კოჭა გასახდომად: როგორ დალიოთ სწორად წონის სწრაფად დასაკლებად

582

უცნაური ფორმის და დაუვიწყარი არომატის მქონე კოჭას მთელი აფთიაქის ჩანაცვლება შეუძლია. თავის ტკივილს აქრობს, მოწამვლისას გვეხმარება, საპირისპირო სქესის მიმართ მილეულ ლტოლვას აძლიერებს. ამ ეგზოტიკურ ფესვს აქვს კიდევ ერთი ნიჭი, რომელიც ყველა დანარჩენს ჩრდილავს.

თუ ტროპიკული მცენარის ფესვის გამოკვეთილი გემო და არომატი მოგწონთ, კოჭის გასახდომი სასმელი ყოველდღიური ჯანსაღი მენიუს სასიამოვნო დანამატი გახდება.

კოჭა გასახდომად – უძველესი გამოგონება

კოჭა ბალახოვანი მცენარეა, ახლო ნათესავია არა მხოლოდ მშვენიერი ორქიდეის, არამედ სხვა კარგად ცნობილი წონის მაკონტროლებელი სანელებლის, კურკუმას. როგორც კურკუმას შემთხვევაში, სარეწაო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მსხვილ წვნიან ფესვს, რომელშიც ყველა სასარგებლო თვისება კონცენტრირებულია.

მკვლევარები დღემდე კამათობენ კოჭის ლათინური სახელის, Zingabera, წარმოშობის შესახებ: ერთ–ერთი მოსაზრებით, სანსკრიტული სიტყვიდან მოდის და ნიშნავს „რქიან ფესვს“. მეორე მოსაზრებით, ძველი ინდოელი ბრძენები კოჭის აღსანიშნად იყენებდნენ გამოთქმას „უნივერსალური წამალი“. როგორც ჩანს, მეორე ვარიანტი, თუ ლინგვისტურად არა, არსებითად მართალია: უძველესი დროიდან არომატული ცხარე ფესვი გამოიყენება ხალხურ მედიცინაში და კულინარიაში ყველა კონტინენტზე. კოჭის ფხვნილს უმატებენ სასმელს, ცომეულს, კურნავენ სურდოს, კუჭის ჭვალს და ნაბახუსევს.

გასახდომად კოჭის სარგებელზე საუბრისას ძნელია დავასახელოთ უსიამოვნება, როცა ის უსარგებლო იქნება. კოჭის უნიკალური კომპონენტია სპეციალური ტერპენები, ეთერული ნაერთები ზინგიბერენი და ბორნეული. ისინი კოჭას დაუვიწყარ სუნს, ასევე სადეზინფექციო და გამათბობებელ თვისებებს ანიჭებენ.

როგორ დავლიოთ კოჭა სწორად წონის სწრაფად დასაკლებად? ვირჩევთ სწორ პროდუქტს

კოჭის დიეტა, რომლის დროსაც ჯანსაღ რაციონს ემატება კოჭის სასმელი, ცნობილი საშუალებაა გასახდომად და დეტოქსისთვის. კოჭის ჩაის რეცეპტები უმი ახალი ფესვის გამოყენებას მოითხოვს. ბოლო წლებში ეგზოტიკური პროდუქტი თითქმის ნებისმიერი სუპერმარკეტის ბოსტნეულის განყოფილებაში გვხვდება, ამიტომ შეძენა არ გაგიჭირდებათ. კოჭის არჩევისას რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვათ.

შემადგენლობის და აქტიური ნივთიერებების მხრივ ყველაზე ღირებულია ახალგაზრდა კოჭა. ასეთი კოჭა ადვილად სუფთავდება, მისი ქერქი გამკვრივებული არაა. ვიზუალურად ახალგაზრდა კოჭა გამოირჩევა სასიამოვნო მოკრემისფრო–ოქროსფერი შეფერილობით, ხელშესახებად გლუვია, კვანძების გარეშე. ფესვის ბოჭკოები ღიაა, გადანატეხზე თეთრიდან ნაღებისფრამდე.

