ახალი კვლევის თანახმად, ყველ პარმეზანში შემავალ პრობიოტიკებს ხანდაზმულების მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ პრობიოტიკები ყველ პარმეზანში სიბერეში მეხსიერების გაუმჯობესების გასაღები შეიძლება გახდეს.
კვლევამ, რომელშიც მსუბუქი კოგნიტური დარღვევის მქონე 52-75 წლის ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ 3 თვის განმავლობაში პრობიოტიკის Lactobacillus rhamnosus GG (LGG) მიღებამ ტვინის ტესტის შედეგები გააუმჯობესა.
„კვლევამ მონაწილეთა გაუმჯობესებულ გონებრივ მუშაობასა და ნაწლავების მიკრობიომში ცვლილებებს შორის კორელაცია აღმოაჩინა. საინტერესოა, რომ მსუბუქი კოგნიტური დარღვევის მქონე ადამიანებს ნაწლავებში უფრო მეტი მიკრობი Prevotella ჰქონდათ, რაც გვაძლევს ვარაუდს, რომ ნაწლავური ფლორა და ფაუნა კოგნიტური ფუნქციების დაქვეითების ნაადრევი ინდიკატორი შეიძლება იყოს“ – ამბობს ნევროლოგი ალექსანდრა ალეხინა.
როცა მსუბუქი კოგნიტური დარღვევის მქონე ჯგუფმა LGG პრობიოტიკი მიიღო, Prevotella–ს რაოდენობა შემცირდა, რაც კოგნიტური მაჩვენებლების გაუმჯობესებას დაემთხვა. ეს ამბობს, რომ პრობიოტიკებით ნაწლავის მიკროფლორაზე მანიპულაციამ ასაკოვან ხალხში ტვინის გაუმჯობესება შეიძლება გამოიწვიოს.
„იმის მიუხედავად, რომ LGG დანამატის სახით ფართოდ ხელმისაწვდომია, მას პარმეზანი და იოგურტიც შეიცავს“.
ამ აღმოჩენის არსი საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ პრობიოტიკებით ნაწლავის მიკრობიომის შეცვლა კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად პოტენციური სტრატეგია შეიძლება იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მსუბუქი კოგნიტური დარღვევა აქვს.
ეს ტვინსა და ნაწლავებს შორის კავშირის გაგებას ახალ აზრს მატებს და ხსნის ახალ შესაძლებლობებს კოგნიტური ფუნქციების ასაკობრივ დაქვეითებასთან საბრძოლველად.
ამ ეტაპზე ჩარევით შესაძლებელია კოგნიტური დაქვეითების შენელება ან დემენციის მძიმე ფორმაში პროგრესირების შეფერხება. ნაწლავების მიკრობიომში სპეციფიკური ცვლილებების გარკვევით, რომელიც მსუბუქ კოგნიტური დაქვეითებას უკავშირდება, ვხსნით ახალ საზღვრებს კოგნიტური ჯანმრთელობის პრევენციულ სტრატეგიაში.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.