დაღლილობა და ტკივილი კიდურებში შაქრის ძალიან მაღალ დონეზე მიუთითებს

998

თერაპევტი ალექსანდრა ბელოვა საუბრობს, როგორ რეაგირებს ადამიანის სხეული სისხლში შაქრის ძალიან მაღალ დონეზე.

ყველა ზრდასრულმა ადამიანმა, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, უნდა იცოდეს, რამდენია შაქრის რაოდენობა სისხლში. ხშირად სისხლში შაქრის დონეს დიაბეტზე ეჭვის შემთხვევაში ამოწმებენ. ამავდროულად, თუ სისხლში შაქრის დონე ნორმის საზღვრებს სცდება, ორგანიზმი სიგნალს იძლევა. ამის შესახებ თერაპევტი ამბობს.

თერაპევტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სხეულის მდგომარეობის შემდეგმა ცვლილებებმა ყურადღების დაძაბვა უნდა გაიძულოთ.

ტუალეტში ხშირი გასვლა. სისხლში შაქრის მაღალი დონის შემთხვევაში ორგანიზმი ჭარბი რაოდენობის გამოდევნას შარდით ცდილობს. ამის გამო ტუალეტში ვიზიტი იზრდება, თან როგორც დღისით, ასევე ღამით. თავის მხრივ, სითხის ინტენსიური დაკარგვა ძლიერ წყურვილს იწვევს.

მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. შაქრის მაღალი დონე სისხლს ასქელებს, რაც სისხლის მიმოქცევას ანელებს. სისხლს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მეტი დრო სჭირდება, შედეგად, უჯრედები საჭირო მკვებავ ნივთიერებას საკმარისად სწრაფად ვერ იღებს. ეს კი დაღლილობას იწვევს.

„თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას და მოთენთილობას, ეს სისხლში შაქრის მაღალ დონეს შეიძლება უკავშირდებოდეს“.

თვალები იტანჯება. მხედველობის მოულოდნელი დაბინდვა, კითხვისას წარმოქმნილი პრობლემები ან მხედველობის სხვა არახელსაყრელი ცვლილება შეიძლება მიუთითებდეს დიაბეტურ რეტინოპათიაზე, რომელიც ჰიპერგლიკემიასთან მჭიდრო კავშირში ვითარდება.

ტკივილი კიდურებში. სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს ნერვების დაზიანებას, რომელიც ცნობილია, როგორც დიაბეტური ნევროპათია. მის განვითარებას ახლავს სხვადასხვა უსიამოვნო შეგრძნება კიდურებში, ჩხვლეტა, ტკივილი, წვა, შეშუპება.

მეხსიერების გაუარესება. თერაპევტის თქმით, ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ ჰიპერგლიკემიამ უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს კოგნიტურ ფუნქციებზე. მაგალითად, აზროვნების პროცესი, დამახსოვრება გააუარესოს. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ სისხლში შაქრის მაღალ დონეს უკავშირდება ტვინის ასაკობრივი დაქვეითება და დემენციის განვითარება.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო  ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.