სინამდვილეში, რა აღიზიანებთ კაცებს ქალების გარეგნობაში: სპეციალური გამოკითხვა

1364

კითხვა, რა არ მოსწონთ კაცებს ქალების გარეგნობაში, სხვადასხვა კვლევის ობიექტი არაერთხელ გახდა. გადავწყვიტეთ, სხვის ანგარიშებს არ ვენდოთ და დამოუკიდებლად გავარკვიოთ, რა აღიზიანებთ კაცებს ქალების გარეგნობაში. ბევრი პასუხი პროგნოზირებადი იყო, მაგრამ ზოგიერთმა გულწრფელად გაგვაოცა.

მსგავსი თემა კაცებს ჩიხში აქცევს: ყველას არ შეუძლია ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვას სწრაფად უპასუხოს. ტყუილად არ ირწმუნებიან ფსიქოლოგები, რომ გაცნობიდან რამდენიმე წუთში ქალმა და კაცმა ქვეცნობიერად იცის, თანამოსაუბრე სექსუალურად მიმზიდველია თუ არა. გამოდის, თავიდან ერთმანეთს გარეგნობით ვაფასებთ. აქ შესაფერისია ძველი კეთილი ანდაზა: „ხვდებიან ტანსაცმლით, აცილებენ გონებით“.

„ადამიანის გაცნობისას ხშირად პირველად მის გარეგნობას ვაფასებთ. ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება იქმნება არავერბალური სიგნალებით (ხმის ტონი, პოზა, ხედვა) და მხოლოდ ამის შემდეგ ვაქცევთ ყურადღებას ბუნებრიობას ან „ხელოვნურობას“. მეტყველების მანერა, ჟესტები ჩვენი ცნობიერი და ქვეცნობიერი ამაზე რეაგირებს. ეს სიგნალები მშობლებისადმი ჩვენი ურთიერთობის ანარეკლია. უხეშად რომ ვთქვათ, სიყვარულსა და ზრუნვაში გაზრდილ გოგონას თავის მიმზიდველობაში ეჭვი არ ეპარება (ნებისმიერი გარეგნული მონაცემით) და ამას სხვებს გადასცემს. მას, ვისაც არ ამჩნევდნენ ან აუფასურებდნენ, ეცდება კარგი ურთიერთობის მიღებას, თან სხვისი გემოვნების ხელმძღვანელობით.

მეორე მხრივ, არსებობს მამაკაცი მსგავსი თავდაუჯერებლობით, რომელიც თავის აუტოაგრესიას სხვების გაუფასურებით „ნიღბავს“. საუბრობს ფართო თეძოების დაუშვებლობაზე, ზომავს მკერდის ზომას ხელისგულით და უფლებას აძლევს საკუთარ თავს სხვის გარეგნობაზე ფსევდოექსპერტული მოსაზრებები გამოთქვას. ეს სამწუხარო და უსამართლოა, რადგან არ არსებობს უნივერსალური ფორმულა და ყველას უფლება აქვს იყოს ისეთი, როგორიც სურს იყოს ამ მომენტში, და გააკეთოს ეს სხვისი აზრის გათვალისწინების გარეშე“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი ანასტასია მილკე.

რა აღიზიანებთ კაცებს ქალების გარეგნობაში? გამოკითხვაში 100–ზე მეტი რესპოდენტი მონაწილეობდა, ყველაზე უფროსი 52 წლის იყო, უმცროსი – 19 წლის. პასუხების ფორმა იყო ღია, თავისუფალი, მზა ვარიანტები არ ჰქონდათ. თითოეული თავის მოსაზრებას ასაბუთებდა. პირდაპირ პასუხების სიაზე გადავიდეთ. დავიწყოთ ყველაზე პოპულარულით.

1. მანიკიური

  • ძალიან გრძელი ფრჩხილები წვეტიანი წვერებით.
  • ფერადი მანიკიური ისრებით გრძელ ფრჩხილებზე.
  • მოკლე ფრჩხილები, თითქოს დაკვნეტილი, ნახევრად აცლილი ლაქი და ნუნა.
  • შესამჩნევნად გაზრდილი მანიკიური.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რესპოდენტებს შორის ყველაზე პოპულარული პასუხი იყო მანიკიური. აღმოჩნდა, რომ კაცები ქალების ხელებს დიდ ყურადღებას აქცევენ.

კაცებს ეს ტრენდი სასაცილოდ მიაჩნიათ. უმეტესობა მათგანი ვერ ხვდება, როგორ ახერხებს ქალი ელემენტარული მოქმედების შესრულებას, როცა ასეთი „კლანჭები“ აქვს. „როგორც მინიმუმ მოუხერხებელია, მოძრაობას აფერხებს და ცხოვრებას ხელს უშლის. თან უშნოა და ქალს საშინელებათა ფილმის პერსონაჟად აქცევს“ – გულწრფელად უკვირთ რესპოდენტებს. აღნიშნავენ, რომ მოკლე, დაკვნეტილი ფრჩხილები აქერცლილი ლაქით, როგორც ძალიან წამოზრდილი მანიკიური, მათში ენთუზიაზმს არ იწვევს.

