ობობები თქვენს სახლს დატოვებს.

და მაინც, უმჯობესია სახლში ფეხსახსრიანების გამოჩენა თავიდან აიცილოთ, ვიდრე შემდეგ იფიქროთ, როგორ ებრძოლოთ. ობობები თქვენს საცხოვრებელს რომ არ გაეკაროს, ტენიანობის დონე აუცილებლად აკონტროლეთ. იყიდეთ ჰაერის გამშრობი, რომელიც ამაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ სააბაზანო ოთახი კარგად უნდა ნიავდებოდეს. მისი კარი ოდნავ ღია დატოვეთ. ობობების დასაფრთხობად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძლიერი სუნის მქონე პროდუქტები: წაბლი, ციტრუსის ეთერზეთი ან ძმარი.