12 ეფექტური ხრიკი, რომელიც სიბერის მოტყუებაში დაგეხმარებათ

750

ექსპერტებმა განმარტეს, რა ახდენს გავლენას ორგანიზმის ნაადრევ დაბერებაზე, და ამბობენ, როგორ გავახანგრძლივოთ ახალგაზრდობა.

ჩვენ, ყველა დროდადრო მოახლოებულ სიბერეზე ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, თითოეულ ასაკს აქვს თავისი უპირატესობები, მაგრამ ახალგაზრდობაში მაინც უფრო მეტია. დიდხანს რომ შეინარჩუნოთ კარგი ფორმა და დააბრმავოთ სხვები თვალისმომჭრელი გარეგნობით, უნდა იცოდეთ რამდენიმე ფაქტი დაბერების პროცესზე და შეინარჩუნოთ ტონუსი სპეციალური უნარებით, ცხოვრების წესით და კოსმეტოლოგიით. Vivien გიზიარებთ პრინციპებს, რომლებიც ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ.

რატომ ვბერდებით და როგორ ვებრძოლოთ

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ბერდება, რადგან დროთა განმავლობაში მისი ფუნქციონალური შესაძლებლობები და გარემოს ნეგატიურ ზემოქმედებასთან შეწინააღმდეგის უნარი მცირდება. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენ დაბერებას ნაადრევად ვიწყებთ, ამიტომ უნდა არსებობდეს მეთოდები, რომლებიც ამ პროცესს შეანელებენ.

დამტკიცებულია, რომ ჩვენი ორგანიზმის რესურსები 100-120 წლის ცხოვრებისთვის საკმარისი შეიძლება იყოს. ამის მიუხედავად, ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით, სიბერე უკვე 60 წლისას დგება.

სიბერის პირველი ნიშნები სახეზე ჩნდება. კოსმეტოლოგი ოლგა ფილკოვა, ამის მთავარ მიზეზად ასახელებს კანის გაუწყლოებას, ულტრაიისფერ გამოსხივებას და არასწორად შერჩეულ მოვლის საშუალებებს. ჩვეულებრივ, 25-40 წლის ასაკი არის პერიოდი, როცა ყველა ასაკობრივი ცვლილება სტაბილიზდება. 40 წლის შემდეგ ხდება ჰიალურონის მჟავის შემცველობის ფიზიოლოგიური შემცირება და ქალის სასქესო ჰორმონების ბალანსის ცვლილება.

ფიზიოლოგი ილია მეჩნიკოვი ნაადრევ დაბერებაზე საუბრობს და თვლის, რომ ეს პროცესი ბაქტერიების მეტაბოლური პროდუქტებით ინტოქსიკაციის შედეგია. სუსტი იმუნიტეტი ტოქსინებს ეფექტურად ვეღარ გამოდევნის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების გაქრობას ხელს უწყობს.

იმუნოლოგიის პროფესორის კალუდია ფრანჩესკას კვლევამ „ანთებითი დაბერების“ თეორიის გამოვლენა გამოიწვია. მის თანახმად, დაგროვებული ბიოლოგიური ნაგავი, სტრესი და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა იწვევს ქრონიკულ ანთებით პროცესებს. თავის მხრივ, ეს იწვევს ასაკობრივ დაავადებებს, ესაა ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგია, დემენცია და სხვა.

დაბერების ფუნდამენტური იდეა (უჯრედულ დონეზე დაზიანების დაგროვება) ადასტურებს, რომ დაბერებას ქრონიკულ უსიამოვნებებთან საერთო გენეტიკური ხასიათი აქვს. გამოდის, თუ კაციობრიობა თავისი რესურსების რაციონალურად გამოყენებას ისწავლის, სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელი იქნება.

კოსმეტოლოგი ოლგა ფილკოვა განმარტავს, რომ სიბერეს იწვევს ფიზიოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული შინაგანი ფაქტორები, როგორიცაა მემკვიდრეობა და მენოპაუზური დაბერება.

„მენოპაუზის პერიოდში ქალის სასქესო ჰორმონების დეფიციტი კანის დაბერებას აჩქარებს ეპიდერმისის ატროფიის და დერმის ელასტიური ბოჭკოების დაზიანების გამო. ჰორმონების დეფიციტის აღდგენაში გვეხმარება ბიოაქტიური დანამატები ფიტოესტროგენებით. ისინი რეგულარულად უნდა მიიღოთ“ – თვლის სპეციალისტი.

ადამიანი თავად იკლებს სიცოცხლის წლებს ალკოჰოლის დალევით, სტრესით და მოწევისგან ინტოქსიკაციით. კოსმეტოლოგის თქმით, კანის გამაღიზიანებელი ან შეუფერებელი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება დაბერების პროცესს აჩქარებს.

როგორ გვეხმარება კოსმეტოლოგია

კოსმეტოლოგი 25-40 წლის ადამიანებს ურჩევს, რომ სწორად დაიტენიანონ კანი, დაიცვან მზისგან, გამოიყენონ კრემი ანტიოქსიდანტებით და შეინარჩუნონ კანის ბუნებრივი ლიფტინგი. მისი მოსაზრებით, ეს საუკეთესო ასაკია, როცა პროცედურისგან მაქსიმალური ეფექტი შეგიძლიათ მიიღოთ. ექსპერტი გთავაზობთ ესთეტიკურ მოვლას, ხელით და აპარატით მასაჟს, აპარატულ გაახალგაზრდავებას.

