50 წლის შემდეგ ადამიანის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს პროდუქტები, რომლებიც ტვინის აქტივობის ასაკობრივ დაქვეითებას ებრძვიან. ამის შესახებ დიეტოლოგი მიხაილ გინზბურგი გირჩევთ.
დიეტოლოგის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ტვინიც „ბერდება“, მისი კოგნიტური შესაძლებლობები სუსტდება. ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ ტვინის მუშაობის მხარდაჭერაში, მის ასაკობრივ დაქვეითებასთან და გონებრივი საქმიანობის შემცირებასთან ბრძოლაში. ამ მიზნით გარკვეული პროდუქტები უნდა მიირთვათ. კერძოდ, ცხიმიანი ზღვის თევზი, მათ შორის სარდინი ან სკუმბრია.
„ასეთი თევზი მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით, რომელიც უჯრედული მემბრანის ფორმირებისთვის აუცილებელია, ასევე იოდით და D ვიტამინით, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას მხარს უჭერს“ – ამბობს ექიმი.
გარდა ამისა, 50 წლის შემდეგ რძის პროდუქტები და მარცვლეული უნდა მიირთვათ. შეგახსენებთ, რომ ტვინის მდგომარეობაზე საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა და ნაწლავური მიკრობიომი დიდ გავლენას ახდენს. პროდუქტები, რომლებიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციებს აუმჯობესებენ, ტვინისთვის სასარგებლოა.
„დღეში 1–2–ჯერ რძემჟავა სასმელი უნდა დალიოთ. ასევე უნდა მიირთვათ საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები: უხეშად დაფქული ფქვილისგან გამომცხვარი პური, წიწიბურა და შვრია“ – აზუსტებს დიეტოლოგი.
ასევე ამატებს, რომ ორგანიზმს 50 წლის შემდეგ სჭირდება B ჯგუფის ვიტამინები და ფლავონოიდები, რომლებიც ნევროლოგიურ ჯანმრთელობას აძლიერებენ. მათი წყაროა მცენარეული პროდუქტები: კენკრა, მწვანილი, ბოსტნეული, ხილი.
კიდევ ერთი სასარგებლო პროდუქტია კაკალი: ტვინის უჯრედებს ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავებს აწვდის. ექიმი გირჩევთ, ყოველდღე 1 მუჭა კაკალი, დაახლოებით 50 გრამი, შეჭამოთ.
დამატებით, ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს სანელებლებზე: რაციონში უნდა იყოს კოჭა, კურკუმა, წიწაკა, ნიორი, ხახვი. სანელებლებში შემავალი ნივთიერება ებრძვის ინფექციებს და ანთებას, რასაც ტვინის კარგი ფორმის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა აქვს.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.