2. მაკიაჟი

  • ტონალური კრემის შესამჩნევი ფენა, თუნდაც ბუნებრივი სიკაშკაშის იმიტაცია ჰქონდეს.
  • ძალიან ფერადი, არაბუნებრივი მაკიაჟი ფერადი ჩრდილებით და ბზინებით.

ეს პუნქტი საკმაოდ პროგნოზირებადი იყო. კაცები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ბუნებრივი სილამაზე მოსწონთ, ხოლო როგორ აღწევს ქალი ამ „ბუნებრივ“ სილამაზეს ბევრმა არ იცის. ასე ვფიქრობდით, მაგრამ ზოგიერთმა რესპოდენტმა გაგვაოცა. ისინი დარწმუნებით აცხადებენ, რომ ქალის სახეზე კარგად ხედავენ ტონალურ კრემს, პუდრას, რუმიანას და სხვა დანარჩენს მაშინაც კი, რომ ეს ყველაფერი ზომიერად გამოყენებულია და ქალის ბუნებრივ სილამაზეს მხოლოდ ხაზს უსვამს. გამოკითხულთა თქმით, ყველაზე მეტად არ მოსწონთ „ნარინჯისფერი ნიღბის“ ეფექტი, რომელიც ნიკაპის დონეზე მთავრდება, ხოლო კისერი და ყურები მკრთალი რჩება. ბევრს ფერადი ჩრდილები და უხვი ბზინებიც არ მოსწონთ.

„საშინელებაა, როცა მასზე ტონალურის და სხვა „თაბაშირის“ ისეთი ფენაა, რომ სახეზე შეგიძლიათ დაწეროთ სიტყვა „მიშველეთ““ – აღნიშნავს 37 წლის მამაკაცი სანდრო.

3. ტუჩები

  • ფილერებით დასიებული უზარმაზარი ტუჩები.
  • ტუჩების შესამჩნევი ტატუაჟი.

დარწმუნებული ვიყავით, რომ ფილერების ბოროტად გამოყენება ამ სიაში ლიდერი გახდებოდა, მაგრამ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. გაირკვა, რომ გამოკითხულები ინექციით და პლასტიკური ქირურგიით გარეგნობის ხარისხიანი კორექციის წინააღმდეგი არ არიან. მხოლოდ უკიდურესობა არ მოსწონთ: „ნებისმიერი, თუნდაც უთხელესი ტუჩები უკეთესია, ვიდრე გიგანტურად დასიებული“. ხაზს უსვამენ, რომ ბოლო დროს ქალები თავად ვარდებიან უკიდურესობაში, ცდილობენ გალამაზდნენ და კაცებს ეს არ მოსწონთ.

4. “ხელოვნური“ წარბები

  • ზედმეტად შეღებილი წარბები მკაფიო არაბუნებრივი ფორმებით.
  • წარბების ტატუაჟი.
  • ზედმეტად ფართო, გაბურძგნილი წარბები ნახევარ სახეზე.

მოდამ ქალების წარბებს არაერთხელ უხეშად გადაიარა: ის იყო სქელი და გაბურძგნილი, ძაფივით წვრილი, ნახევარი მთვარის ფორმის, შეღებილი და ა.შ. ამ ყველაფერს კაცი ამჩნევს. გასაოცარია, მაგრამ დაკვირვებულები მაშინვე ამჩნევენ, როცა ქალი უკიდურესობაში გადავარდნილია. მათი თქმით, ბუნებრივი, მოვლილი წარბები, რომლის ზომა და ფორმა სახესთან ჰარმონიაშია, საუკეთესოა.

„გულწრფელად, ვერ ვხსნი სუპერ ფართო და სხვადასხვა მხარეს დავარცხნილი წარბების ფენომენს. რაშია საქმე? და ტატუაჟი, რომელიც შემდეგ ლურჯდება? მაპატიონ ქალებმა, მაგრამ ეს უკვე ძირია“ – აღნიშნავს 40 წლის როდიონი.

 5. წამწამები

  • ძალიან გრძელი და სქელი ჩამატებული წამწამები.
  • მიწებებული წამწამები, რომელიც ქუთუთოს შორდება.
  • ზედმეტად შეღებილი წამწამები, რომლებიც ხოჭოს ფეხებივით გამოიყურება.