ძველი კოჭა გამოირჩევა მშრალი, ნაოჭებიანი ქერქით, ხშირად კვანძებით, „თვალებით“ და გამწვანებით. გასუფთავებული ფესვი ყვითელია, უხეში ბოჭკოებით. ძველი კოჭის დაჭრა და გახეხვა შრომატევადია.

ახალი კოჭა მინიმუმ 1 თვე თავის შესანიშნავ თვისებებს ინარჩუნებს. ხმელი დაქუცმაცებული კოჭაც სასარგებლოა, ხოლო დამწნილებულ კოჭაში, რომელიც სუში ბარების მოყვარულებისთვის ცნობილია, ბევრი არომატი და ცოტა სარგებელია.

კოჭა გასახდომად: 4 მთავარი ნიჭი

თერმოგენეზს ასტიმულირებს

გასახდომად კოჭის გამოხატული ეფექტი განპირობებულია თერმოგენეზის გაძლიერების უნარით – სითბოს გამომუშავება, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს თან ახლავს. მათი წარმატება თერმოგენეზზე დამოკიდებულია და მასზე იხარჯება საკვებიდან მიღებული და „დეპოში“ მომარაგებული ენერგია. თერმოგენეზი ახლავს საკვების მონელებას, მიტოზს (უჯრედების დაყოფა), სისხლის მიმოქცევას. ჭარბწონიან ადამიანში თერმოგენეზი ნელია, ამიტომ მისი ნივთიერებათა ცვლა საუკეთესოს სურვილს ტოვებს. შესაბამისად, საკვები სითბოდ გარდაქმნის ნაცვლად ცხიმის სახით გროვდება.

კოჭა შეიცავს უნიკალურ ბიოაქტიურ ქიმიურ ნაერთებს, შოგაოლს და ჯინჯეროლს, რომელთაც ცხარე წითელ წიწაკაში შემავალი კაპსაიცინის მსგავსი მოქმედება აქვთ. ეს ალკალოიდები თერმოგენეზის სტიმულირებით წონის კლებას ხელს უწყობენ. ჯინჯეროლი (მომდინარეობს კოჭის ინგლისური სახელიდან, ginger) გვხვდება უმ ახალ კოჭაში, ხოლო შოგაოლი (მომდინარეობს კოჭის იაპონური სახელიდან, shoga), კოჭის გახმობის და თერმული დამუშავებისას წარმოიქმნება.

საჭმლის მონელებას ხელს უწყობს

რომაელი დიდგვაროვნები კოჭას საჭმლის მონელების ხელისშემწყობი თვისების გამო აფასებდნენ და აქტიურად იღებდნენ გადაძღომის შემდეგ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ანტიკური დროიდან კოჭის ნიჭი არ შეცვლილა. საჭმლის მონელებას ხელს უწყობს. მეცნიერება ამტკიცებს, რომ ფესვი ნაწლავების კედლების მიერ საკვები ნივთიერებების შეწოვას აჩქარებს.

გამოხატული ანტისეპტიკური თვისებების წყალობით კოჭა ნაწლავური ინფექციების განვითარების რისკს ამცირებს, კოჭის სასმელი გულისრევის შეტევას ებრძვის. ექიმები ხშირად რეკომენდაციას უწევენ მას, როგორ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალო საშუალებას.

კოჭის უნარი გაანეიტრალოს საჭმლის მომნელებელ სისტემაში დაგროვილი გაზები წონის დასაკლებად მის ღირებულებას ზრდის. ასე „ბრტყელი მუცლის“ შეგრძნების მიღწევას ხელს უწყობს.

