ქალის 3 სახელი, რომელთა მფლობელებიც სიყვარულში უიღბლოები არიან

1349

ტაროლოგი მარიანა აბრავიტოვა განმარტავს, რა კვალს ტოვებს სახელი ქალის ბედზე და რატომ უწევს ზოგიერთს მთელი ცხოვრება ამტკიცოს, რომ ბედნიერების ღირსია.

საიდუმლო არაა, რომ ადამიანის სახელი ატარებს თავის ენერგიას, ინფორმაციას, გარკვეულ მუხტს, ბედის ვექტორს, რომელიც მართავს. სახელს შეუძლია შექმნას გარკვეული ზღვარი დასახულ გზაზე. ეს შეიძლება იყოს ნეიტრალური ან მკვეთრი. სანამ ბავშვს სახელს დაარქმევთ, გაიგეთ, რას ნიშნავს, საიდან მოდის, ვის ეკუთვნოდა და ვინ ცხოვრობდა ამ სახელით.

„დღეს დავასახელებ ყველაზე უიღბლო სახელებს. გაგაოცებთ, რადგან 3 სახელი, რომელთა მფლობელებს ცხოვრებაში უჭირთ, არის ვერა, ნადეჟდა და ლიუბა. ჩვენთვის საიმედოობის და ბედნიერების სამი ვეშაპია, მაგრამ ვარსკვლავებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს“.

სახელი ვერა სულიერების, პირველ რიგში, რწმენის გზავნილს ატარებს. რწმენა რელიგიურია და დიდ სულიერებას ეხება. ამ სახელის მქონე ქალს ყოველთვის რთული ხასიათი აქვს. უხეშ, მატერიალურ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ვერას ყოველთვის აქვს შინაგანი კონფლიქტი სულიერებასა და რეალობას შორის. ამ მხრივ მღელვარე იქნება, ცხოვრებაში ადგილის პოვნა გაუჭირდება.

ხალხთან რთული დამოკიდებულება აქვს და პასუხიც იგივეა. ყველასთვის ისეთ ზღვარს აწესებს, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ცოტა თუ შეესაბამება. ასეთი ქალი ან გვიან თხოვდება ან საერთოდ მარტო რჩება. სამწუხაროდ, პირად ქალურ ბედნიერებას იშვიათად პოულობს. აი, კარიერას ადვილად აწყობს, რადგან აქვს ძლიერი ენერგია, რომელსაც არა პირად ურთიერთობებს, არამედ საზოგადოებას ახარჯავს.

სანამ ქალიშვილს ვერას დაარქმევთ, დაფიქრდით. ასეთ გოგონას განსაკუთრებული აღზრდა სჭირდება, რომ შინაგანი კომფორტი და წონასწორობა იგრძნოს.

ნადეჟდა არანაკლებ რთული ფიგურაა. სლავური სახელია და იმედს ნიშნავს. გამოდის, რომ ენერგიის გადატანაა მომავალში. მაგალითად, ბედნიერება ახლაა, ხოლო იმედი მხოლოდ ჰოროზინოტს მიღმა. ქალი ამ სახელით შესაძლებლობებს ხშირად უშვებს და მოჩვენებით ბედნიერებას მისდევს.

სახელი განსაზღვრავს, რომ იმედის ძლიერი ენერგია მიმართულია მომავლისკენ, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ძალა არ ყოფნის. სწორედ ამიტომ, უჭირს, თან ყველა მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ წესში გამონაკლისი არის, მაგრამ ეს უფრო წესს ადასტურებს. შესაძლოა, გვარი ან მამის სახელი აჩერებდეს ნადეჟდას მომავლისკენ მცურავ ენერგიას.

ლიუბა მზაკვრული სახელია. ემოციის, გრძნობის სახელია. ასეთი ქალი ცხოვრობს ემოციებით, ნაკლებად რაციონალურია. გაიხსენეთ ლიუბა თქვენი ცხოვრებიდან. გახდა ვინმე სკოლის დირექტორი ან მეცნიერების კანდიდატი? სავარაუდოდ, არა. ყოველთვის ეუბნება მამაკაცს, საქმროს, რა კარგია, როცა უყვართ. სახელით მთლიანად გარემოცულია. სიყვარულის ენერგია ძლიერია. ბევრი ილუზია აქვს და სიყვარულში, როგორც წესი, უიღბლოა, რადგან რეალურად არ უყურებს.

მამაკაცს აშინებს. ისე მოხდა, რომ მამაკაცი სერიოზული ურთიერთობის შექმნილი არაა. მას სურს ურთიერთობა, ცდა, ხოლო ლიუბა პასპორტში ბეჭედია. აი, ფიქრობს: თუ ლიუბასთან ურთიერთობას დავიწყებს, ან ქორწილით დასრულდება ან კისერზე ჩამოეკიდება და აღარ მოშორდება. სწორედ ამიტომ, სტერეოტიპი არსებობს.

ცალკე უნდა ჩამოვთვალოთ სახელები, რომლებიც ატარებენ სხვა სიტყვას, ნეგატიურ ინფორმაციას, ზოგჯერ არქეტიპულს. შეიძლება ამ სიტყვის შესახებ არ იცოდეთ, მაგრამ შიგნით არის ბლოკი, რომელიც ხასიათს განსაზღვრავს.

მაგალითად, სახელი ტატიანა. ძველი სლავური სახელია და ნიშნავს მტერს, ქურდს. თითქოს ლამაზი სახელია, მაგრამ მასში ნეგატივია შეფუთული. ამ ქალთან მარტივი არასდროსაა. ყოველთვის უწევს ამტკიცოს, რომ ცუდს არაფერს გულისხმობს. ამ სახელის მქონე ქალს ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება ხვდება. ხალხი გაუცნობიერებლად შორდება. ცხოვრებას ხარჯავს უსასრულო მტკიცებაზე, რომ კარგი ადამიანია.

სახელი ზლატა. სლავური სახელია. ერთი შეხედვით ოქროზეა საუბარი, სინამდვილეში, მის სახელში ბოროტებაა დაშიფრული. წლებთან ერთად ამ სახელის მქონე ქალი უხეში და ზოგჯერ აგრესიული ხდება, რადგან ბავშვობიდან სხვების უნდობლობას იჭერს და ირეკლავს. ყოველთვის საბრძოლო პოზიციაში ყოფნა უწევს.

ეგზოტიკური სახელები სხვა ისტორიაა. თუ ქალს არქმევთ ვენერას, აფროდიტეს, კონსტანტას, ვენერას, მაშინ მამის სახელს და გვარს 100%–ით იდეალურად უნდა ერწყმოდეს, რომ შაბლონის გარღვევა არ მოხდეს. ასეთი სახელის მქონე ქალი ყოველთვის ეცდება, რომ სახელის იმიჯი, სტილი შეინარჩუნოს. ყოველთვის ისურვებს, რომ სხვებზე უკეთესი გახდეს, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. აქედან მოდის ბევრი გატეხილი ბედი.