„ჩემი პრობლემა არაა!“ ვაჟმა დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა, მაგრამ მშობლებს ეს არ მოეწონათ

387

2008

–ვფიქრობ, ყველაფერს სწორად აკეთებ, ნატო, – დედამ ქალიშვილს ხელი ხელზე დაადო. – სჯობს ახლა დაიცვა ეს აქტივები. იქნებ მოგვიანებით გადაიფიქროს. გადაიხდის ალიმენტს ის?

ნატომ თავი დაუქნია:

–გადაიხდის, სად წავა. სახელი დაუძახე. 12 წლიანი ქორწინების შემდეგ რომ დავშორდით იმას არ ნიშნავს, რომ რატის ვერ დაუძახებ.

–ჰო, რატი, რა თქმა უნდა. მაინც ვთვლი, ახლა ყველაფრის გიგას სახელზე გადაფორმება სწორი გადაწყვეტილებაა.

ნატო ყოყმანობდა. ერთი მხრივ, შეძენილი ქონების ნახევრის 10 წლის ვაჟზე გადაფორმების იდეა მას ეკუთვნოდა. მეორე მხრივ, რა მოხდება, როცა ვაჟი 18 წლის გახდება? იქნებ, ეს შვილის მომავალში ინვესტიციაა?

–კარგი. საქმეს მივხედავ. ალბათ, ჩუქებას გავაკეთებ. მით უფრო, რატიმ საცხოვრებლად ბინა დაგვიტოვა, თავად სახლში დარჩა. ვფიქრობ, ბინის გაყიდვაზე დავას არ დაიწყებს. მით უფრო, თუ ჩვენი ვაჟი სახლის და ბინის ნახევრის მფლობელი იქნება.

2018

გიგა მისაღებ ოთახში იჯდა სახლში, რომლის ნახევარიც ეკუთვნოდა. რატი, მამამისი, და მისი მეორე ცოლი გვერდით ისხდნენ. ორივეს დაძაბული სახე ჰქონდათ.

გიგა ეშმაკურად იღიმოდა.

–მოკლედ, დედაქალაქში გადასვლა გადავწყვიტე. იქ სამსახურის კარგი შემოთავაზება მივიღე. დიდი კომპანია, კარგი ხელფასი. მაგრამ ბინის ქირაობა ქარს გატანილი ფულია. ვიფიქრე, ვინაიდან ამ სახლის ნახევარს ვფლობ, რატომ არ მივიღო ფული ამ წილისთვის. რას იტყვით?

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მამამ ფრთხილად ჰკითხა:

–რას გვთავაზობ?

–ორი ვარიანტია: ან სახლს გავყიდით ან ჩემს წილს ყიდულობთ.

–რამდენად აფასებ შენს წილს ამ სახლში? – ჰკითხა ცოლმა.

–100 ათასი.

–ოჰო! – წამოიძახა მამამ. – როგორ დათვალე?

–განცხადებებს გადავხედე, ახლა ვიზუალურად შევაფასე. ვფიქრობ, ჩემი შეფასება სწორია.

–ამდენი ფული არ გვაქვს, – მტკიცედ თქვა ცოლმა.

–გეყოფათ, – გიგა მამისკენ მიტრიალდა. – ნათელია, რომ თქვენთვის მისაღები თანხაა. ბიზნესი გაქვს. მდიდარი ხარ. ხომ არ გსურთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ოჯახში მატების მოლოდინში?

ცოლს სახე აუჭარხლდა, ხოლო რატიმ მკვეთრად მოუჭრა:

–არ გაბედო ორსულობის გამოყენება პირადი მიზნებისთვის, გესმის? ალიმენტს პატიოსნად ვიხდიდი. ვერ მეტყვი, რომ ფულს ჩემგან არ იღებდი.

–ფულზე არ ვამბობ, მამა. ალიმენტს იხდიდი, რადგან ეს კანონია. ამჟამინდელ სიტუაციაზე ვსაუბრობ. ვფლობ ნახევარ წილს სახლში, რომელშიც არ ვცხოვრობ. ბინის შესაძენად ფული მჭირდება. რაღაც უნდა გავაკეთო.