კორტიზოლის და ინსულინის დონეს არეგულირებს

სტეროიდული კატაბოლური ჰორმონი კორტიზოლი ჯანმრთელი ადამიანის ნორმალური ჰორმონალური ფონის განუყოფელი ნაწილია. კორტიზოლი ორგანიზმის ენერგიის ხარჯვის ოპტიმიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მართავს ცილების, ცხიმების და გლიკოგენის დაშლას, ხელს უწყობს მიღებული პროდუქტების ტრანსპორტირებას სისხლში. სტრესის ან შიმშილის დროს (ამ ორი ფაქტორის კომბინაციას დამანგრეველი ეფექტი აქვს), კორტიზოლი ბოროტი მტერი ხდება მათთვის, ვინც სხეულის ფორმებზე ზრუნავს. კორტიზოლს სტრესის ჰორმონს ტყუილად არ უწოდებენ. მისი დონე შფოთვის ზრდასთან ერთად იზრდება, ხოლო კორტიზოლის მატებასთან ერთად ცხიმების დაშლა არა მხოლოდ ჩერდება: გაბრაზებული ორგანიზმი იმარაგებს თითქმის ყველაფერს, რაც მასში ხვდება.

დამახასიათებელია, რომ კორტიზოლს კიდურები „უყვარს“. მისი მაღალი დონე ასტიმულირებს ლიპოლიზს, მაგრამ მხოლოდ ხელებსა და ფეხებში. მათ, ვისაც კორტიზოლის თვითნებობა აწუხებს, ახასიათებთ სავსე ტანი და სახე მყიფე კიდურებით (სწორედ ამიტომ, კოჭა ცნობილი გახდა, როგორც მუცლის მიდამოში წონასთან მებრძოლი).

თუ კოჭას გასახდომად იყენებთ, ფესვის უნარი შეაფერხოს კორტიზოლის ჭარბი წარმოება, ძალიან დაგეხმარებათ.

მნიშვნელოვანია, რომ კოჭა გავლენას ახდენს კორტიზოლის ანტაგონისტ ჰორმონზე, ინსულინზე და სისხლში გლუკოზის დონის დაბალანსებას ხელს უწყობს. ეს შიმშილის აფეთქებას და „ცუდი ქოლესტერინის“ დაგროვებას აფერხებს.

ენერგიის წყაროა

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კოჭის მიღება ტვინში სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს, რაც სულის მხნეობას და სწრაფად აზროვნებას ნიშნავს. მერილენდის სამედიცინო ცენტრის ექიმები კოჭის მოქმედებას ყავას ადარებენ. მათი რეკომენდაციით, კოჭის ოპტიმალური დღიური დოზა დაახლოებით 4 გრამია, ორსულებმა დღეში მაქსიმუმ 1 გ უმი კოჭა უნდა მიიღონ.

გარდა ამისა, კოჭა კუნთების ტკივილის შემცირების უნარით ცნობილია (აქტუალურია, თუ წონის დასაკლებად იყენებთ არა მხოლოდ დიეტას, არამედ სპორტულ დატვირთვას). სისხლის მიმოქცევის გაძლიერების უნარის წყალობით, ასევე სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირებით, დაღლილობის სინდრომს ეფექტურად ებრძვის (აქტუალურია ოფისის თანამშრომლებისთვის, რომელთაც მჯდომარე სამსახური აქვთ). კოჭას შეუძლია გაჭედილი ცხვირის და სასუნთქი არხების სპაზმი მოგაშოროთ, რაც უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებაზე დადებითად მოქმედებს, შესაბამისად, მათ დამატებით „აცოცხლებს“, ახალ ძალას აძლევს.

როგორ დავლიოთ კოჭა, რომ ზაფხულში დავიკლოთ? გამაგრილებელი რეცეპტი

საზაფხულო ჩაი კოჭით კარგია როგორც ახალმომზადებული (თუ ზაფხულს კონდიცირებულ ოფისში ატარებთ), ასევე ჩაციებული (თუ ცივი გამაგრილებელი სასმელი გიყვართ). თეთრი ან მწვანე ჩაიც გასახდომი პოპულარული საშუალებაა: შეიცავს ლიპიდური ცვლის დამაჩქარებელს, თეინს (ჩაის კოფეინი) და ანტიოქსიდანტ კატეხინს, რომელიც უჯრედებში ჟანგვით პროცესებს აფერხებს.

