5 რამ, რაც სსრკ–ში ქალის რეპუტაციას ლახავდა, დღეს კი საბაზისო გარდერობად ითვლება

1720

საბჭოთა წლებში ხელისუფლება მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი იყო. ქალებისთვის განსაკუთრებით მკაცრი ნორმები არსებობდა და ეს ყოველთვის ქცევის წესებს არ ეხებოდა.

თანამედროვე საზოგადოებაში ყველა ქალი თავის გამოჩენას ცდილობს. კაშკაშა ფერების კომბინაცია და მამაკაცის გარდერობიდან ნივთების სესხება არ აშინებს. ზედა და ქვედა ქუთუთოზე ისრები, რთული შეღებვა ან ტატუ ხელზე – ყველა თავად წყვეტს, რომელ სტილში გრძნობს თავს კომფორტულად  და ქმნის მას სხვისი აზრის გათვალისწინების გარეშე.

საბჭოთა კავშირში სულ სხვა სიტუაცია იყო. მაშინ ნებისმიერი თვითგამოხატვა, მით უფრო ქალისთვის, უმკაცრესად აკრძალული იყო. ქალები ერთნაირად იცვამდნენ, რომ არ გამორჩეულიყვნენ (საქმე მხოლოდ დეფიციტში არაა), იკეთებდნენ სტანდარტულ მაკიაჟს (ან საერთოდ ბუნებრივობას ანიჭებდნენ უპირატესობას) და თმის ღიად შეღებვაზე არც ფიქრობდნენ. გარდერობის ზოგიერთი ელემენტი უთქმელად აკრძალული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალი მიიღებდა სამსახურში საყვედურს ან სადარბაზოში ჭორიკანა ბებიების განმკიცხველ მზერას.

შორტი

ბრიჯი ან ბერმუდი, ჯინსის ან ტრიკოტაჟის – დღევანდელ მრავალფეროვნებაში ყველას შეუძლია მისთვის იდეალური დგომის და მასალის შორტი იპოვოს. მას ვიცვამთ ქალაქში და კურორტზე, ცხელ ამინდში მის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია. აი, სსრკ–ში მხოლოდ სპორტსმენების და ბავშვების სამოსად ითვლებოდა. მხოლოდ ვარჯიშის დროს ან ეზოში სეირნობისას იცვამდნენ.

ყოველდღიურად არც კაცის, არც ქალის გარდერობში მისასალმებელი არ იყო. ამბობდნენ, რომ მეამბოხეებს მკაცრად სიტყვიერად აფრთხილებდნენ „არასათანადო გარეგნობისთვის“.

სპორტული ფეხსაცმელი

ჩვენთვის ბოტასი და კედი საბაზისო ნივთია, რომელსაც ხშირად ვატარებთ. პირველ რიგში, მოსახერხებელია, მეორეც, მოდურია! დღეს მაღაზიებში იმდენად დიდი არჩევანია, რომ ყველას შეუძლია მისთვის იდეალური ვარიანტი იპოვოს როგორც გარეგნული მახასიათებლების, ასევე ბიუჯეტის გათვალისწინებით.

ბოტასი გვაცვია ჯინსთან, კაბასთან და მკაცრ შარვალ–კოსტიუმთანაც, რომ სტილი უფრო თავისუფალი და კომფორტული გავხადოთ.

საბჭოთა მოქალაქეებს ამ ფეხსაცმლის შესახებ სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდათ. კედი მხოლოდ სპორტულ ატრიბუტად ითვლებოდა, რომლის დახმარებით სტადიონზე უნდა ევარჯიშათ. ქუჩაში სასეირნოდ არ იყო განკუთვნილი. ძირითადად, მიღებული იყო ელეგანტური ფეხსაცმელი ბრტყელი ფორმით და პატარა ქუსლით. მოგვიანებით, ჩაცმის პრინციპი ოდნავ შეიცვალა, მაგრამ გუშინდელი მკაცრი სპორტული ფეხსაცმლის ფასი იკბინებოდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა ლეგენდარული Abibas და Fike, ხოლო ვინც „ორიგინალის“ მოპოვებას ახერხებდა, შეძლებულად ითვლებოდა.

კაბა პერანგი

პერანგი საბჭოთა ქალის გარდერობში აუცილებელი ნივთი იყო. მას მთავარი კაბის ქვეშ ან სახლში საღამურად იცვამდნენ. აი, აზრი, რომ ამ კაბით ქუჩაში გასულიყვნენ, არავის მოსვლია. ეს დღეს შეგვიძლია ჩავიცვათ პერანგი, ზემოდან მოვიცვათ მამაკაცის სტილის ქურთუკი (კიდევ ერთი „საშინელი კოშმარი“ საბჭოთა ქალისთვის) და რესტორანში წავიდეთ. „სახლის ტანსაცმელი“ ჩვენს ყოველდღიურ გარდერობში ლაკონურობის და კომფორტის გამო სწრაფად და ადვილად ჩაჯდა. სსრკ–ში, თუნდაც ძლიერ სიცხეში, პერანგით გამოსული ქალი მაშინვე საყვედურს და ჭორების დიდი საბურველს იღებდა „სამარცხვინო საქციელისთვის“.

ტოპი

იმ წლებში ადამიანს სხეულს გაშიშვლება მხოლოდ სანაპიროზე შეეძლო. ისიც მხოლოდ 80%–ით. მოკრძალებული საბჭოთა ქალისთვის გამჭვირვალე ქსოვილები მიუღებლად ითვლებოდა. თუ ვინმე ასეთი „ვულგარულობის“ დანერგვას გადაწყვეტდა, მაშინვე მსუბუქი ყოფაქცევის წარმომადგენლობას მიაწერდნენ.

იმის მიუხედავად, რომ იმ წლებში ევროპაში თითქმის ყველა პოდიუმებზე შიშველი დადიოდა, ხოლო „შიშველი“ ტრენდი (წესიერების ფარგლებში) უბრალო ხალხმაც გადაიღო, საბჭოთა მოქალაქეები მხოლოდ „გონივრული“ სიგრძის დახურულ ტანსაცმელს ატარებდნენ. მუცლის გაშიშვლება სამარცხვინო იყო, ზუსტად ისე, როგორც ღრმა დეკოლტეს მორგება და ზედმეტის გამოჩენა.

მოკლე ქვედაბოლო

ძირითადად, მოკლე ქვედაბოლო შუა ბარძაყამდე ჩოგბურთელებსა და მოცეკვავეებში იყო მოთხოვნადი. ყოველდღიურ ცხოვრებაში საშუალო სიგრძის ქვედაბოლოს ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან ასე იყო მიღებული (და მოსახერხებელი!). კაშკაშა ძალიან მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმას მხოლოდ ახალგაზრდობა ბედავდა და ისიც არა ყველა. ვის სურდა უფროსი თაობისგან საყვედურის მიღება?

1980-იან წლებში მოკლე ქვედაბოლოზე საყვედურები ნელ–ნელა ჩაცხრა. მხოლოდ ამის შემდეგ ქალები მეტნაკლებად გათავისუფლდნენ და ყოველდღიურ გარდერობში ველური ელემენტების შეტანა დაიწყეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს