სახლში ვზივარ ორ შვილთან ერთად, ერთი შვილი ინვალიდია. ქმარს ესმის, რომ მიჭირს, მაგრამ არაფერს აკეთებს

675

მე და ჩემი მეუღლე 2 წელი და 6 თვეა ერთად ვარ. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ახლა თითქოს ჩიხში მოვემწყვდიეთ. ქმარი კარგი ადამიანია, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მიგებს. ყოველთვის პირდაპირ და გულწრფელად ვეუბნები, რა არ მომწონს. ის კი მექანიკურად მეთანხმება, თითქოს არ მისმენს, მხოლოდ მონოტონურად მპასუხობს: „დიახ, ყვავილები უნდა გაჩუქო, სასიამოვნო სიურპრიზები გაგიკეთო, შეგაქო“. მაგრამ მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება. ყველაფერი ესმის, მაგრამ არაფერს აკეთებს.

4 თვის წინ სამსახური დაიწყო, ოფიციალური სამსახური არაა და გრაფიკის გარეშე. თუმცა მთელი დღის დაგეგმვა შეუძლებელია. ნებისმიერ დროს შეიძლება დაურეკოს უფროსმა და შეატყობინოს, რომ დღეს სასწრაფოდ რეისში უნდა გავიდეს. ასე ერთ წამში ჩვენი გეგმა იშლება. ელემენტარულად, გამოკვლევაზე ვერ მივდივარ. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები მაქვს. მის სამსახურს ბევრი დრო მიაქვს და ამ მიზეზით გაუთავებელი სკანდალებია.

სახლში ორ ბავშვთან ერთად ვზივარ, ერთი შვილი ინვალიდია, არ დადის, საოჯახო საქმეებს ვაკეთებ. ქმარი, რა თქმა უნდა, მეხმარება, როცა სახლშია. ეს ბავშვია პირველი ქორწინებიდან. ვთხოვე ქარხანაში ემუშავა, სანამ უმცროსს სამი წელი შეუსრულდებოდა, მაგრამ არა. პრობლემა იმაშია, რომ ქმარმა საერთოდ „დამივიწყა“, როგორც ქალი, და, როგორც ჩანს, არ აღელვებს, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბო შეიძლება მქონდეს. როცა ამ სამსახურზე მითხრა, მაშინვე წინააღმდეგი ვიყავი. ჯერ კიდევ იმ დროს მარტივად გამომიცხადა, რომ, სავარაუდოდ, ოჯახისთვის ნაკლები დრო დარჩებოდა.

ურთიერთობის დასაწყისში რომ მცოდნოდა, რომ ასეთ საქმეს დაიწყებდა, მასთან ერთად არ ვიცხოვრებდი და ბავშვს არ გავუჩენდი. 12 წელია სახლში ვზივარ, შშმ ბავშვს ვუვლი და მიჭირს. მშობლები არ მყავს, ბავშვთა სახლიდან ვარ. არავინაა, ვისაც ბავშვებს დავუტოვებ, რომ სადმე გავიდე.

ქმარს გაცნობისთანავე ვუთხარი, რომ მყავს ქალიშვილი და ის ავადაა. მაშინ ამას არ შეუწუხებია. ბიუჯეტში თანაბრად შეგვაქვს, ჩემს ბინაში ვცხოვრობთ. ვუთხარი, რომ თუ ოჯახი უნდა, უნდა ესმოდეს, რომ რაღაც უნდა დათმოს. ჩემს შემთხვევაში ესაა სახლში ბავშვებთან ყოფნა იმის ნაცვლად, რომ განვითარდე.

დედებიც იღლებიან შვილებისგან და ამ დროს ერთვება მამა, რომელმაც უნდა გაიგოს, რომ ცოლი რობოტი არაა. ამ პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოვხვდი, ნერვიული აშლილობა დამემართა. უფროსი შვილი სახლიდან სწავლობს. შეიძლება ქმართან ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ ჩემი პირობებით? ეს მადარდებს. თუ საქმე ისე ცუდადაა, რომ შესანარჩუნებელი არაფერია?