1 ლ საზაფხულო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3–4 ჩ/კ თეთრი ან მწვანე ჩაი, 4 სმ ახალი კოჭა (სტაფილოს ან ახალი კარტოფილის მსგავსად გაფხიკეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით), ½ ლიმონი (ცედრაც გახეხილ კოჭას დაუმატეთ), გემოვნებით პიტნა და ლემონგრასი.

კოჭას და ცედრას 500 მლ წყალი დაასხით, 15-20 წუთი სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, დაჭრილი ლიმონი, ლემონგრასი და პიტნა დაუმატეთ. 10 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ, კოვზით გაწურეთ. ცალკე ჩაი მოადუღეთ, მითითებულ რაოდენობას 500 მლ წყალი დაასხით, არა უმეტეს 3 წუთი ადუღეთ (წინააღმდეგ შემთხვევაში, მწარე გემო ექნება), გადაწურეთ და კოჭა–ლიმონის ნაყენს შეურიეთ.

როგორ დავლიოთ კოჭა გასახდომად, რა მოცულობით? პატარა ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში, საკვების მიღებებს შორის, მაგრამ არა ჭამის დასრულებისთანავე და არა ცარიელ კუჭზე. ოპტიმალური ულუფა – 30 მლ ერთ ჯერზე (ან რამდენიმე ყლუპი, თუ სვამთ ბოთლიდან, თერმო ჭიქიდან). ასე სითხის ოპტიმალურ შეწოვას ხელს შეუწყობთ და დიურეტიულ დატვირთვას თავიდან აიცილებთ.

როგორ დავლიოთ კოჭა, რომ დავიკლოთ ზამთარში? გამათბობელი რეცეპტი

როცა გარეთ ცივა და ყველგან მზაკვარი ვირუსი ტრიალებს, კოჭის სასმელი თაფლით იმუნიტეტს გააძლიერებს, ანტიბაქტერიულ ეფექტს უზრუნველყოფს და ცივი ჰაერით გაღიზიანებულ ყელს დაამშვიდებს. თაფლი 80% შეიცავს შაქარს, რომელთა უმეტესობა გლუკოზაა, ამიტომ ნატურალური პროდუქტი საკმაოდ კალორიულია. უნდა აღინიშნოს მისი ღირსება: თაფლში შედის B6 ვიტამინი, თუთია, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ამინომჟავები. თაფლი კოჭას ზომიერად დაუმატეთ და მიიღებთ არომატულ, გემრიელ და ეფექტურ გასახდომ კოქტეილს.

კოჭის სასმელი რომ მოამზადოთ 4 სმ სიგრძის კოჭა წვრილად გახეხეთ, 1 ლ ცხელი წყალი დაასხით, 2 ჩ/კ დარიჩინი დაუმატეთ და თერმოსში 1 საათი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, 4 ჩ/კ ლიმონის წვენი და ¼ კოვზი ცხარე წითელი წიწაკა დაუმატეთ. თაფლი (თანაფარდობა ½ კოვზი 200 მლ სასმელზე) უმჯობესია დალევის წინ დაუმატოთ ან როცა სასმელი 60 გრადუსამდე გაცივდება. ექიმები თვლიან, რომ ცხელ წყალთან კონტაქტისას თაფლის შემადგენლობა უარესობისკენ იცვლება.

