დიეტოლოგი განმარტავს, რა სარგებელი და ზიანი მოაქვს კარაქს

704

კარაქი ზომიერი რაოდენობით სასარგებლოდ და დაბალანსებული დიეტის ნაწილად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ეს უკავშირდება იმას, რომ კარაქი შეიცავს ცხიმში ხსნად ვიტამინებს და კონუგირებულ ლინოლეურ მჟავას.

მნიშვნელოვანია, კარაქი ზომიერად მიიღოთ და ისიამოვნოთ მისით სხვა ჯანსაღ ცხიმებთან და პროდუქტებთან ერთად, რომ ჯანსაღი კვება უზრუნველყოთ.

კარაქი და ჩვენი ჯანმრთელობა

კარაქი ბევრ ოჯახში ყოველდღიური საკვებია. დროთა განმავლობაში ჩვენს ჯანმრთელობაზე მისი გავლენის შესახებ კამათი გაიზარდა.

ძირითადად, კარაქი შედეგება ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან, ასევე შეიცავს ცხიმში ხსნად ვიტამინებს A, D, E და K. ამ ვიტამინებს კარგი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ძვლების და კანის ჯანმრთელობისთვის.

ამ დადებითი თვისებების მიუხედავად კარაქში ნაჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა სადავო საკითხია. დიდი ხანია ნაჯერი ცხიმები გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკს უკავშირდება.

„ახლა ვიცით, რომ ყველა ნაჯერი ცხიმი ერთნაირად არ იქმნება და რომ წყაროს და რაოდენობას მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ ნაჯერ ცხიმს, როგორიცაა კარაქში შემავალი ქონიანი მჟავა, ანთების საწინააღმდეგო თვისებები შეიძლება ჰქონდეს. სიფრთხილე დაიცავით, რომ კარაქი ზომიერად მიიღოთ, რომ ბევრი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა არ მიიღოთ“ – ამბობს ოჯახის ექიმი ტატიანა ზახაროვა.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობაზე კარაქის გავლენა თქვენს ინდივიდუალურ ცხოვრებისეულ გარემოებაზეც დამოკიდებულია, როგორიცაა კვების რეჟიმი, ცხოვრების წესი და ნებისმიერი დაავადება, რომელიც შეიძლება გქონდეთ.

თუ ქოლესტერინის მაღალი დონე ან გულ–სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები გაქვთ, კარაქის მოხმარება შეზღუდეთ და რჩევისთვის დიეტოლოგს მიმართეთ.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს