5 ფრაზა, რომელსაც ამბობს მხოლოდ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი. შეამოწმეთ საკუთარი თავი

1135

ზოგჯერ ადამიანთან საუბრისას მაშინვე ვხვდებით, რამდენად საინტერესოა მასთან ურთიერთობა. ხშირად ამის განსაზღვრაში გვეხმარება სპეციალური ფრაზები, რომლებსაც მხოლოდ ჭკვიანი და ნაკითხი ადამიანები ამბობენ.

საიდუმლო არაა, რომ ემოციური ინტელექტის მაღალი დონე გვეხმარება სიმაღლეების ადვილად მიღწევაში, საღად მოაზროვნე ხალხის შემოკრებაში და ლიდერული ენერგეტიკით ავსებაში. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერესოა: მათ უტოლდებიან, მიბაძვას ცდილობენ, უკეთესები და უკეთესები ხდებიან.

მაღალი ინტელექტი დიდი საჩუქარია, რომელიც გვეხმარება თავდაჯერებულებმა ვიაროთ ცხოვრებაში და საუკეთესოებთან ურთიერთობა მარტივად შევძლოთ. ასეთი მშვენიერი უნარის მფლობელის გამოვლენა მარტივად შეგიძლიათ მათი მეტყველებით, კერძოდ 5 ფრაზით, რომელთაც ყოველთვის ამბობენ.

„დამნაშავე ვარ“

შეცდომების აღიარების უნარი ძლიერების ხვედრია. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებმა იციან, რომ პატიების თხოვნა სირცხვილი არაა, პირიქით, მოითხოვს დიდ გაბედულობას, რომელიც თავს უფრო ძლიერად გაგრძნობინებთ. პირველ რიგში, ამ სიტუაციიდან გაკვეთილს სწავლობს და მომავალში დიდ ძალისხმევას იღებს, რომ მსგავს უღიმღამო შედეგს თავი აარიდოს. პატიებას არასდროს ელოდება: მისი საქმეა პატიება ითხოვს და თანამოსაუბრისგან საპასუხოს მიღების ლოდინში არ ჩაიძიროს.

„დრო მჭირდება“

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი არასდროს დაფრთხება და გულწრფელად აღიარებს, თუ რაიმე საკითხის მოსაგვარებლად მეტი დრო სჭირდება. მთელი საკითხის სიღრმისეულად შესწავლაზე მეტ დროს დახარჯავს, ვიდრე რამდენიმე წუთში დასკვნას გამოიტანს და ზედაპირულ ანალიზზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას მიიღებს.

უფრო მეტიც, ჭკვიანი და გონიერი ადამიანი პერფექციონიზმისკენ მიდრეკილი არაა. პატარა გამარჯვებები გულწრფელად ახარებს და ერთ დღეში მთელი სამყაროს დაპყრობას არ ცდილობს. მთელი მისი მოქმედება ეტაპობრივია, ფიქრები ფხიზელი, რადგან ყოველთვის ახსოვს მარტივი კანონი: იდეალისკენ მარადიული სწრაფვა ყოველთვის გაიძულებთ, თავი დამარცხებულად იგრძნოთ.

„ჩვენ, ყველა ცოცხალი ადამიანები ვართ“

ვიღაც ერთ საქმეში საუკეთესოა, ვიღაცას კი ამ საქმეში არაფერი ესმის, მაგრამ რაღაც სხვა საქმეში ნამდვილი გენიოსია. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანმა იცის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს პატივი უნდა სცეს და საკუთარი გრძნობების მიმართ ზრუნვა გამოხატოს. საკუთარ თავთან კარგი დამოკიდებულება სისუსტე არაა. ის უსიამოვნებებს და ყველა ნეგატიურ გრძნობას განიცდის, მაგრამ მათზე არასდროს გაჩერდება. წინ მომავალი მიღწევები ელის და ამის შესახებ იცის, ამიტომ აქვს, საით ისწრაფვოდეს.

„ჯანდაბას შენი თავი“

ერთი შეხედვით, არც ისე ინტელექტუალური ფრაზაა, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ერთ–ერთი მთავარი მარკერია. სწორი სარკაზმი ჭკვიანი ადამიანის თვალსაჩინო ნიშნად ითვლება. ხუმრობის ხელოვნების დაუფლება მარტივი არაა, ამიტომ ის, ვინც კომიკურ ფრაზებში მარჯვედ ოპერირებს, აქვს კრეატიული გონება, რომელიც ნებისმიერი კარის გაღების საშუალებას აძლევს და ხალხს მაგნიტივით იზიდავს.

„დეტალურად მიამბე“

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი კარგი მსმენელია. იმის მიუხედავად, რომ ხშირად თანამოსაუბრეზე გაცილებით მეტი იცის, ეს უკანასკნელი უფრო აქტიურად საუბრობს. საქმე იმაშია, რომ მაღალი IQ–ის მქონე ადამიანი არასდროს წყვეტს სწავლას და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენას. ცდილობს, ბევრ სხვადასხვა აზრს გაეცნოს, რომ სხვებს ადვილად გაუგოს და სამყაროს საერთო სურათი შექმნას. თანამოსაუბრის ნაამბობისადმი მსგავსი ინტერესი იწვევს თბილ რეაქციას და თავს ოდნავ უკეთ აგრძნობინებს. ყველა გამარჯვებულია!