შემოდგომა – ნაცრისფერი ცა, მუდმივი სტრესი და საშინელი წვიმიანი ამინდები არის. ორგანიზმის გადაწყობა ხდება, რომ ცივ, ქარიან, მშრალ და ბნელ დილას და საღამოს შეეგუოს. აქედან მოდის დაღლილობა, მუდმივი ძილიანობა, ტვინის მუშაობის ეფექტურობის შემცირება.
ცნობილი ნეიროქირურგი, ტვინის მუშაობის შესახებ წიგნის ავტორი, პროფესორი ვლადი სიურეა გიამბობთ, როგორ შეცვალოთ თქვენი ჩვევები, რომ ამ რთულ პერიოდში ტვინს პოზიტიური სტიმულით და სათანადო დასვენებით უზრუნველყოთ.
ტვინი და ბედნიერება
„როგორც ნეიროქირურგი პაციენტების დატანჯულ სახეებს ხშირად ვხედავ. ნეიროქირურგიული ჩარევა ბევრს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე თავად პრობლემა. ეს ნორმალურია.
ტვინი არის ორგანო, რომლის გაკონტროლებაც ჩვენ შეგვიძლია. შესაძლოა, არ იცით, მაგრამ ტვინს დასვენება და ყურადღება სჭირდება“ – ამბობს ნეიროქირურგის გენიოსი, რომელმაც ტვინზე 20 000-ზე მეტი ოპერაცია ჩაატარა და მის სიტყვას შეიძლება რომ ვენდოთ.
ბიორიტმის ცვლილება, დღის სინათლის ხანგრძლივობის შემცირებას უკავშირდება, ჩვენ ტონუსს და მთლიანად ორგანიზმის აქტიურობას ამცირებს. ამ ცვლილების კომპენსირების მცდელობის სურვილით ცივ ამინდებში ხშირად თავს უფლებას ვაძლევთ ბევრი მივირთვათ, დავლიოთ, კომპიუტერთან გვიანობამდე ვსხედვართ, ბევრს ვეწევით, ყავას ბოროტად გამოვიყენებთ.
„ტვინი არასდროს იძინებს, მაგრამ არსებობს რამდენიმე მეთოდი რომ ამ ორგანოს დასვენების საშუალება მივცეთ და მისი სტიმულირება მოვახდინოთ. დიახ, ტვინს პოზიტიური სტიმული სჭირდება“ – გვიხსნის პროფესორი.
ასეთი სტიმულატორი შეიძლება იყოს ცაზე ცისარტყელა, ან უბრალოდ ლამაზი შემოდგომის პეიზაჟი თქვენი ფანჯრიდან, საყვარელი სიმღერა, რომელიც განწყობას ამაღლებს და დილით გაღვიძებისთანავე 1 ჭიქა წყლის დალევა.
ექიმი სიურეა გირჩევთ ტელევიზორთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამციროთ, რომ ტვინი ნეგატიური ინფორმაციების მსხვერპლი არ გახდეს. დაიძინეთ ისე, რომ მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს არ იყოს, ზომიერად მიირთვით, კარგი ღვინო დალიეთ, ეს ტვინის კაპილარების გაწმენდაში დაგეხმარებათ, მაგრამ ზედმეტად არ გაგიტაცოთ, რადგან ალკოჰოლი ნერვულ უჯრედებს თავს ესხმის.
„თუ თქვენ მწეველი ხართ, კვირაში ერთხელ ტვინს განტვირთვა მოუწყვეთ. იყიდეთ ნამდვილად კარგი ხარისხის სიგარეტი. ხოლო დღეში 1 ყუთი სიგარეტი კატეგორიულად აკრძალულია!“ – გაფრთხილებთ ნეიროქირურგი.
მოძებნეთ სიწყნარე, ფიქრები დაალაგეთ და საკუთარ თავს მცირე ბედნიერება აჩუქეთ. თავის მოვლა თქვენს ნეიორენებზე ასევე დადებითად მოქმედებს. სიხარული – ტვინის ნამდვილი საკვებია! მზად ხართ ნეიროქირურგის რჩევები მიიღოთ და თქვენი ჩვევები შეცვალოთ?