გენეტიკა თავის როლს ასრულებს ქალის და კაცის სიმელოტის განვითარებაში, რომელიც ცნობილია, როგორც ანდროგენული ალოპეცია. ჩვეულებრივ, ანდროგენული ალოპეცია იწყება თხემზე თმის შეთხელებით და სიმელოტით.
„ითვლება, რომ ჰორმონი დიჰიდროტესტოსტერონი (DHT) სიმელოტის განვითარებაში როლს თამაშობს. ეს იწვევს თმის ფოლიკულების შემცირებას და საბოლოოდ თმის განვითარების შეწყვეტას“ – ამბობს ტრიქოლოგი ოლეგ სპირიდონოვი.
ამ ტიპის სიმელოტის მკურნალობის ვარიანტები არსებობს. მაგალითად, მინოქსიდილი და ფინასტერიდი, ასევე თმის გადანერგვის ოპერაცია.
„ასეთი მკურნალობა ყველასთვის ყოველთვის ეფექტურია არაა და პოტენციური გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, მკურნალ ექიმს გაესაუბროთ, რომ ყველასთვის სწორი მკურნალობა დადგინდეს“.
ანდროგენული ალოპეციის მსგავსი მდგომარეობაა კეროვანი ალოპეცია, რომელიც აუტოიმუნური დაავადებაა. კეროვანი ალოპეცია თავზე, სახეზე და სხეულის სხვა ნაწილებზე თმის ცვენას იწვევს.
ასეთი მდგომარეობა ჩნდება, როცა იმუნური სისტემა უტევს თმის ფოლიკულებს და აიძულებს მათ შემცირებას და თმის ზრდის შენელებას. კეროვანი ალოპეცია ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ხშირად გვხვდება სკალპზე მრგვალი ან ოვალური მელოტი ადგილებით.
ჰორმონალური ცვლილებები, განსაკუთრებით ორსულობის ან მენოპაუზის პერიოდში, თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს.
„მშობიარობის შემდეგ ქალები მშობიარობის შემდგომ თმის ცვენას განიცდიან. მენოპაუზამაც ესტროგენის დონის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ თმის მტვრევადობას და გათხელებას ზრდის“.
ასეთი ტიპის თმის ცვენას დროებითი ხასიათი აქვს. მკურნალი ექიმი ადგილობრივი გამოყენების მალამოებს და დანამატებს თმისთვის შეგირჩევთ.
სტრესი და დიეტა ძირითადი ვიტამინების დეფიციტით თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს. სიტუაციის გამოსასწორებლად სტრესის დონე შეამცირეთ და ჯანსაღი დიეტა დაიცავით.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.