ფსიქოლოგების აზრით, ნებისმიერი უგემური და ერთფეროვანი საკვები ემოციურ ფონს ამცირებს.
რატომ გვეჩვენება ცხოვრება უფრო ტკბილი ფილა შოკოლადის ჭამის შემდეგ, ხოლო ქათმის მშრალი ხორცის ჭამის შემდეგ არა? შეუძლია თუ არა დეპრესიის გამოწვევა პროდუქტსაც, როგორც ამინდს? ამ კითხვაზე პასუხობს გასტროენტეროლოგი ევა კინიაკინი.
კვებითი დამოკიდებულება
დეპრესიას არც ისე ბევრი პროდუქტი იწვევს. ესაა ყავა, შაქარი, შაქრის შემცველი, წითელი ღვინო. მეცნიერები აღნიშნავენ: ადამიანები, რომლებიც დღეში 3-4 ფინჯან ან მეტ ყავას სვამენ, დეპრესიისკენ მიდრეკილნი არიან. დიეტოლოგები ამ ფაქტს კოფეინზე დამოკიდებულებას უკავშირებენ. თუ ყავის მოყვარულს ყოველდღიურ დოპინგს მოაკლებთ, თავს განადგურებულად, უბედურად და უნებისყოფოდ იგრძნობს. ყავის დეპრესიის მსხვერპლი რომ არ გახდეთ, დღეში მაქსიმუმ 1–2 ფინჯანი დალიეთ და სასმლის მიღებებს შორის შესვენება გააკეთეთ.
ბევრი ადამიანი ტკბილეულს სანუგეშოდ მიმართავს და დროთა განმავლობაში ტკბილეულისადმი დაუძლეველ ლტოლვას იძენს.
თუმცა სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ საკვებში შაქრის ჭარბი რაოდენობა დეპრესიას და დაღლილობას აძლიერებს. საქმე იმაშია, რომ ტკბილეული მიჩვევას იწვევს. ორგანიზმი ეჩვევა ბევრი ინსულინის წარმოებას შაქრის დასახარჯად. სწორედ ამიტომ, მორიგი „ტკბილი დოზის“ უქონლობა განწყობის მკვეთრად შემცირებას იწვევს.
ზოგიერთ კვებითი ჩვევას დეპრესიის გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ დამატკბობელი ასპარტამის რეგულარულ მომხმარებლებში დეპრესია ხშირად გვხვდება.
ხორცთან განსხვავებული სიტუაციაა. თუ ძროხის, ცხვრის ან ღორის ხორცს ხშირად და ბევრს შეჭამთ, ხორცი ბოლომდე გადამუშავებას ვერ მოასწრებს. ამავდროულად, მსხვილ ნაწლავში დაშლის პროცესები გაბატონდება. შედეგად, წარმოიქმნება შხამები. სისხლში შეწოვისას ეს შხამები მთელ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. პირველ რიგში, ნერვული სისტემა ირღვევა. ადამიანი უფრო ღიზიანდება, სწრაფად იღლება და ცუდად ძინავს. ბევრი ხორცის ჭამა განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვისაც აქვს არაჯანსაღი ღვიძლი, რომელიც შხამებს ანეიტრალებს.
საყვარელი საკვები
ხშირად სევდას და დარდს იწვევს არა კონკრეტული პროდუქტი, არამედ კვების მახასიათებლები. დეპრესიას იწვევს მცენარეული ზეთების და ზღვის ცხიმიანი თევზის არასაკმარისი მიღება. უცვლელი ცხიმები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საშენი მასალა ნერვული სისტემისთვის და სტაბილური განწყობის მხარდასაჭერად. ცხიმების ზედმეტად შეზღუდვისას ადამიანი სასიცოცხლო ძალების დაკარგვით იტანჯება.
დეპრესია გვხდება მათში, ვისაც მაგნიუმის, ფოლიუმის მჟავის და B6 ვიტამინის დეფიციტი აქვს. მათი დეფიციტი იწვევს ტვინში სეროტონინის (ნივთიერება, რომელიც კარგი განწყობისთვის მნიშვნელოვანია) დონის შემცირებას. ეს ვიტამინები აკლია მათ, ვინც საერთოდ არ მიირთმევს მწვანილს და ცოტა ხილსა და ბოსტნეულს ჭამს.
დეპრესიის რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომელთაც ნებისმიერ ფასად გახდომა სურთ. ფსიქოლოგების თქმით, ნებისმიერი უგემური და ერთფეროვანი საკვები ემოციურ ფონს მკვეთრად ამცირებს და ადამიანს მოთენთილს ხდის, ქრონიკულ დაღლილობას იწვევს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მენიუ შედგებოდეს იმ პროდუქტებისგან, რომლებიც მოგწონთ. თუ წიწიბურა ან შვრია არ გიყვართ, დიეტაზე დადგომა და ამ ფაფების ჩართვა საჭირო არაა. ორგანიზმი ასე შიმშილით დაიტანჯება. ამ ფონზე საძულველ პროდუქტს ფსიქოლოგიური ტრავმის მოყენება შეუძლია. ნერვული აშლილობაც შეიძლება გამოიწვიოს.
დიეტური დეპრესიის საფრთხე განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომაზე. სიცივე, მოკლე დღის სინათლე ისედაც ემოციურ ფონს ამცირებს. შემოდგომაზე მკაცრ დიეტაზე უარი თქვით. კვების რეჟიმი უნდა იყოს ნაზი, ხოლო ზედმეტი კილოგრამების მოშორების ტემპი არც ისე მაღალი.
პროდუქტები უამინდობის დროს
როგორ ვებრძოლოთ საშემოდგომო დეპრესიას კვებით? დიეტოლოგები გირჩევთ, რომ მიირთვათ ყველი, ინდაურის და ქათმის ხორცი, მაკარონი და უხეშად დაფქული პური. ამ პროდუქტებში არის ნივთიერება, რომელიც ბედნიერების ჰორმონის წინამორბედია.
ფსიქოლოგების აზრით, დეპრესიის წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი. სუფრაზე უნდა იყოს ფორთოხალი, მანდარინი, ქაცვი, სტაფილო, გოგრა, ტკბილი წიწაკა, ანანასი, სიმინდი. ყველა ეს პროდუქტი დაბალკალორიულია, ამიტომ სხეულის ფორმებზე შეგიძლიათ არ იდარდოთ.
არ დაგავიწყდეთ პროდუქტები, რომლებიც მაგნიუმის და B6 ვიტამინის წყაროა. ესაა ბანანი, კაკალი, საზამთრო, ფოთლოვანი მწვანილი, ასევე მაგნიუმით მდიდარი წყალი. ასე შფოთვას შეამცირებთ და ძილს მოაწესრიგებთ. პერიოდებში, როცა თავს ცუდად გრძნობთ, პატარა ნამცხვრით ან შოკოლადის ნატეხით თავის განებივრება შეგიძლიათ.