„სერიოზულად ფიქრობთ, რომ არაბუნებრივად სქელი, გრძელი და აპრეხილი წამწამები ლამაზია? ყოველთვის, როცა ამას ვხედავ, ხოლო დღეს გოგოები ასეთი გარეგნობით საკმარისზე მეტია, ერთი კითხვა მებადება: არ იქაჩება ქუთუთოები ასეთი სიმძიმით?“ – ამბობს 20 წლის ვანო.

ბევრი რესპოდენტი აღნიშნავს, რომ ასეთი წამწამები ბიჭებს აფრთხობს, რადგან მისი მფლობელი თოჯინას ჰგავს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კაცები ძალიან მოცულობით და შეღებილ წამწამებზე საუბრობენ.

6. სახეზე თმა

  • ბუსუსები ზედა ტუჩის ზემოთ.
  • ბაკენბარდები და თმა კისერზე.

ეს მტკივნეული თემაა არა მხოლოდ რესპოდენტებისთვის, არამედ ბევრი ქალისთვის, რომლებიც სახეზე არასასურველ თმას ყოველდღე ებრძვიან. კაცები აღიარებენ, რომ მათზე ბუსუსები ქალის სახეზე ისე მოქმედებს, როგორც „რეპელენტი“.

„არავის წყენინება არ მინდა, მაგრამ ჩემთვის ეს საშინელებაა. ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე მომინდება ასეთ ქალთან მისვლა და გაცნობა“ – აღიარებს 25 წლის ანრი.

გამოკითხულები აღნიშნავენ, რომ დღეს არასასურველი თმის მოსაშორებლად ბევრი მეთოდი არსებობს, ამიტომ ბუსუსებს არსებობის უფლება არ აქვთ.

7. თმა

  • ჭუჭყიანი, ცხიმიანი თმა.
  • არაბუნებრივ ფერში შეღებილი თმა: ვარდისფერი, ლურჯი, იისფერი, მწვანე, ყვითელი და ა.შ.
  • მუქი ძირები ქერა თმაზე.

ამ პასუხში სისუფთავის პუნქტი ლიდერობს. კაცებს ეზიზღებათ, როცა ჭუჭყიან, ცხიმიან თმას ხედავენ, რადგან ეს არაჰიგიენურია. მათი თქმით, თმის სიგრძეს, ვარცხნილობას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც სისუფთავეს და მოვლილ იერს. ბევრისთვის არაბუნებრივი და მყვირალა ფერი ქალის გარეგნობაში უკუმბიძგებია. აქვე ხვდება წამოზრდილი მუქი ძირები ქერა თმაზე. არადა ბევრი ქალი ოსტატს ომბრეს ეფექტის გაკეთებას სპეციალურად სთხოვს.

8. სუნამო

  • უხვად დასხმული სუნამო.
  • ზედმეტად ტკბილი არომატი.

გამოკითხულთა მოსაზრება ქალის სუნამოს შესახებ გაიყო. ზოგი თვლის, რომ როგორიც არ უნდა იყოს სუნამო, ზომიერება უნდა იყოს დაცული. სხვები აღნიშნავენ, რომ ზედმეტად ტკბილი სუნამო თუნდაც მცირე რაოდენობით გულს ურევთ.

„ბარმენად ვმუშაობ და სხვადასხვა სტუმრის გარემოცვაში დიდ დროს ვატარებ. ქალები დახლთან ხშირად სხდებიან და ზოგჯერ ისე ხდება, რომ სანამ ერთ–ერთ მათგანს დავინახვ, მისი სუნამოს ძალიან მკვეთრ არომატს ვგრძნობ. არადა პირიქით უნდა იყოს, ქალმა უნდა დატოვოს ძლივს დასაჭერი საბურველი“ – თვლის 29 წლის თემური.

9. ოვერსაიზი

  • დიდი ზომის ტანსაცმელი, რომელშიც ქალი არ ჩანს.
  • ვებერთელა ფეხსაცმელი და ჩანთა.
  • ჯინსი–ბოიფრენდი.
  • ძალიან ფართო შარვალი.

როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე კაცები არც ისე უბრალოები არიან, როგორც შეიძლება ფიქრობდეთ. ოვერსაიზის მოდა რამდენიმე წელია როგორც კაცს, ასევე ქალს დიდი ზომის და სივრცის სიყვარულს ასწავლის. ქალებმა კაცებისგან განსხვავებით ტრენდი სწრაფად აიტაცეს. თითქმის ყველას ერთი ოვერსაიზი მაინც აქვს. ქალებს მოსწონთ, მაგრამ კაცებს არ აღაფრთოვანებთ.