„სახლში მოვლის საშუალებები სწორად უნდა შეირჩეს. თუ გამოხატულია მიმიკური ნაოჭები, შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემი მიორელაქსანტებით ან გაიკეთოთ ბოტულოტოქსინის ინექციები. ასე მიმიკური ნაოჭების სტატიკურზე გადასვლას შეანელებთ, რომელიც მშვიდ მდგომარეობაშიც ჩანს და გვაწუხებს“ – განმარტავს ოლგა.

40 წლის შემდეგ ჩნდება ნაოჭები, ჰიპერპიგმენტაცია, კუპეროზი, ცხვირ–ტუჩის ნაკეცები, სახის კონტურები გამოკვეთილი აღარაა. ამ პერიოდში რეკომენდებულია კანის სტიმულაცია, რადგან განახლების პროცესები შენელებულია, კოსმეტიკური დეფექტების კორექცია, სახის, ყელის და დეკოლტეს დაჭიმვა, მიმიკური ნაოჭების კორექცია ბოტულოტოქსინით და ნაკეცების კორექცია ფილერით, ქსოვილების მოცულობის დაბრუნება მოცულობითი მოდელირების ხარჯზე.

პროდუქტები, რომლებიც გვაბერებს

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ არასწორი კვება ორგანიზმის დაბერების პროცესს ხელს უწყობს. საქმე იმაშია, რომ პროდუქტები გვაძლევს არა მხოლოდ ენერგიას და საშენ მასალებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ვიტამინების სახით. საკვებს შეუძლია ორგანიზმის დაჟანგვა ან გატუტოვნება. ეს პროცესები დაბერების ძირითადი მიზეზია და შემდეგნაირად ხდება: უჯრედშორისი სივრცის დაჟანგვისას უჯრედშიდა ფუნქციები მცირდება. უჯრედები კვდება ან მათი მუშაობა მცირდება.

პროდუქტების სიაში, რომელსაც ჩვენთვის სარგებელი არ მოაქვს, პირველ ადგილზეა სწრაფი ნახშირწყლები. ისინი არა მხოლოდ ნივთიერებათა ცვლას ანელებენ, არამედ იმუნიტეტს ამცირებენ. ხილის ჭარბი მოხმარებაც ნაადრევ დაბერებას იწვევს. ფრუქტოზის ზრდა ინსულინის დატვირთვას ზრდის და ორგანიზმი იჟანგება.

წყლის არასაკმარისი მიღებაც ახალგაზრდობის პერიოდის შემცირებას აჩქარებს. წყლის დეფიციტი საკვებში და საკვების მიღებებს შორის ინტოქსიკაციის პროცესს იწვევს: უჯრედები არ ირეცხება, ტოქსინები გროვდება.

კვების წესები დაბერების საწინააღმდეგოდ

ასაკთან ერთად ყველა ადამიანი უფრო ტუტე კვებაზე უნდა გადავიდეს. ასეთ დიეტაში ბოსტნეული ჭარბობს. ის ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს, უმი, მოხარშული, ჩაშუშული. იდეალურია, თუ დღეში მათი მოცულობა კილოგრამს აღწევს. სასარგებლოა ბოსტნეულის და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შემცველი მცენარეული ზეთის კომბინაცია. ომეგა 3 ახალგაზრდობის ელექსირია.

და პირიქით, ომეგა 6–ის, რომელსაც, ძირითადად, ცხოველური ცხიმები შეიცავს, მიღება უნდა შეამციროთ. ცილებისგან თეთრი ხორცი იდეალურია. ასაკთან ერთად მენიუში წითელი ხორცის რაოდენობა უნდა შემცირდეს. ყველის, რძის და ხაჭოს ჭარბი რაოდენობით მიღებაზეც უარი უნდა თქვათ. იდეალურია, თუ რაციონში შესული იქნება სხვადასხვა ბოსტნეული და მარცვლეული. ისინი ნაწლავების მიკროფლორაზე დადებითად მოქმედებენ.

ჩვევები ბავშვობიდან, რომლებიც დაბერებას აჩქარებენ

ბავშვი უფროსის რჩევას ყოველთვის უსმენს, მაგრამ თუ ძველი სკოლის ადამიანები არიან, ბავშვს მოძველებული რწმენა შეიძლება ჩაუნერგონ. ასეთი რწმენა, როგორც თაობიდან თაობაზე გადაცემული მავნე ჩვევები, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

მოსწავლის საყვარელი პოზა გაიხსენეთ, სახის ჩამოდება ერთ ან ორივე ხელზე. თუ ბავშვი ამას მუდმივად აკეთებს, აუხსენით, რომ ეს სახის კანის მდგომარეობაზე ცუდად აისახება. თუ დამღუპველ ჩვევას დროულად არ მოაშორებთ, შეიძლება დააჩქაროთ პირველი ნაოჭების გაჩენა და კანის ნაადრევი ჩამოწელვა თავის ქალას ძვლების და საღეჭი კუნთების დონეზე, რაც ასიმეტრიის წარმოქმნას გამოიწვევს.

უმჯობესია, თუ ფეხი–ფეხ გადადებული არ დაჯდებით. ამ პოზას მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვს, მოხერხებულობა. მინუსები გაცილებით ბევრია: ვარიკოზი, ცელულიტი, მენჯის გამრუდება, შეშუპება, გინეკოლოგიური პრობლემები და ბევრი სხვა. ფეხი–ფეხ გადადებული ჯდომისას სხეულის ქვედა ნაწილიდან ლიმფის და ვენური სისხლის ნორმალური გადინება ირღვევა, რაც სტაგნატურ პროცესებს იწვევს. ეს პოზა როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის საშიშია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს