ენდოკრინოლოგი ალექსანდრე იუროჩკინი ასახელებს სიმპტომებს, რომლებიც ორგანიზმში ტოქსინების არსებობაზე მიგვანიშნებს.
ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა გზით, საკვებიდან, ჰაერიდან, წყლიდან, ობიდან, ტანსაცმლიდან. ბევრისთვის ტოქსინების მუდმივი წყაროა ალკოჰოლი და ნიკოტინი.
„ტოქსინები ორგანიზმს ნორმალურად ფუნქციონირებაში ხელს უშლის, სტრესორს წარმოადგენს. გვაიძულებს, ვიგრძნოთ მოთენთილობა და სისუსტე, ასევე დაავადება შეუძლია გამოიწვიოს“ – გვაფრთხილებს ენდოკრინოლოგი.
ასევე ექიმი საუბრობს ნიშნებზე, რომლებიც ორგანიზმში ტოქსინების მაღალი კონცენტრაციის ნიშანი შეიძლება იყოს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. დაგროვებული ტოქსინები საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას ხელს უშლის, მის დისფუნქციას იწვევს. კრიტიკულ შემთხვევაში ჩნდება გულისრევა და ღებინება, მაგრამ ყოველდღიურად ხშირია შებერილობა, გაზები და ყაბზობა.
კანის პრობლემები. აკნე, გამონაყარი და კანის ანთება ტოქსიკური გადატვირთვის ნიშანი შეიძლება იყოს. ტოქსინებზე საუბრობს კანის სხვა დაავადებებიც: თვალების შეშუპება, ფსორიაზი, ეგზემა.
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. ენდოკრინოლოგის თქმით, ტოქსინებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები შეიძლება პირის ღრუში უსიამოვნო სუნის, ასევე ღვიძლის დისფუნქციის მიზეზი გახდეს.
არაპროგნოზირებადი წონის მატება. დაგროვებულ ტოქსინებს ჰორმონალური დისბალანსის გამოწვევა შეუძლია. თავის მხრივ, ეს წონის აუხსნელი მატების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ძილიანობა. ენდოკრინოლოგი აღნიშნავს, რომ ძლიერი ძილიანობა ორგანიზმში ტოქსინებზე შეიძლება საუბრობდეს.
„თუ დღეში 7-8 საათზე მეტს გძინავთ და დღის განმავლობაში ენერგიას ვერ გრძნობთ, მიზეზი შეიძლება ტოქსინები იყოს. ენერგიის ნაკლებობა, მოთენთილობა, ძილიანობა ეს შედეგია, რომ ორგანიზმი რესურსებს არასასურველი ნივთიერებების მოსაშორებლად იყენებს“.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.