„ამის ატანა უბრალოდ არ შემიძლია. ირგვლივ იყურები და ყოველ მეორეს უფროსი ძმის ან საერთოდ მამის ტანსაცმელი აცვია. ტანსაცმელი არა მხოლოდ ვებერთელა, არამედ უნისექსია. ზოგჯერ ძნელია გაარჩიო, ვინ მოდის ფართო ქურთუკში და შარვალში, ბიჭი თუ გოგო“ – აღშფოთებულია 44 წლის ილია.

10. ფეხსაცმელი

  • ფეხსაცმელი ფართო კვადრატული ცხვირით.
  • პატარა ქუსლი kitten heels.
  • ტანკეტი ფეხსაცმელი.

თუ გულუბრყვილოდ გჯეროდათ, რომ კაცები ქალის ფეხსაცმელზე ყურადღებას არ ამახვილებენ, იმედი უნდა გაგიცრუოთ, ყველაფერი პირიქით არის. რესპოდენტებმა ფეხსაცმლის საკითხში ცოდნით გაგვაოცეს. წარმოიდგინეთ, რა ღირს კაცისგან ისეთი სიტყვების მოსმენა, როგორიცაა ტანკეტი ფეხსაცმელი, წვრილი ქუსლი ან kitten heels. ეს ყველაფერი აღიზიანებთ. ამ სიას დაემატა ქუსლი ფართო კვადრატული ცხვირით, არადა ახლა მოდის პიკზეა. კაცების თქმით, ცოფდებიან, როცა ქალი ასეთ ფეხსაცმელს ატარებს მხოლოდ ტრენდის გამო, არამედ იმიტომ, რომ რეალურად უხდება.

„ასეთი არავის ალამაზებს. ეს ფეხსაცმელი გადაჭრილ მორს ჰგავს და ყველაზე ლამაზ ფეხსაც აუშნოებს“ – ირწმუნებიან რესპოდენტები.

11. პირსინგი და ტატუ სახეზე

ქალის სახე კაცების საყვარელი თემაა. ყველაფერი, რაც ამ ნაწილში შეგვიძლია დავინახოთ, მათი მხრიდან ყურადღებით შესწავლილია. უკვე ვთქვით, რომ კაცებს მოსწონთ ქალები „ბუნებრივი“ სილამაზით (ოღონდ ბუსუსების გარეშე).

რა თქმა უნდა, მათ სახეზე პირსინგის და ტატუს თემა არ გამორჩათ. წარბების და ტუჩების ტატუაჟზე არ ვსაუბრობთ. ამაზე მხოლოდ რესპოდენტთა მცირე ნაწილი საუბრობს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ დანარჩენს ამის წარმოდგენაც არ შეუძლია.

„სახეზე ტატუ და პირსინგიც მომწონს, მაგრამ როცა ეს ეპატაჟური რეპერის სახეზეა. ვფიქრობ, რომ ქალებს არ სჭირდებათ, მათ თვითგამოხატვისთვის კოსმეტიკა აქვთ“ – მსჯელობს 23 წლის გია.

12. სიარული

  • განიერი ნაბიჯები და ძალიან გამომწვევი სიარული, როგორც ეზოს ბიჭებს.

კაცებს საკუთარი აზრი აქვთ, როგორი უნდა იარონ ქალებმა. განიერი ნაბიჯები, ოდნავ გვერდზე მიბრუნებული ტერფები, ხელები ჯიბეში და მოხრილი ზურგი – ამ წარმოდგენაში არ შედის.

„არიან ბიჭური გოგოები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ამ მამაკაცურ ქცევას იღებენ. მიზეზ–შედეგობრივ კავშირში ჩაღრმავება არ მინდა, მაგრამ ეს, როგორც მინიმუმ, ასეთი ქალის ყურების სურვილს კლავს“ – აღნიშნავს 32 წლის ლევანი.

13. აწეული წელი „მკერდის ქვეშ“

  • მაღალწელიანი ჯინსი, შორტი, შარვალი, ქვედაბოლო

ალბათ, უდიდესი აღმოჩენააა. თითქოს, რა დააშავა აწეულმა წელმა, რომლის წყალობით ქალები ვიზუალურად იგრძელებენ ფეხებს, სილუეტს მოხდენილობას მატებენ და, საერთოდ, კომფორტულად იცვამენ. კაცები აქაც უკიდურესობაზე საუბრობენ, როცა წელი იმდენად აწეულია, რომ მკერდის ქვეშ „ჯდება“.

„როცა ვხედავ ქალს ასეთი ჯინსით, ვფიქრობ, რომ ტანი საერთოდ არ აქვს“. „ბევრს ასეთი მოდელი საერთოდ არ უხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბუნებრივად წელი გამოკვეთილი არ აქვს“. „თუ გინდა მომკალით, მაგრამ ასეთი ნივთი არ მომწონს, იყოს შუაზე მორგებული, რა არის ამაში რთული?“ – აღნიშნავენ გამოკითხულები.