კაცს ჩემთან ოჯახის შექმნა სურს, მაგრამ ფული არ ყოფნის

514

მამაკაცი გავიცანი, 34 წლისაა, პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს, სხვა სარჩენი არ ჰყავს, კარგი ხელფასი აქვს, ავტომობილი უცხოური. აი, ვხედავ, რომ ფული არ ყოფნის, რომ თავად ნორმალურად იცხოვროს და იკვებოს, თან ჩემზე იზრუნოს, თან მანქანა ბევრ ბენზინს ჭამს. ამავდროულად, ოჯახის შექმნაზე ალაპარაკდა: ერთად ცხოვრება და შვილების ყოლა სურს.

არ მესმის. თუ არ აქვს საკმარისი თანხა, რომ იზრუნოს საკუთარ თავზე და ჩემზე, როგორ სურს ოჯახის შექმნა. უფრო რომ გაუარესდეს სიტუაცია? იქნებ, რაღაცას ვერ ვიგებ?

რა თქმა უნდა, არ მინდა ვიჩქარო, კიდევ დავაკვირდები. ვკითხე, რატომ არ მჩუქნის ძვირადღირებულ საჩუქრებს. მიპასუხა: „გამიგე, ყველაფერზე თანხა არ მყოფნის, ალბათ, შეძლებული მამაკაცი გჭირდება და არა ჩემნაირი. თავიდანვე გითხარი, რომ ბევრი ფული არ მაქვს“. აი, მისი სიტყვები. ამის შემდეგ დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მისგან მხოლოდ ფული მინდა. უსიამოვნო გრძნობაა. საკუთარი ბინაც არ აქვს, არადა მისი ხელფასით იპოთეკის პირველი შენატანისთვის თანხის დაგროვება შეიძლებოდა.

გაცნობის პირველ თვეს ჩემზე კარგად ზრუნავდა: ყვავილებს მჩუქნიდა, კაფეში დავყავდი, ოქროს საყურე მაჩუქა. ამის შემდეგ ერთად ყოფნა მთხოვა. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს თვალებში ნაცარი შემაყარეს. ახლა მგონია, იმედოვნებს, რომ ჩემი ხელფასიც საერთო ბიუჯეტში გადავა, თუ მასთან ოჯახს შევქმნი, ასე ვთქვათ, საერთო ფული იქნება.

თან მისი “მინდა ბავშვები”. ჯერ ბავშვის გაჩენას არ ვგეგმავ. მხოლოდ მაშინ გავაჩენ, როცა თავად მენდომება და არა ვიღაცისთვის. მისი შემოწმება გადავწყვიტე. ვკითხე, თუ იცის, რომ ქალს დეკრეტში გასვლა მოუწევს, და ამ პერიოდში ქალზე და შვილზე უნდა იზრუნოს. ვუთხარი და რეაქციას დავაკვირდი. ერთი საქმეა, რომ რაღაცას იტყვის, სანამ ბავშვი არაა, მეორე, როგორ ალაპარაკდება, როცა ბავშვი უკვე დაიბადება.

საცხოვრებელზე მითხრა: როცა არ იყო ქალი მის ცხოვრებაში, მას და დედას ასეთი ცხოვრება აკმაყოფილებდათ. ახლა, როცა ოჯახი ექნება, რაღაცისკენ სწრაფვას დაიწყებს. ჯერ ვერ ვხედავ, რა შეუძლია.

დიდი მოთხოვნები არ მაქვს. ერთხელ პედიკიურისთვის ფულის მოცემა ვთხოვე და უკვე მაშინ დავინახე, რომ 50 ლართან დამშვიდობებაც გაუჭირდა. მითხრა: „დავფიქრდები“. მეორედ აღარ მითხოვია, თავად გადავიხადე. მაშინ მეც ვამბობ, რომ „ს**სი“ არ მინდა, თავს ვაჩვენებ, რომ ცუდად ვარ.