3 პროდუქტი, რომელიც მუცლის ცხიმის შემცირებას ხელს უწყობს

716

ჭარბი ცხიმი მუცლის არეში სახიფათო შეიძლება იყოს, რადგან ზრდის ისეთი დაავადების განვითარების რისკს, როგორიცაა მე–2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი.

„პროდუქტის შეზღუდვა, რომელიც შაქრად სწრაფად იშლება, ორგანიზმს ეხმარება ენერგიის მისაღებად ცხიმის მარაგი გამოიყენოს“ – ამბობს ვასილისა პონომარევა, დიეტოლოგი.

მკაცრი კატოგენური დიეტა ყველასთვის შესაფერისი არაა. ამის ნაცვლად რამდენიმე პროდუქტი ჯანსაღი ალტერნატივით ჩაანაცვლეთ და ნახშირწყლებზე უარი სრულად არ თქვათ.

წვენი ახალი ხილით ჩაანაცვლეთ

ჭიქა ახალდაწურული ფორთოხლის წვენი ბევრისთვის კარგი დილის დასაწყისია. ხილი სასარგებლოა. ეს საკითხავი არაა. თუმცა წვენის მომზადებისას სასარგებლო ბოჭკოები ქრება და შაქარი რჩება.

შედეგი უფრო სერიოზულია, თუ წვენს თავად არ გაწურავთ, არამედ სუპერმარკეტში შეიძენთ. ჭიქა ვაშლის წვენი შეიცავს იმდენ შაქარს, რამდენსაც ქილა კოლა, თუნდაც სხვადასხვა სახეობის შაქარს შეიცავდნენ.

„ბევრი თვლის, რომ წვენი C ვიტამინის მიღების საუკეთესო მეთოდია. თუმცა, როცა ხილიდან წვენს წურავთ, ბოჭკოებს აშორებთ. ყველა მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერება, რომელიც ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას ხელს უწყობს, მხოლოდ მთელ ხილშია“.

კაკალი და არა ჩიფსი

თუ მაინც კნატუნი გსურთ, კაკლის გამოყენებას გირჩევთ. ის ცილებით და სასარგებლო ცხიმებით მდიდარია, ამიტომ დიდი ხნით დაგანაყრებთ. ზოგიერთ კვლევაში მისი გამაჯანსაღებელი ეფექტი უკვე დამტკიცებულია. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც 12 კვირის განმავლობაში კაკალს მიირთმევდნენ, რაციონი გააუმჯობესეს.

კაკალი ძალიან კალორიულია, ამიტომ ბევრის ჭამას არ გირჩევთ.

საუზმე: კვერცხი და არა სწრაფი მომზადების მიუსლი

მიუსლი სასარგებლო შეიძლება იყოს, მაგრამ უმეტესობა ვარიანტი ბევრ შაქარს შეიცავს. საუზმის შემდეგ სისხლში შაქრის დონე რამდენიმე საათში იკლებს და მოულოდნელად შიმშილის გრძნობა იზრდება.

„მთავარი ფაქტორი მკვებავი ნივთიერებების დაბალანსებულ მიღებაშია: კვერცხი ავოკადოთი და გაუცრელი ფქვილისგან გამომცხვარი ცოტა პური ერთმანეთს იდეალურად უხდება. კვერცხი ცილების შესანიშნავი წყაროა და მადას კარგად აკონტროლებს“.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.