ტემპერატურის სხვაობა, რომელიც ზაფხულში შენობაში კონდიციონერის გამო ჩნდება, ინფარქტის რისკს ზრდის. ამის შესახებ კარდიოლოგი ოლგა კოზლოვა საუბრობს.
კარდიოლოგი აღნიშნავს, რომ ცხელი ამინდი (განსაკუთრებით მაღალი ტენიანობის პირობაში) ნეგატიურად მოქმედებს ბევრ ადამიანზე, პირველ რიგში, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ან დარღვევების მქონე ადამიანებზე.
„ტემპერატურის მატებისას გულისცემა ხშირდება, წნევა იზრდება, სისხლძარღვები ფართოვდება, რაც ქვედა კიდურების შეშუპებას იწვევს. აქედან მოდის შეუძლოდ ყოფნა, სისუსტე. ჭარბი ოფლიანობის გამო იკარგება ბევრი სითხე, მიკროელემენტები კალიუმი და მაგნიუმი, რამაც გულის რითმის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს“ – ამბობს ექიმი.
კარდიოლოგი ყურადღებას ამახვილებს სიცხეში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების საფრთხეზე, რომელიც წარმოიქმნება, მაგალითად, როცა ადამიანი კონდიციონერით გაგრილებული შენობიდან სიცხეში ქუჩაში გადის. კოზლოვა გვაფრთხილებს, რომ კონდიციონერით შექმნილი ტემპერატურის სხვაობა ინფარქტის რისკს ზრდის.
„როცა გახურებული ადამიანი კონდიციონერის ან ვენტილატორის ქვეშ ჯდება, სისხლძარღვების რეფლექსური სპაზმი შეიძლება მოხდეს. ეს, თავის მხრივ, სტენოკარდიის ან უკიდურეს შემთხვევაში მიოკარდიუმის ინფარქტის საფრთხეს ქმნის“ – განმარტავს კარდიოლოგი.
ექიმი ამატებს, რომ ამ მიზეზით ზაფხულში გახურებულ მდგომარეობაში ცივი წყლის დალევას ან ცივ წყალში ბანაობას უნდა მოერიდოთ.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.