ლოგიკური მაგალითები უფრო მომწონს, ვიდრე უბრალო მათემატიკური ამოცანები. მასში ხომ მოქმედების ალგორითმი უნდა მოძებნოთ. ხოლო ლოგიკურ მაგალითში ჯერ უნდა გაიგოთ პრინციპი, რომლითაც შედგენილია. დღეს Vivien ასეთი მაგალითების ამოხსნას გთავაზობთ.
ლოგიკური მაგალითები
ამოცანა საკმაოდ მარტივია. რამდენიმე მაგალითი პასუხებით მოცემულია. იპოვეთ პრინციპი, რომლითაც ისინი შეადგინეს, შემდეგ ბოლო მაგალითი ამოხსენით. ცდით?
ვნახოთ, რა მაგალითებია ასეთი საინტერესო. თუ პასუხებს ყურადღებით დააკვირდებით, ერთგვარ კანონზომიერებას დაიჭერთ. პირველი მაგალითი ასე გამოიყურება: 1 + 4 = 5. ეს სწორია, მაგრამ შემდეგ მაგალითებში მიიღება სრული სისულელე, რადგან 2 + 5 არ არის 12, არამედ 7.
გამოდის, ამ მაგალითებში სხვა ლოგიკაა გამოყენებული. ისევ პირველ მაგალითს დავუბრუნდეთ. თუ 1–ს 4–ზე გაამრავლებთ, მიიღებთ 4–ს, ხოლო თუ 1–ს დაუმატებთ, გამოვა 5. იგივე მეორე მაგალითზე გავიმეოროთ. 2–ს ვამრავლებთ 5–ზე და ვიღებთ 10–ს. ამას დაუმატეთ 2 და გამოვა 12. ყველაფერი სწორია!
იმავე პრინციპით დანარჩენი მაგალითები ამოხსენით, რომ შევამოწმოთ სწორია თუ არა. 3 * 6 = 18. ხოლო 18 + 3 = 21. ამ შემთხვევაში, ბოლო მაგალითის ამოხსნა ძალიან მარტივია. 8 * 11 = 88. ხოლო 88 + 8 = 96. ეს ბოლო მაგალითის პასუხია.
გთავაზობთ მსგავს ამოცანას, ოღონდ აქ სხვა პრინციპია. სურათს შეხედეთ და იპოვეთ კანონზომიერება, რომლითაც მაგალითები ამოხსნილია.
2 და 7 ჯამში იძლევა 9-ს. თუ 9-ს გაამრავლებთ 7-ზე, მიიღებთ 63–ს. 3 + 6 = 9. ხოლო 9 * 6 = 54. შემდეგ 5 + 2 = 7. მიღებული შვიდი გაამრავლეთ 2-ზე და გამოვა 14. 8 + 1 = 9, ხოლო 9 * 1 = 9. იმავე პრინციპით 9 და 5 შეკრიბეთ, მიიღებთ 14–ს. ხოლო 14 გამრავლებული 5-ზე გამოდის 70. მიიღეთ იგივე პასუხი?
საინტერესო მაგალითების ნაკრები
1. ლოგიკური აზროვნება სრულად ჩართეთ, რომ მიხვდეთ, რა ციფრი იმალება თითოეული გამოსახულების უკან. ბოლოს ქვედა მაგალითი ამოხსენით. გაითვალისწინეთ, რომ მასში არის გამრავლება. აქ ბევრი ჭკვიანი შეცდომას უშვებს.
2. რიცხვების 5 რიგი გვაქვს. ყოველ რიგში არის ტოლობის ნიშანი და ციფრი. გაარკვიეთ, რა ლოგიკა იმალება აქ, რომ კითხვის ნიშნის ნაცვლად საჭირო ციფრი ჩასვათ. გაოცდებით, როცა გაიგებთ, რამდენად მარტივი მაგალითია.
3. გაარკვიეთ, რა რიცხვი იმალება ველოსიპედის, დივნის და სახლის უკან. ასე მთავარ კითხვაზე პასუხს იპოვით.
სწორი პასუხები
1. პირველი მაგალითიდან სწრაფად ვიგებთ, რომ ქუდის უკან იმალება 30 ÷ 3 = 10. შემდეგ 4 ხელთათმანი არის 18 – 10 = 8. გამოდის, ერთი ხელთათმანის უკან იმალება 8 ÷ 4 = 2. წყვილი წინდები არის 4 – 2 = 2. ერთი წინდის უკან ერთიანია. უკვე შეგიძლიათ ქვედა მაგალითში ციფრები ჩაწეროთ. 1 + 10 × 2 = 1 + 20 = 21.
2. მაგალითებში მარცხენა ნაწილში რიცხვების ყურებას აზრი არ აქვს. ტოლობის შემდეგ ციფრებს მიაქციეთ ყურადღება. ასე შეამჩნევთ არითმეტიკულ თანმიმდევრობას: 4, 3, 2, 1. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კითხვის ნიშნის ნაცვლად უნდა დაიწეროს 0.
3. თუ 3 ველოსიპედის ნამრავლია 8, ერთი ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალების უკან არის 2. მეორე მაგალითში პატარა განტოლება უნდა ამოხსნათ. მათემატიკური სახე რომ მივცეთ, გამოვა 2 + 7 = x – 1.
ერთიანი პლუს ნიშნით მარცხენა მხარეს გადაიტანეთ და მიიღებთ x = 2 + 7 + 1. გამოდის, სახლი არის 10. შესაბამისად, დივნის და ველოსიპედის ნამრავლია 10. ვიცით, რას უდრის ველოსიპედი, ამიტომ დივანი გამოდის 10 / 2 = 5.
ბოლო მაგალითში უნდა გაიხსენოთ ერთ–ერთი წესი, რომელსაც, ალბათ, მათემატიკის მასწავლებელი ხშირად იმეორებდა. კერძოდ: ჯერ შეასრულეთ გამრავლება და გაყოფა, შემდეგ მიმატება და გამოკლება. თუ სკამს ასოთი „y” ჩაანაცვლებთ, მაგალითი ასეთ სახეს მიიღებს: y + 5 * 2 – 10 = 8.
გაიხსენეთ საყვარელი მასწავლებლის დარიგება და დაიწყეთ გამრავლებით. y + 10 – 10 = 8. შემდეგ ყველაფერი მარტივია. 10 პლუს ნიშნით და 10 მინუს ნიშნით ჯამს ნულს იძლევა. აქედან ვიღებთ y = 8. გამოდის, ველოსიპედი არის 2, დივანი – 5, სახლი – 10, ხოლო სკამი – 8.