დღის განმავლობაში მაქსიმუმ 2 ლ კოჭის სასმელი დალიეთ. სასურველია, რომ კოჭის ჩაი ყოველდღიურად 2 კვირაზე მეტხანს არ დალიოთ, თუმცა მისი ეფექტი მოგეწონებათ. კოჭის ნაყენი არა მხოლოდ ენერგიას შეგმატებთ, გაგაგრილებთ (ან შემადგენლობის და ტემპერატურის მიხედვით გაგათბობთ), არამედ მადის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. ენერგეტიკული თვისების გამო ძილის წინ კოჭის ნაყენის ან ნახარშის დალევას მოერიდეთ.

კოჭა გასახდომად: ვინ უნდა შეიკავოს თავი

კოჭის სარგებელი ჯანმრთელობისთვის და გასახდომად უდავოა. მისი უნარი გახდეს ეგზოტიკური სანელებელი საკვებში და წარმატებულად მონაწილეობდეს გასახდომი სასმელის რეცეპტში, არომატულ ფესვს პოპულარულ და ხელმისაწვდომ პროდუქტად აქცევს. სამწუხაროდ, კოჭა უნივერსალური საშუალება არაა. მისი მოქმედება და შემადგენლობა რიგ შეზღუდვებს მოიცავს. არ გამოიყენოთ კოჭა გასახდომად, თუ:

  • ორსული ან მეძუძურე დედა ხართ.
  • ნაღვლკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ.
  • არასტაბილური არტერიული წნევა გაწუხებთ (ეს ჩვეულია, მაგალითად, ჰიპერტონიის, ვეგეტატიურ–სისხლძარღვოვანი დისტონიის დროს).
  • ანამნეზში გაქვთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, განსაკუთრებით კუჭის წვენის ჭარბ წარმოებასთან და მისი მჟავიანობის დარღვევასთან დაკავშირებული.
  • საკვებით ალერგია ხშირად გაწუხებთ.
  • კარგად იცით, რა არის შეშუპება.

ნებისმიერი, მათ შორის სრულად ნატურალური საშუალება, რომლის გამოყენებას წონის დასაკლებად აპირებთ, მკურნალ ექიმთან შეთანხმებული უნდა იყოს და კოჭა გამონაკლისი არაა.

როგორ დავლიოთ კოჭა გასახდომად: ყავის ნაცვლად!

ბოლო რამდენიმე თვეა პოპულარულია მწვანე ყავა კოჭით. მასზე, როგორც ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებელ საშუალებაზე, ლეგენდები დადის. დიდხანს შეგვიძლია ვიკამათოთ, გადაჭარბებულია თუ არა მოუხალავი დაფქული ყავის და კოჭის სასმელის ეფექტი, ან გამოვიყენოთ საშუალება, რომლის მოქმედებას პირველივე გამოყენებაზე იგრძნობთ.

ანტიცელულიტური სკრაბი მწვანე ყავით, კოჭით და წითელი წიწაკით

ნარევის მოსამზადებლად აიღეთ დაფქული მწვანე ყავა, კოჭის ფხვნილი და ცხარე წითელი წიწაკის ფხვნილი შემდეგი პროპორციით: 100 გრამ ყავაზე 30 გ კოჭა და 20 გ წიწაკა. კარგად აურიეთ. სკრაბი ყოველ საღამოს პრობლემურ ზონებზე წაისვით და კარგად დაიმასაჟეთ. საშუალება არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი, ჭრილობა, ალერგია ნებისმიერ კომპონენტზე. თუ სკრაბის შემადგენლობას კარგად იტანთ, მწვანე ყავის ნაწილაკები „ფორთოხლის კანზე“ არა მხოლოდ მექანიკურად იმოქმედებს, არამედ კანს დაჭიმავს, უფრო მოვლილ იერს მიანიჭებს. ამას კოფეინის და ცხიმის ხსნადი ნივთიერების შემცველობა ხელს უწყობს. კოჭის შოგაოლი და წითელი წიწაკის კაპსაიცინი სისხლის მიმოქცევას აძლიერებს და ცელულიტის გასაქრობად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.