საყვარელი დაბერდა და დაქორწინება უნდა. თუ უარს ვეტყვი, ჩემს რჩენას შეწყვეტს

1381

ახლა 38 წლის ვარ, ჩემი საყვარელი – 63 წლის. უცხოელია. 10 წლის წინ გავიცანი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. 50 წლისას საშინელი მექალთანე იყო. 9 წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლთან მისი განქორწინების მოწმე გავხდი.

პირველი 4 წელი მხოლოდ დამხმარე–თარჯიმანი ვიყავი, მოგვიანებით ფინანსური სირთულე შემექმნა და დახმარების სანაცვლოდ მისი საყვარელი გავხდი. მიმზიდველი და ლამაზი არაა, უბრალოდ თავაზიანი და გალანტური. ჩვენი ქვეყნის კრიტერიუმებით ძალიან მდიდარია, ამიტომ ქალებში წარმატებით სარგებლობდა.

მას შემდეგ, რაც 60 წლის გახდა, გარეგნულად და ფიზიკურად პოზიციები დათმო, ნერვიულობა და შფოთვა დაიწყო, რომ ყველა მასთან მხოლოდ ფულის გამოა. ჩემთვის პატარა ბინას ქირაობს. დედაქალაქში ვცხოვრობთ. ჭამის, სწავლის და ტანსაცმლის ფულს იხდის. ფუფუნებაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ მშიერი და შიშველი არ დავდივართ. არანაირი მდიდრული ქურქი, სამკაული და მოგზაურობა არ უჩუქებია. მხოლოდ საჭიროს ყიდულობს. განათლება არ მაქვს. მხოლოდ 9 კლასი დავამთავრე.

პირველი ნაადრევი ქორწინებიდან სამი შვილი მყავს. პრინციპში, უკვე ზრდასრულები არიან: უმცროსი 14 წლისაა, შუათანა – 17 წლის, უფროსი – 18 წლის. ჩემს ცხოვრებაში არ ერევიან, თავის მოზარდული ახირებები აქვთ. უფროსი შვილი მამასთან ცხოვრობს, ჩვენთან მხოლოდ სტუმრად მოდის. სამწუხაროდ, შვილების მამას ფინანსურად დახმარება არ შეუძლია ან, დიდი ალბათობით, არ სურს.

კარგი ადამიანია, მაგრამ როგორც კაცი – არც ისე. არ გამიმართლა. ჩვენი განქორწინების შემდეგ დედასთან ერთად მის პენსიაზე ცხოვრობს. მისი რჩენით დავიღალე. სანამ ერთად ვიყავით, ვაიძულებდი, შთავაგონებდი, ვარწმუნებდი. მაგრამ სიყვარული დამთავრდა და ძალაც აღარ მქონდა. შვილების გასაზრდელად ძალა მყოფნის, მაგრამ სწავლისთვის ბიძას უნდა „ვთხოვო“.

ახლა ჩემი საყვარელი 63 წლისაა. თუ ადრე მხოლოდ რამდენიმე საათით მოდიოდა, ახლა დიდხანს რჩება. ეტყობა, რომ წასვლა არ უნდა. მისი ქალებიდან მხოლოდ მე დავრჩი, მთელი ყურადღება მე მრჩება და, გულწრფელად, არ მჭირდება. მაკონტროლებს, ხანგრძლივი საუბრებით თავს მაბეზრებს. ქორწილსა და მემკვიდრეობაზე მანიშნებს. ამ ყველაფერზე წამოგებას არ ვაპირებ, რადგან სამი მემკვიდრე უკვე ჰყავს.

მასთან ახლო ურთიერთობა უკვე მიჭირს. რატომღაც უეცრად დაბერდა, გასუქდა, საკუთარ თავზე ნაკლებად ზრუნავს. პრინციპში, ახალგაზრდა აღარ ვარ, მალე 40 წლის გავხდები. იქნებ გავყვე ცოლად? არ ვიცი. მუშაობის უფლებას არ მაძლევს, რომ მისთვის ყოველთვის თავისუფალი ვიყო. ბავშვები ძალიან მიყვარს და პატარა საბავშვო ბაღის გახსნაზე ვოცნებობ. ოცნების ასრულების უფლებას არ მაძლევს. ალბათ, ხვდება, თუ ყველაფერი გამომივა, მაშინვე მივატოვებ.

წარმოდგენა არ მაქვს, რა მელოდება მასთან. შევძლებ მოხუცის გაძლებას თუ დავემშვიდობო და წავიდე? არაფერი ვთქვა, როცა მეუბნება, რომ სიბერეში ვტოვებ, თუ პირდაპირ ვუთხრა, რომ მისი ქონებიდან რაიმე ჩემს სახელზე გადააფორმოს და დავრჩები? წარმოდგენა არ მინდა, რას გააკეთებს ამ სიტყვების შემდეგ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.