სუნი პირის ღრუში და პიგმენტაცია სახეზე ღვიძლის დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს

748

ღვიძლის დაავადების სიმპტომები არასპეციფიკური შეიძლება იყოს. ამის შესახებ ჰეპატოლოგი ვლადისლავ საველევი საუბრობს.

ბევრს შეუძლია თქვას, რომ ადამიანმა ღვიძლის დაავადებისას შეიძლება იგრძნოს დისკომფორტი მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში, ხოლო კანი გაყვითლდეს. ჰეპატოლოგი ამბობს, რომ სპეციალისტებს ღვიძლის დაავადებაზე ხშირად არასპეციფიკური სიმპტომები ანიშნებს და მათ ასახელებს.

ქავილი. კანის ქავილი შეიძლება მოხდეს, როცა ღვიძლის დაზიანების გამო ნაღველი სისხლში ხვდება. ჩვეულებრივ ეს ხდება, როცა ნაღვლის სადინარები დაბლოკილია. ამ დროს ნაღველი გროვდება, სისხლიდან კანში აღწევს და ქავილს იწვევს.

სისხლჩაქცევები. მსუბუქი ტრავმის შემდეგ ძლიერი ჩალურჯების ან სისხლდენის სწრაფი გამოჩენა ღვიძლის დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. მის გამოვლენაზე იწვევს ის, რომ სისხლის შედედებისთვის საჭირო ცილები საკმარისი რაოდენობით არ იწარმოება.

უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. პოტენციურად ჯანმრთელობის ბევრ პრობლემაზე შეიძლება მიანიშნებდეს, მაგრამ ღვიძლის დაზიანების ნიშანიც შეიძლება იყოს. მაგალითად, ღვიძლის ციროზის დროს პირის ღრუში ჩნდება დამპალი ხილის სუნი, რომელსაც დიმეთილ სულფიდის მაღალი დონე იწვევს.

„პირის ღრუში უსიამოვნო სუნი შეიძლება იგრძნოთ ღვიძლის უკმარისობის ან ღვიძლის სტეატოზის დროს“ – გვიზიარებს ჰეპატოლოგი.

ლაქები და ჰიპერპიგმენტაცია სახეზე. ექიმის თქმით, პიგმენტაცია სახეზე ღვიძლის დაავადებაზე შეიძლება გითითებდეთ. განმარტავს, რომ როცა ღვიძლი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს, ორგანიზმში ესტროგენის დონე იზრდება. ეს აიძულებს ტიროზინაზს (ფერმენტი, რომელიც სპილენძს შეიცავს) აწარმოებს მეტი მელანინი, რაც სახეზე ან მთელ ტანზე ლაქების გაჩენას იწვევს.

წითელი ხელისგულები. პალმარული ერითემა ღვიძლის დაზიანების კიდევ ერთი სიგნალია. მდგომარეობა სისხლში ჰორმონების ანომალური დონის შედეგად ვითარდება.

კონცენტრაციის ნაკლებობა. ღვიძლის გაუმართაობის შედეგად სისხლი ტოქსინებით ივსება, რაც ტვინის მუშაობაზე აისახება. ნივთიერებათა ცვლის შენელების და ენერგიის დეფიციტის ფონზე შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და კოგნიტური დაქვეითება.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს