ქმრის დედასთან და ბებიასთან ერთად ახალ სახლში გადავედით და აქ დაიწყო

1237

6 წლის წინ მამაკაცი გავიცანი. ნაქირავებში ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ცალ–ცალკე ბიუჯეტი გვქონდა. ყველა ხარჯს შუაზე ვყოფდით. ავად თუ კარგად, ვცხოვრობდით: ფულს ვშოულობდით, გეგმებს ვადგენდით. ჩემი მამაკაცის იდეა იყო სახლის ყიდვა და იქ დედასთან, ბებიასთან და მომავალ ცოლთან ერთად ცხოვრება. ვფიქრობდი: კარგი ხალხია, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ცდა შეიძლება.

ბევრი ვიშრომეთ და ფული შევაგროვეთ. 25% ვასესხე, სახლი შევარჩიეთ და ვიყიდეთ. არავისზე მინდა ვიყო დამოკიდებული, ამიტომ ასე გადავწყვიტე: სახლს თავისთვის ყიდულობს, მე ჩემით ბინას ვიღებ, ყველას რომ თავისი „ბუდე“ ჰქონდეს, ყოველი შემთხვევისთვის. ასეთია ცხოვრება.

ქმრის დედასთან და ბებიასთან ერთად სახლში გადავედით და მივხვდი, რომ ჩვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. ადრე 24 საათი მარტო ვიყავით. ერთმანეთში ვიძირებოდით: ერთად გაღვიძება, ჩახუტება, „დაბანა“, ყავა, სამსახური, დასვენება, ჰობი, სასიამოვნო აბაზანა, საჭმლის მომზადება – მთელი 6 წელი ყველაფერს ერთად და სიამოვნებით ვაკეთებდით!

ახლა ამას ვერ ვაკეთებ! კეკლუცობა, არშიყობა, ხუმრობა არ შემიძლია. ეს მტკივნეულია: ხუმრობის გარეშე კოვზით ორმო დაუყონებლივ შეგიძლია ამოთხარო. ვგრძნობ, რომ სცენაზე ვარ და მაყურებელს უნდა მოვეწონო, მაგრამ ეს მაყურებელია დედა და ბებია.

ადრე მათ თვეში ერთხელ ვხვდებოდი და მაშინ ჩემთვის წმინდანები იყვნენ: ყველას ყველა უყვარს, აღმერთებს და ენატრება. ისინი მიყვარდა, როცა ცალ–ცალკე ვცხოვრობდით. ახლა ვღიზიანდები, როცა დედასთან და ბებიასთან ერთად ვარ!

ახალი სახლი, ახალი ავეჯი და მოწყობილობა ერთად ვიყიდეთ. მე და ჩემმა შეყვარებულმა 50/50 გადავიხადეთ, ერთად ცხოვრებას ვგეგმავთ. აი, დედამისი ამბობს, რა მოსწონს და რა არა. ცოტა უსიამოვნოა. ცხვირს აბზუებს და ხანდახან პატარა ბავშვივით კაპრიზობს. ბებიაც. არა მხოლოდ მე, ჩემი ქმარიც (ასე ვუწოდებ) შოკირებულია.

მაგრამ ყოველთვის ასე იყო: ვინც იხდის, მუსიკას ის უკვეთავს. კარგი, სახლი ჩემი არაა, მაგრამ მოწყობილობაში ინვესტიციას ვდებ და ბუნებრივია მინდა თავი ვიგრძნო ამ სახლის დიასახლისად. სულ კომპრომისებზე წასვლა, დედის და ბებიის აზრის გათვალისწინება მიწევს.

მოკლედ, ერთად ცხოვრება ბედის საჩუქარია! 40 წუთის წინ, როცა ამ ტექსტის დაწერა დავიწყე, ვფიქრობდი, როგორ ვიყიდი ბინას და ჩუმად გადავალ მარტო საცხოვრებლად. დისკუსიის და ურთიერთობის გარკვევის გარეშე. წყენის და უთანხმოების გარეშე. ახლა ვფიქრობ, როგორი მაგრები არიან: დედა, ბებია და ჩემი საყვარელი ადამიანი, რომლებმაც ახალმოსახლეობა აღნიშნეს და მხარზე გაწოლილი ხმამაღლა ხვრინავენ.