ნებისმიერი, ვისაც გლუტენის აუტანლობა აქვს, მგრძნობიარეა გლუტენის მიმართ. ცილა, რომელიც გვხვდება ჭვავში, ქერში და ასლში, მაგრამ განსაკუთრებით ხორბალში. მაკარონის, ფქვილის ნაწარმის და ცომეულის უმეტესობა გლუტენის აუტანლობის დროს აკრძალულია, ხოლო ბევრი მზა პროდუქტის მიღებას მდგომარეობის გაუარესების რისკი ახლავს.
თერაპევტი თამარა ილინსკაია ამბობს, რომ გლუტენის აუტანლობისას დამახასიათებელია საჭმლის მონელების სხვადასხვა პრობლემა, როგორიცაა მუცლის ტკივილი, შებერილობა, მოუნელებლობა, დიარეა. ექიმი აღნიშნავს სხვა ნეგატიურ სიმპტომებსაც, რომლებიც მსგავსი კვებითი აუტანლობისას შეიძლება შეინიშნოს.
- კანის პრობლემები, მათ შორის ეგზემა და გამონაყარი.
- სისუსტე, დაღლილობა.
- თავის ტკივილი.
- განწყობის ცვლილებები, გონების დაბინდვა.
- რკინის დეფიციტი.
- სახსრების პრობლემები.
- სისხლის მიმოქცევის პრობლემები.
- წვა მუცლის ზედა არეში.
- გულისრევა.
თერაპევტის თქმით, გლუტენის აუტანლობას სხვადასხვა ფორმა შეიძლება ჰქონდეს.
გლუტენის დაავადება (ცელიაკია). ყველა მარცვლოვანზე აუტანლობის ყველაზე მძიმე ფორმა, ხშირად გენეტიკურად განსაზღვრულია. იმუნური სისტემა შეიძლება დაასუსტოს.
ხორბალზე ალერგია. ნეგატიური სიმპტომები ჩნდება ისეთი პროდუქტების მიღების შემდეგ, რომელიც შეიცავს ხორბალს, ხორბლის ფქვილს.
გლუტენზე მგრძნობელობა. საკმაოდ მსუბუქი ფორმაა, საშუალო სიმძიმის ან მსუბუქი სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს. გლუტენზე მგრძნობელობისას რაციონიდან მისი ამოღებით ორგანიზმს ნორმალურ მდგომარეობაში სწრაფად დააბრუნებთ.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.