–ვერ გვაიძულებ სახლიდან გადასვლას, – ჩაერთო ცოლი. – აქ 9 წელია ვცხოვრობთ. შვილი გვეყოლება. ეს არაადამიანობაა.

გიგას ზედაც არ შეუხედავს, მამასთან ლაპარაკი გააგრძელა.

–მოკლედ, დაფიქრდით. აგვისტომდე ფული უნდა მივიღო. ამბობენ, შემოდგომაზე ფასები გაიზრდება. ასე ბინას იპოთეკით ვიყიდი და მეტ–ნაკლებად გადახდას შევძლებ. 1 კვირა გაქვთ.

იმავე საღამოს დედა შვილის ოთახში შევიდა.

–მამაშენმა დამირეკა. თქვენს საუბარზე მომიყვა. შეგიძლია ამიხსნა, რა მოგივიდა?

რატიმ თვალი არ მოაშორა ნოუთბუქის ეკრანს.

–დედა, ყველაფერი კარგადაა. სახლიდან ჩემი წილის მიღება მინდა. რა არის ცუდი?

–ხომ გესმის, მამაშენი ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო. ისეთი შემოსავალი აღარ აქვს, როგორც ადრე. ახლა ფული არ აქვს.

–ეს ჩემი პრობლემა არაა.

დედა დაფიქრდა. შემდეგ ჰკითხა:

–დღემდე ნაწყენი ხარ, რომ მიგვატოვა?

გიგას ჩაეცინა:

–არა. უბრალოდ ჩემი წილისთვის ფულის მიღება მინდა, რადგან აქ ცხოვრებას არ ვაპირებ.

–სესხი აიღე. ახალი ხელფასით გადახდას შეძლებ.

–პირველ რიგში, იპოთეკურ სესხს არ მომცემენ, სანამ 3 თვეს არ ვიმუშავებ. მეორეც, არ მესმის, რატომ უნდა გადავიხადო ზედმეტი, როცა აქტივი მაქვს. თან ეს აქტივი არ მჭირდება.

დედამ თვალები გადაატრიალა და ოთახიდან გავიდა. მაშინვე ყოფილ ქმარს მისწერა: „არ ვიცი, რა გავაკეთო. ვწუხვარ“.

***

3 კვირის შემდეგ გიგამ მამისგან 80 ათასი ლარი მიიღო სახლში მისი წილის სანაცვლოდ. მამას იპოთეკის აღება და უფრო დიდ ვალში გახვევა მოუწია.

მამამ შვილი დაარიგა:

–დედას ყურადღება მიაქციე. მაინც გაგზარდა და მოგცა ყველაფერი, რაც საერთო ქორწინებაში მოვიპოვეთ.

გიგას გაეღიმა.

–არ იდარდო. ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ ჩავთვლი.

2019

გიგა დედაქალაქში წავიდა, იპოთეკით ბინა იყიდა და თავისი ცხოვრება დაიწყო.

1 წლის შემდეგ დედას პირველად ეწვია და უთხრა, რომ ბინის გაყიდვის დროა. დედის კითხვაზე, სად უნდა იცხოვროს, რადგან წილის გამოსასყიდად ფული არ ჰქონდა, გიგამ ჩვეული პასუხი გასცა.

–ეს ჩემი პრობლემა არაა. რამე მოიფიქრე. ფული მჭირდება.

დედას, მამასა და გიგას შორის მრავალი სკანდალის შემდეგ ბინა გაყიდეს და დედას ერთოთახიანი ბინა უყიდეს. დარჩენილი თანხა, ზუსტად 1/3 წილი, რატიმ აიღო. დედამ არ აპატია შვილს, რომ გამოასახლა ბინიდან, სადაც თითქმის 20 წელი ცხოვრობდა.

მართალია, ვაჟს ეს ოდნავადაც არ აღელვებდა.