ექიმი ანასტასია ტარასკო გვიან ნოყიერად ჭამას და მოძრაობის ნაკლებობას ტვინის „მკვლელ“ ჩვევებად ასახელებს.
მისი თქმით, ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება ერთ–ერთი გავრცელებული ჩვევაა, რომელიც აუარესებს ტვინის მუშაობას და მასთან ერთად კოგნიტურ შესაძლებლობებს და მეხსიერების ხარისხს. ექიმი ხაზს უსვამს, რომ ორგანიზმისთვის სპირტიანი სასმლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს.
„ნებისმიერი რაოდენობის ალკოჰოლს ორგანიზმზე ტოქსიკური გავლენა აქვს“ – ამბობს ექიმი.
გარდა ამისა, ტვინის მდგომარეობას აზიანებს გვიან დაძინება, რაც ხშირად ძილის ნაკლებობას იწვევს. ამ შემთხვევაში ტვინში სრულფასოვანი აღდგენითი პროცესების შესაძლებლობა იკარგება, რაც არასასურველი ასაკობრივი ცვლილების, დემენციის განვითარების რისკს ზრდის.
ექიმი ამატებს, რომ თავის ტვინზე ღამით ნოყიერად ჭამას „დამღუპველი“ გავლენა აქვს. ძილის დროს აქტიური საჭმლის მონელება ტვინის ლიმფური სისტემიდან მეტაბოლიზმის პროდუქტების გამოდევნას და პოტენციური ტოქსინებისგან გაწმენდას აფერხებს.
დამატებით, თავის ტვინს უმოძრაობა „კლავს“. ტარასკო აღნიშნავს, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა სპორტთან უნდა „იმეგობროს“, ასევე ყოველდღიურად აქტიური იყოს, ფეხით იაროს, საოჯახო საქმეები გააკეთოს. ყურადღებას ამახვილებს, რომ ტვინისთვის ძალიან საზიანო ჩვევაა მცენარეულ საკვებზე უარის თქმა. ამ შემთხვევაში ორგანიზმი ვერ იღებს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ტვინის მეტაბოლიზმს აუმჯობესებენ და მის აქტივობას ხელს უწყობენ.
„ხილი და ბოსტნეული მსხვილი ნაწლავის ბაქტერიების კვების წყაროა და ახლა უკვე თავის ტვინსა და მსხვილ ნაწლავს შორის კავშირი დადასტურებულია. ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები მსხვილი ნაწლავის ბაქტერიებზე დამოკიდებულია“.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.