პიროვნების ტესტები კარგი მეთოდია გაიგოთ თქვენი პრეფერენციები, მიდრეკილებები და ნაკლოვანებები. დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
პიროვნების ტესტი, რომელსაც Vivien გთავაზობთ, ოპტიმიზმზე ან პესიმიზმზე კონცენტრირებულია. ეფუძნება ფოტოს და მონაწილეებს ეკითხება, რა დაინახეს პირველად.
საინტერესო მეთოდია გაიგოთ, ხართ უფრო ოპტიმისტი თუ პესიმისტი. ვიმედოვნებთ, ეს ტესტი ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის განსხვავებების უკეთ დანახვაში დაგეხმარებათ.
ოპტიმიზმი და პესიმიზმი – ცხოვრებაზე ორი განსხვავებული ხედვა, რომელიც აყალიბებს, როგორ აღიქვამენ ადამიანები სხვადასხვა სიტუაციას და როგორ რეაგირებენ მათზე. ოპტიმისტი, როგორც წესი, სამყაროს პოზიტიური პრიზმიდან უყურებს, რთულ გარემოშიც კარგ გამოსავალს ელის. პრობლემის მოგვარებისას ხშირად ავლენს სიმტკიცეს და იმედს არ კარგავს.
პესიმისტს ახასიათებს ნეგატიური ხედვა, არახელსაყრელ შედეგს ელის და პოტენციურ პრობლემებსა თუ წარუმატებლობებზე კონცენტრირდება. პესიმისტს რთულ წუთებში იმედის შენარჩუნება უჭირს. წარუმატებლობის შიში ხელს უშლის გარისკოს ან შესაძლებლობა გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ოპტიმიზმი და პესიმიზმი ადამიანის ბუნებრივი თვისებებია და შეუძლია გავლენა მოახდინოს, როგორ უმკლავდება ცხოვრების აღმასვლებს და დაცემას. ზედმეტმა ოპტიმიზმა შეიძლება პოტენციური პრობლემების უგულებელყოფა გამოიწვიოს, ხოლო ზედმეტმა პესიმიზმა პიროვნულ ზრდას და ცხოვრებისეული გამოცდილებით ტკბობას ხელი შეუშალოს.
საბოლოოდ, აუცილებელია ბალანსი ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის, ე.წ. „რეალისტური ოპტიმიზმი“, რომელიც პოზიტიური განწყობის შენარჩუნებისას შესაძლო სირთულეების აღიარებას გულისხმობს.
ამ ტესტის გავლას გირჩევთ, რომ გაიგოთ, უფრო ოპტიმისტი ხართ თუ პესიმისტი. მთავარ ფოტოს დააკვირდით და გვითხარით, რა დაინახეთ პირველად. შედეგი გაგაოცებთ.
კაცის სახე, რომელიც ზევით იყურება
თუ პირველად დაინახეთ კაცის სახე, რომელიც ზევით იყურება, ოპტიმისტი ხართ. უკეთესის იმედი გაქვთ და სამყაროს პოზიტიური და კონსტრუქციული განწყობით უყურებთ.
საკითხს უფრო ნათელ ფერებში ხედავთ და ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავლის პოვნას ცდილობთ. მომავალს მოუთმენლად უყურებთ და ხედავთ შესაძლებლობებს და არა დაბრკოლებებს. თქვენი დათრგუნვა რთულია. უფრო შექმნაზე ხართ კონცენტრირებული, ვიდრე ნგრევაზე. გჯერათ, რომ ცოტა ძალისხმევით ნებისმიერ მიზანს მიაღწევთ.
ასეთი პოზიტიური განწყობა საკმაოდ სასურველი თვისებაა და სხვების მოტივირებაში გეხმარებათ. მოგწონთ გამოწვევების მიღება და მიდიხართ იქ, სადაც საშიშია, რაც პიროვნულ ზრდას და განვითარებაში გეხმარებათ.
კაცის სახე, რომელიც ქვევით იყურება
თუ პირველად დაინახეთ კაცის სახე, რომელიც ქვევით იყურება, პესიმისტი ხართ. რეალისტი ხართ და ფიქრობთ, რომ ნებისმიერ მომენტში რაღაც შეიძლება მოხდეს.
იმედის შენარჩუნება გიჭირთ, განსაკუთრებით რთულ პერიოდში. ბევრ საკითხზე შფოთავთ და ნერვიულობთ, თავში გიტრიალებთ სხვადასხვა სიტუაციიდან საშინელი შედეგები. პრობლემის ანალიზი გამშვიდებთ, მაგრამ უფრო კონცენტრირებული ხართ სიტუაციის ნეგატიურ ასპექტებზე და არა პოტენციურ პოზიტივზე. საკითხს ზედმეტად კრიტიკულად უყურებთ და უსიამოვნებები გთრგუნავთ.
ამავდროულად, აუცილებელი არაა, რომ ადამიანი, რომელიც თავს პესიმისტად თვლის, შეიცვალოს და ოპტიმისტი გახდეს. უნარი შეაფასოთ სიტუაცია დეტალურად და გაითვალისწინოთ ყველა ასპექტი ნამდვილად სასარგებლოა. უბრალოდ რაღაც მომენტში უფრო კარგზე უნდა იფიქროთ, შიში და საზრუნავი დაივიწყოთ, ცხოვრებაზე ოპტიმისტური ხედვა განავითაროთ.
კითხვის ნიშანი
თუ პირველად ფოტოზე კითხვის ნიშანი დაინახეთ, თქვენში ოპტიმიზმის და პესიმიზმის თვისებები გაერთიანებულია. აცნობიერებთ პრობლემებს და რისკებს, მაგრამ შესაძლებლობებსა და პოზიტივსაც ხედავთ.
უნარი ფოკუსირდეთ უფრო დიდ პერსპექტივაზე გეხმარებათ, მიიღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილება და შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი, თუმცა ყურადღებიანი და ზუსტი მიდგომა ნებისმიერი სიტუაციის გამკლავებაში გეხმარებათ. იცით, როდის უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად და მზად ხართ, საჭიროების შემთხვევაში გეგმა შეცვალოთ.
ოპტიმიზმის და პესიმიზმის გაერთიანების უნარი ძალიან მოქნილ ადამიანად გაქცევთ. ყოველთვის საუკეთესო გამოსავალს ეძებთ, ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებთ, რაც გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარებათ. ზედმეტად უგუნური ან ზედმეტად ფრთხილი არ ხართ. სხვისი აზრი ან ემოციები გავლენას არ ახდენს. საკუთარ თავს და მოსაზრებებს ენდობით.